საკნატუნო ამბები

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკორდსმენი გახდა

fun time

16:45 შაბ. 12 ოქტომბერი, 2024 წელი

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

14
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, იაპონიის მოქალაქეები ყველაზე მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევიან. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ქვეყანაში 100 წელს გადაცილებული 95 119 ადამიანია (მათ შორის, 83 ათასი ქალია) - ეს 2980-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. 

 

100 წელს გადაცილებულების გარდა, ქვეყანაში 65 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობაც რეკორდულია და 36,25 მილიონს შეადგენს, რაც მთლიანი მოსახლეობის 29,3%-ია. ამ მაჩვენებლის მიხედვით, იაპონია 200 ქვეყნისა და რეგიონის სიის სათავეშია, სადაც 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

***

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ხანდაზმულთა დიდი რაოდენობა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების ხარჯებს ზრდის და ამცირებს მომუშავე მოსახლეობის რაოდენობას. ამ პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებამ საპენსიო ასაკის გაზრდა გადაწყვიტა.

***

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ იაპონელების დღეგრძელობის საიდუმლო დიეტასა და სასმლის მიღების განსაკუთრებულ ჩვევებში იმალება.

კერძოდ, იაპონელების ყველაზე საყვარელი სასმელი არის იაპონური ტრადიციული ჩაი. ის ჩვეულებრივი ჩაისგან განსხვავებულია და მკვეთრი მწვანე ფერის ფხვნილს წარმოადგენს.

სასმელი შეიცავს A, B, C, E ვიტამინებს, ასევე საკვებ ბოჭკოებს, თუთიას, კალიუმს, კალციუმს, ნატრიუმს და რკინას, რაც ხელს უწყობს დღეგრძელობას.

ამას გარდა, მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ეს ტრადიციული სასმელი აქვეითებს სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონეს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების, დიაბეტისა და სიმსუქნის განვითარების რისკს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა