საკნატუნო ამბები

მილიარდერები საჭესთან - რომელ ავტომანქანებს მართავენ პლანეტის უმდიდრესი ადამიანები?

fun time

16:31 ორშ. 22 მაისი, 2023 წელი

მარკ ცუკერბერგი საჭესთან

14
დაკოპირებულია

ისინი პლანეტის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანები არიან, თუმცა როცა საქმე ავტომობილებს ეხება, ზოგი პრემიუმ კლასის ბრენდებს - Lamborghini, Rolls-Royce ან Bentley-ს, ზოგი კი ჩვეულებრივ Honda-ს ან Toyota Prius-ს არჩევს. 

1. ჯეფ ბეზოსი - Honda Accord

ჯეფ ბეზოსი კომპანია Amazon.com-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. Forbes მის ქონებას 171 მილიარდ დოლარად აფასებს. მილიარდერისთვის დღემდე ძვირფასია მისი პირველი ავტომობილი - 1996 წლის Honda Accord, რომლითაც ის გადაადგილდება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ბეზოსის ავტოფარეხში ავტომობილების უნიკალური კოლექციაა, მათ შორის არის: Lamborghini Veneno, Bugatti Veyron Mansory, Pininfarina Sergio...

2. ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი - Toyota Prius

ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი საძიებო სისტემა Google-ის დამფუძნებლები არიან. პეიჯის ქონება 11q ხოლო ბრინის ქონება 107 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბიზნესპარტნიორებს პირადი მოხმარებისთვის ერთი და იგივე - Toyota Prius -ის მოდელის მანქანები ჰყავთ.

ბიზნესმენები აქტიურად არიან ჩართულები სივრცის შემსწავლელი კომპანიების საქმიანობაში, “მფრინავი მანქანების“ და მაღალტექნოლოგიური თვითმფრინავების შექმნაში.

3. მარკ ცუკერბერგი - Honda Fit

მარკ ცუკერბერგი სოციალური ქსელის Facebook დამფუძნებელია. Forbes-ი მის ქონებას 104 მილიარდ დოლარად აფასებს. მარკი, ძირითადად, Honda Fit-ით გადაადგილდება.

მის ავტოფარეხში ასევე Volkswagen Golf GTI და Acura TSX შეგიძლიათ ნახოთ.

4. ილონ მასკი - Tesla Model S

ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი, SpaceX-ის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და წამყვანი დიზაინერი, აგრეთვე Tesla, Inc.-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი როგორც საკუთარი ბიზნესის ნამდვილი მხარდამჭერი, Tesla Model S -ის მარკის ავტომობილს მართავს.

Forbes მასკის ქონებას 2019 მილიარდ დოლარად აფასებს. მილიარდერის ავტოფარეხში Tesla Model X და Tesla Model 3 ავტომობილებსაც ნახავთ.

5. ბილ გეითსი - Porsche 959

ბილ გეითსი Microsoft-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. Forbes მის ქონებას 129 მილიარდ დოლარად აფასებს. ბიზნესმენს ავტომობილებში ყველაზე მეტად პორშე მოსწონს და ამ მანქანების დიდი კოლექცია აქვს.

კოლექციაში ყველაზე გამორჩეულია სპორტული მანქანა Porsche 959, რომელიც გეიტსმა ოფიციალურად გამოშვებამდე 13 წლით ადრე იყიდა.

ესეც საინტერესოა:

მდიდარი ადამიანების 7 გარეგნული მახასიათებელი

ფულს სძულს ისინი - სამი ყველაზე ღარიბი ზოდიაქოს ნიშანი

მსოფლიოში ყველაზე მოკრძალებული მილიარდერი, რომელზედაც ლეგენდები დადის

როგორ აშოვნინა ხელგაშლილობამ ფორდს მილიარდი?

წყარო: www.carwow.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები

ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური ს...

ინდოელმა მაშველმა გველი
ხელოვნური სუნთქვით
სიკვდილს გადაარჩინა

რატომ აკრძალეს სინგაპურში საღეჭი რე...

რატომ აკრძალეს
სინგაპურში საღეჭი რეზინა?

ამერიკული კომპანია 2032 წლისთვის მთ...

სასტუმრო მთვარეზე