იცით თუ არა

18 ფაქტი ღვინის შესახებ, რომელთა ცოდნა დალევამდე არ გაწყენდათ

fun time

12:02 პარ. 1 აპრილი, 2022 წელი

საონტერესო ფაქტები
ღვინოზე

14
დაკოპირებულია

ამ საოცარ სასმელს ბევრი ტრადიცია და წესი ახლავს, რომელთა შესახებაც ღვინის მოყვარულებს წარმოდგენაც არ აქვთ ან ძალიან ცოტა რამ იციან.

1. როგორ შევინახოთ ბოთლის ღვინო სწორად

ექსპერტები გვირჩევენ საცობიან ბოთლებში ღვინო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შევინახოთ: ამგვარად კორპის საცობი მუდმივად სველი რჩება, არ შრება და არ იბზარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საცობში გაჩენილი ბზარებიდან ბოთლში ჟანგბადი ხვდება, რაც ღვინის აძმარებას იწვევს.

2. ღვინო ტვინისთვის სასარგებლოა

გასულ წელს ჩატარებული კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ სომელიეებს ტვინის ის ნაწილი, რომელიც სუნზეა პასუხისმგებელი, გაცილებით უფრო დიდი აქვთ. 2014 წელს კი მეცნიერებმა დაადასტურეს,რომ ღვინის გამოყენება ტვინის შემეცნებით უნარებს აძლიერებს.

3. ყურძნის ყველაზე პოპულარული ჯიში

ყურძნის ყველაზე ცნობილი ჯიში შარდონეა. სწორედ ამიტომაც ყველაზე პოპულარულ თეთრ ღვინოებს ამ ჯიშის ყურძნისგან ამზადებენ.

4. ყინულოვანი ღვინოც არსებობს

„ყინულოვანს“ ისეთ სადესერტო ღვინოებს უწოდებენ, რომელთა დასამზადებლად ყურძენი ვაზზე უნდა გაიყინოს. ყინულოვანი ღვინის დასამზადებლად თერმულად დამუშავებული ყურძენი არ გამოდგება. ასეთი რთული ტექნოლოგიის გამო ამგვარი ღვინის ერთი ბოთლი 30-50 დოლარამდე ღირს.

5. ღვინის ზომიერად სმა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ალცჰაიმერისა და ინსულტის რისკს ამცირებს

კვლევებმა ეს დაადასტურა, ოღონდ ლაპარაკი ღვინის ზომიერ სმას შეეხება. ინსულტის, ინფარქტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი 25-40%-ით მცირდება. წითელი ღვინო კი ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს.

6. ღვინის ფერს მარცვლის კანი განსაზღვრავს

ბევრს ჰგონია, რომ წითელი ღვინო მუქი ფერის ყურძნისგან მზადდება, ხოლო თეთრი - თეთრისგან. სინამდვილეში, ღვინის ფერს ყურძნის მარცვლის კანი განსაზღვრავს. ამიტომ მუქი ფერის ყურძნისგან თეთრი ღვინის დაყენებაც შეიძლება - ამისთვის კანის მოცილება საკმარისია.

7. ღვინისა და საკვების შეხამება

ღვინო და საკვები ერთმანეთს ავსებს და ერთმანეთის გემოს გამოკვეთს. ნამდვილმა გურმანებმა უნდა იცოდნენ, რომელ საკვებს რომელი ღვინო უხდება. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღწევა გემოს ნამდვილი ჰარმონია.

8. როგორ დავლიოთ ღვინო სწორად

ეტიკეტის წესების მიხედვით, ღვინის ბოკალი ისე უნდა დავიჭიროთ, რომ ხელმა ღვინო არ გაათბოს და ამით მისი გემო არ შეიცვალოს.

9. ღვინის დამზადების სპეციალისტი

ყველამ იცის, ვინაა სომელიე: ის პასუხს აგებს ყიდვაზე, შენახვასა და მიწოდებაზე. ხოლო ღვინის დამზადების სპეციალისტს, ვინც აფასებს ნიადაგს, წყალსა და თავად ღვინოს, ენოლოგი ჰქვია.

10. ღვინის დალევა

ღვინო ფეხიან და მოხრილ კიდეებიან ბოკალებში უნდა ჩამოასხათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეინახება არომატი. იმავდროულად ბოკალი რაც შეიძლება თხელი უნდა იყოს.

11. ღვინის შესანახად საუკეთესო ადგილი

სამზარეულო და მაცივარი ღვინის შესანახად ნაკლებად გამოსადეგია. ამ სასმელს არ უყვარს მაღალი ანდა დაბალი ტემპერატურები. ღვინო გრილ და ბნელ ადგილას უნდა შეინახოთ.

12. ღვინო, როგორც საწვავი

ბრიტანელ პრინც ჩარლზს 1969 წლის Aston Martin ჰყავს, რომელიც ღვინისგან მიღებული ბიოსაწვავით მოძრაობს. ასე რომ, ღვინო შესაძლოა, ბენზინის კიდევ ერთი ალტერნატივა გახდეს.

13. ღვინო კოკა-კოლათი და კობრის სისხლით

ზოგიერთ გურმანს მიაჩნია, რომ გაზიან სასმელებთან ერთად ღვინის გემო უფრო მკვეთრია.
ზოგიერთ ვიეტნამურ რესტორანში ღვინო კობრის სისხლთან ერთად მოაქვთ. ადგილობრივების განცხადებით, ეს ორგანიზმს მეტ ძალას მატებს.

14. რამდენი ყურძენია საჭირო 1 ბოთლი ღვინისთვის?

საშუალოდ 1 ბოთლ ღვინოს 1 კილოგრამი ყურძენი სჭირდება.

15. სად ამზადებენ ღვინოს?

ღვინო ჩვენი პლანეტის ყველა კონტინენტზე მზადდება, ანტარქტიდის გარდა.

16. 9 დოლარად ღირებული ღვინო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა

მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოდ ვარდისფერი Côtes de Provence Rosé მიიჩნევა და ერთი ბოთლის ფასი მხოლოდ 9 დოლარია.

17. ყველაზე ძვირად გაყიდული ღვინო

ყველაზე ძვირად 1947 წლის მოსავლის Château Cheval Blanc მიიჩნევა. ჟენევაში გამართულ აუქციონზე მისი ერთი ბოთლი უცნობმა მოყვარულმა 304 375 დოლარად შეიძინა.

18. ყველაზე ძველი ღვინო

ხერე-დე-ლა-ფრონტერა - 1775 წლის ესპანური მაგარი ღვინო ყველაზე ძველი ევროპული ღვინოა. მისი უკანასკნელი 5 ბოთლი ყირიმში, მუზეუმში ინახება.

და კიდევ რამდენიმე საინტერესო ამბავი 👇:

„მკიდია“ - ღვინოები უცნაური სახელწოდებებით!

როგორ იქცა ღვინისა და კოკაინის ნაზავი პოპულარულ სასმელად?

მაკედონელი და მისი ღვინის სმის კონკურსი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორ...

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე