საკნატუნო ამბები

ხელოვნურმა ინტელექტმა ფალსიფიცირებული ღვინის ამოცნობა ისწავლა

fun time

17:46 პარ. 15 დეკემბერი, 2023 წელი

ღვინო და ხელოვნური
ინტელექტი

14
დაკოპირებულია

შვეიცარიელმა მეცნიერებმა  ხელოვნური ინტელექტის ალგორითმს ქიმიური ანალიზის საფუძველზე ღვინის წარმოშობის დადგენა ასწავლეს. ამის საშუალებით შესაძლებელია ფალსიფიცირებული პროდუქტის ამოცნობა.

პროგრამამ სხვადასხვა ნაერთის შემადგენლობებში განსხვავებები გამოავლინა და, საბოლოოდ, არა მარტო ყურძნის მწარმოებელი რეგიონის, არამედ კონკრეტული მამულის დასახელებაც კი შეძლო.

პროგრამის მოსამზადებლად ჟენევის უნივერსიტეტის გუნდმა 80 ღვინის ნიმუში გამოიყენა, რომლებიც ბორდოს რეგიონის 7 სხვადასხვა ღვინის ქარხანაში, 12 წლის განმავლობაში დამზადდა. ალგორითმმა ღვინოში ნაპოვნი ყველა ქიმიური ნივთიერება შეისწავლა და თითოეულისთვის ყველაზე სანდო შემადგენლობა დაადგინა. შედეგები ცხრილის სახით წარმოადგინეს, სადაც მსგავსი შემადგენლობის ღვინოები დაჯგუფდა.

მკვლევარების განმარტებით, ღვინოში სხვადასხვა ელემენტის შემცველობაზე ისეთი ფაქტორები ახდენს გავლენას, როგორიცაა ყურძნის ჯიში, ნიადაგი, მიკროკლიმატი, მეღვინეობის პროცესი და ა.შ.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესაძლებელია, შევზღუდოთ ფალსიფიცირებული ღვინის გავრცელება, ასევე ღვინის ხარისხზე დაკვირვება მისი წარმოების ყველა ეტაპზე, - წერს The Guardian.

ესეც დაგაინტერესებთ:

დიდ ბრიტანეთში გამოუშვეს წინდები ხელოვნური ინტელექტით

დანიაში პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი ხელოვნური ინტელექტი გახდა


წყარო: www.theguardian.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ითრევს ჭაობი ადამიანს?

ჭაობები საქართველოში

რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება