იცით თუ არა

რამდენ ხანს ცოცხლობს და როდის კვდება ღვინო?

fun time

18:23 ხუთ. 29 აგვისტო, 2024 წელი

რამდენ ხანს ცოცხლობს და
როდის კვდება ღვინო?

14
დაკოპირებულია

ღვინის სამკურნალო თვისებებს არა მხოლოდ ხალხური, არამედ ტრადიციული მედიცინაც აღიარებს. ღვინის ზომიერი მოხმარება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და იმავდროულად, გარკვეული დაავადებების ეფექტური საპროფილაქტიკო საშუალებაც გახლავთ. 

რამდენ ხანს ცოცხლობს ღვინო? - ეს კითხვა, ბევრ ადამიანს აწუხებს. ერთის მხრივ, ითვლება, რომ ძველი ღვინო უფრო ძვირფასი და გემრიელია, მეორე მხრივ კი ზოგჯერ დრო ღვინის საზიანოდ მუშაობს.

რაზეა ეს დამოკიდებული, როდის იღლება ღვინო, რა არის მკვდარი ღვინო და აქვს თუ არა მას ვარგისობის ვადა? მოდით, გავარკვიოთ:

დაღლილი ღვინო

იცოდით, რომ ღვინო შეიძლება დაიღალოს ტრანსპორტირებისგან და გემო შეეცვალოს? ეს არ ნიშნავს, რომ სასმელი მოხმარებისთვის უვარგისია, რადგან, მეღვინეების მტკიცებით, ოდნავ დაღლილმა ღვინომ შეიძლება მოგვიანებით გემოვნური თვისებები დაიბრუნოს.

რა თქმა უნდა, მართალია, რომ ღვინო წლების განმავლობაში არ ფუჭდება, მაგრამ გემოვნური თვისებების ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენარჩუნება ყველა ღვინოს არ შეუძლია. ასეთი ღვინოების გემო და კეთილსურნელება დროთა განმავლობაში ქრება და მათ „დაღლილ ღვინოებს“ ეძახიან.

ისტორიულად ცნობილია, რომ თეთრი ღვინოები უფრო სწრაფად „იღლებიან“, წითელი ღვინოები კი ცოტა მეტ ხანს ძლებენ, თუმცა ბევრი რამ ყურძნის ჯიშზე, კლიმატურ პირობებზე და მეღვინეების ოსტატობაზეა დამოკიდებული.

ამასთან, მუხის კასრებში შენახული ღვინოები უფრო ნელა იჟანგება და შესაბამისად, უფრო დიდხანს ცოცხლობს. იგივე შეიძლება ითქვას ჭაჭაზე დაყენებულ წითელ ღვინოებზე.

მკვდარი ღვინო

თუ ფიქრობთ, რომ მკვდარი ღვინო დაძმარებული ღვინოა, ცდებით. თანამედროვე წარმოება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ღვინო რაც შეიძლება დიდხანს შეინახოს.

მოდით გავარკვიოთ, როგორ ამოვიცნოთ მკვდარი ღვინო.

ღვინო სასიამოვნოდ მაშინ ითვლება, როდესაც მისი გემო და კეთილსურნელება მოგვწონს. ახალი ღვინო ცინცხალი და კეთილსურნელოვანია, მომწიფებულში კი როგორც კეთილსურნელების ინტენსივობა, ასევე "პოზიტიურობის" ხარისხი მცირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომწიფებულ ღვინოში კეთილსურნელებაზე მეტად გემო იგრძნობა. კეთილსურნელების გასავითარებლად ღვინოს ცოტა „სუნთქვა“ სჭირდება - ამ დროს გამოიყოფა ფერმენტები, რომლებიც „სურნელოვანი სპექტრის“ პოტენციურ აქროლად მოლეკულებს გამოავლენს.

მკვდარია ღვინო, რომელშიც არც „სურნელოვანი სპექტრი“ იგრძნობა და არც ფერმენტები. ის უვნებელია და შეგიძლიათ სრულიად მშვიდად დალიოთ, მაგრამ მისგან სასიამოვნო არომატს და საინტერესო გემოს არ უნდა ელოდოთ. ასეთ ღვინოებში მხოლოდ ნესტის გემო და სურნელი იგრძნობა. მკვდარი ღვინო ვიზუალურად ყავისფერია და ბოთლი ნალექის მნიშვნელოვან რაოდენობას შეიცავს. რა თქმა უნდა, ასეთ ღვინოებში რაიმე სასარგებლო თვისებებზე საუბარი ზედმეტია.

ესეც დაგაინტერესებთ:

ხელოვნურმა ინტელექტმა ფალსიფიცირებული ღვინის ამოცნობა ისწავლა

18 ფაქტი ღვინის შესახებ, რომელთა ცოდნა დალევამდე არ გაწყენდათ

„მკიდია“ - ღვინოები უცნაური სახელწოდებებით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?