საკნატუნო ამბები

დანიაში პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი ხელოვნური ინტელექტი გახდა

fun time

15:40 პარ. 18 ნოემბერი, 2022 წელი

ხელოვნური ინტელექტი

14
დაკოპირებულია

დანიაში ხელოვნური ინტელექტი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი გახდა. 

 

პოლიტიკურ ძალას სინთეტიკური პარტია ეწოდება და იგი დააარსეს ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ორგანიზაციებმა Computer Lars და MindFuture Foundation.

პარტიის ლიდერი ლარსი, რეალურად ხელოვნური ინტელექტის ჩეთბოტია. ის დაპროგრამებულია სამეფოს ყველა პარტიის პოლიტიკაზე, მოყოლებული 1970-იანი წლებიდან.

ვინაიდან პარტიის ლიდერი მანქანაა, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თუმცა აკრძალვა არ ვრცელდება პარტიის წევრ ადამიანებზე.

ასე რომ, შესაძლებელია, დანიის პარლამენტში მოხვდნენ პოლიტიკოსები, რომელთა ლიდერი ხელოვნური ინტელექტია.

ამბობენ, რომ სინთეტიკურ პარტიას დანიის პარლამენტში მოხვედრის მცირე შანსები აქვს. საქმე ისაა, რომ ქვეყნის კანონმდებლობით, პარტიებმა 20 000 მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა შეაგროვონ, ახალ პოლიტიკურ ძალას კი ამჟამად მხოლოდ 11 მხარდამჭერის ხელმოწერა აქვს.

წყარო: finance.yahoo.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი