საკნატუნო ამბები

მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი მატარებელი, სადაც სტუმრებისთვის ზღაპრული გარემოა

fun time

12:00 ორშ. 18 აპრილი, 2022 წელი

იაპონური მატარებელი

14
დაკოპირებულია

2017 წლის მაისში იაპონიის სარკინიგზო კომპანიამ JR East Railway Company-მ საზოგადოებას ყველაზე მდიდრული და ძვირად ღირებული მატარებელი "Shiki-Shima"  (ოთხი სეზონი) წარუდგინა, რომლის შექმნისთვისაც სარკინიგზო კომპანიამ 45 მილიონი დოლარი დახარჯა.

სამოგზაურო მატარებელი 10 ულტრათანამედროვე დიზაინის ვაგონისგან შედგება, თითოეულ ვაგონში კი 34 ადგილია. მატარებელს სტუმრების კომფორტული მგზავრობისთვის 2-სართულიანი კუპეები აქვს, სადაც პირველ სართულზე საძინებელია, მეორეზე - მისაღები ოთახი, სპა და ა.შ.

ამ შესანიშნავი მატარებლით მგზავრობის ღირებულება 10 000 დოლარია.

პირველ და ბოლო ვაგონში პანორამული ფანჯრები და მინის ჭერია დამონტაჟებული, რათა მგზავრობისას იაპონიის პეიზაჟების სილამაზით დატკბეთ.

მგზავრობის ხანგრძლივობა მარშრუტზეა დამოკიდებული და, დაახლოებით, 3-4 დღე გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში მატარებლის მგზავრებს საშუალება ეძლევათ, იაპონიის ისტორიული ღირსშესანიშნაობები და კურორტები დაათვალიერონ.

აღსანიშნავია, რომ ვაგონების მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ტრადიციული იაპონური მასალები: ხე, იაპონური ვაშის ქაღალდი და სპეციალური ლაქი. ინტერიერში გამოყენებულია აღმოსავლეთ იაპონიისთვის დამახასიათებელი ტექნიკა. ვაგონების დიზაინზე ცნობილმა იაპონელმა დიზაინერმა კენ ოკუიამამ იმუშავა. მისი თქმით, ეცადა, რომ მგზავრებისთვის იაპონურ მეჩხერ ტყეში ყოფნის განცდა შეექმნა.

მოგზაურობის დროს სტუმრებს მოოქრული ჭურჭლით იმ რეგიონების სეზონურ ხილს და კერძებს შესთავაზებენ, რომლებსაც მატარებელი გაივლის.

სხვა საინტერესო ამბები ამომავალი მზის ქვეყნიდან 🔰

იაპონიაში აღმოაჩინეს ოჯახური სასტუმრო, რომელიც 13 საუკუნეა, მუშაობს!

იაპონიის 10 უცნაურობა

იაპონიაში რკინიგზის სადგური ერთადერთი მგზავრისთვის მუშაობს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი