საკნატუნო ამბები

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მძღოლები უფრო ხშირად არღვევენ მოძრაობის წესებს და აგრესიულად მართავენ

fun time

15:13 კვი. 20 ოქტომბერი, 2024 წელი

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

14
დაკოპირებულია

ჟურნალ Journal of International Psychology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ძვირად ღირებული მანქანის ბევრი მფლობელი უხეში და აგრესიული  ადამიანია. კვლევის დროს გამოკითხეს 1892 ფინელი ავტომფლობელი და შეისწავლეს თითოეული მათგანის პიროვნული ტიპი.

მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, იან-ერიკ ლონკვისტის თქმით, უფრო ხშირად, მძღოლები, რომლებიც სხვებზე მეტად არღვევენ მოძრაობის წესებს, გზას არ უთმობენ ფეხით მოსიარულეებს და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ, ძვირად ღირებულ მანქანებს მართავენ.

მეცნიერმა აღნიშნა, რომ წინა კვლევების თანახმად, ძვირად ღირებული ავტომობილების მძღოლები საგზაო მოძრაობის წესებს სხვებზე ხშირად უგულებელყოფენ.

ეს ფენომენი იმით აიხსნება, რომ სიმდიდრე სხვადასხვა სიტუაციებში ზოგი ადამიანის ქცევაზე მავნე გავლენას ახდენს.

***

ლონკვისტმა სცადა გაერკვია, რა ტიპის ადამიანები ცდილობენ იქონიონ ძვირად ღირებული ავტომობილი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად და მიდრეკილები არიან თუ არა ეს ადამიანები მოძრაობის წესების დარღვევისკენ.

მანქანის მფლობელებმა არა მხოლოდ ავტომობილების მართვასთან დაკავშირებულ, არამედ პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებულ კითხვებსაც უპასუხეს.

პასუხები გაანალიზდა ხუთ ძირითად კატეგორიაში (ღიაობა, კეთილსინდისიერება, ნევროტიზი, ექსტრავერსია, თანხმობა).

მანქანის მფლობელებმა უპასუხეს არა მხოლოდ კითხვებს საკუთარი მანქანების, მოხმარების ჩვევებისა და კეთილდღეობის, არამედ პიროვნული თვისებების შესახებაც.

***

როგორც გაირკვა ძვირად ღირებული ავტომობილის ყველა მფლობელი უხეში და ამპარტავანი არ არის. მათ შორის ბევრი ადეკვატური მძღოლი და კეთილსინდისიერი, ორგანიზებული და ჭკვიანი ადამიანია, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს, რაც, ლონკვისტის აზრით, ჭკვიანი ადამიანების მიერ სანდო და ხარისხიანი საქონლის არჩევანზე მეტყველებს.

***

მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი ძვირად ღირებული მანქანის ფლობის სურვილსა და კეთილსინდისიერებას შორის როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში, მაგრამ ეგოიზმს, უხეშობასა და ძვირად ღირებული ავტომანქანების ფლობის სურვილს შორის კავშირი მხოლოდ მამაკაცებში გამოვლინდა.

ესეც საინტერესოა:

ნუმეროლოგია - რას ამბობს თქვენი ავტომობილის სანომრე ნიშანი?

მილიარდერები საჭესთან - რომელ ავტომანქანებს მართავენ პლანეტის უმდიდრესი ადამიანები?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

„ბანჯგვლიანი კუ“, რომელიც უკანალიდა...

ბანჯგვლიანი კუ

ძროხა, რომელსაც სახელი აქვს მეტს იწ...

ძროხა, რომელსაც სახელი
აქვს, მეტს იწველება

რატომ უწოდეს დედამიწაზე ერთ-ერთ ყვე...

აღდგომის კუნძული

მინგუნის ზარი - უნიკალური გიგანტი,...

მინგუნის ზარი

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია