საკნატუნო ამბები

მდიდარი ადამიანების 7 გარეგნული მახასიათებელი - ნახეთ გაქვთ თუ არა მილიონის შოვნის შანსი?

fun time

18:00 ორშ. 24 აპრილი, 2023 წელი

ბილ გეითსი

14
დაკოპირებულია

რა გარეგანი ნიშნები აქვთ პოტენციურ ან უკვე შემდგარ მილიონერებს? ამერიკელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტების დახმარებით სცადეს გაერკვიათ, შესაძლებელია თუ არა გარეგნობით მდიდარი ბიზნესმენების, პოტენციური მილიონერებისა და მილიარდერების ამოცნობა. როგორც გაირკვა, ადამიანებს, რომლებმაც ქონება პატიოსანი შრომით მოიპოვეს, რამდენიმე საერთო გარეგნული მახასიათებელი აქვთ. ჩვენ გიამბობთ 7 ნიშანზე, რომელიც პოტენციური მილიარდერის ამოცნობაში დაგეხმარებათ.

1. ცხოვრების მოკრძალებული სტილი

ნამდვილად წარმატებულ ადამიანებს ბრენდირებული ტანსაცმლით, ავტომობილებითა და იახტებით თავიანთი მაღალი სტატუსის დემონსტრირება არ მოსწონთ. პირიქით, ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი ძალიან მოკრძალებულები არიან. ქუჩაში უბრალო ჯინსით, მაისურით და სპორტული ფეხსაცმლით გადაადგილდებიან და სუპერმარკეტებში პროდუქტებს თავად ყიდულობენ.

ბიზნესმენები მოხერხებულობას და კომფორტს უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე გლამურსა და საჩვენებელ ბრწყინვალებას. მათ შეუძლიათ მოკრძალებულ ბინაში იცხოვრონ, მაგრამ ბევრი შინამოსამსახურე ჰყავდეთ. ეს საშუალებას აძლევთ, რომ საყოფაცხოვრებო საკითხებზე ფოკუსირების ნაცვლად, შემოსავლის გაზრდაზე იზრუნონ.

2. თვალ-წარბი

თვალის ჭრილი და ფერი ადამიანის სიმდიდრეზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გამოხედვამ შეიძლება ხასიათის გარკვეული თვისებები გამოავლინოს. მომავალი და შემდგარი მილიონერების უმეტესობას დაჟინებული მზერა ახასიათებს. წარმატებულ ბიზნესმენებს ყველასა და ყველაფრის შეფასება ჩვევიათ, ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ თქვენს ჩაცმულობას და მანერებს ყურადღებით დააკვირდნენ. ამით თანამოსაუბრე თქვენი პიროვნების შესწავლას ცდილობს.

წარბებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. Forbes-ის სიაში მყოფი ადამიანების უმეტესობას სახლის სახურავის მსგავსად, მკვეთრად „გადატეხილი“ წარბი აქვს.

3. წონა

ზედმეტი კილოგრამებით ბევრი წარმატებული ადამიანი იტანჯება, განსაკუთრებით 50 წლის შემდეგ. საქმე ის გახლავთ, რომ ბიზნესი და ფინანსები დიდ დროს და ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ სპორტული ვარჯიშების და ფეხით სიარულისთვის დრო აღარ რჩება. ბიზნესი კი თითქმის მთელი საათის განმავლობაში ყოფნას. ასე რომ ფიტნესისა და ლაშქრობისთვის დრო აღარ რჩება.

4. უბრალო ტანსაცმელი

ცნობილია, რომ არაეკონომიური და მფლანგველი ადამიანები ფინანსურ წარმატებას იშვიათად აღწევენ. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ თუ უბრალო ტანსაცმელში გამოწყობილ მილიონერს შეხვდით. რა თქმა უნდა, მის გარდერობში ძვირად ღირებული სამოსიც ინახება, მაგრამ მას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იცვამს.

ძვირად ღირებული ტანსაცმელი, ძირითადად, მენეჯერებს, იურისტებს და მარკეტოლოგებს აცვიათ, რათა მომხმარებლის ნდობა მოიპოვონ და საკუთარ სტატუსს ხაზი გაუსვან.

მილიარდერს ასეთი მიზანი არ აქვს. მან უკვე დაამტკიცა, რომ შეუძლია ის ჩაიცვას, რაც მოსწონს.

5. სუფთა ფეხსაცმელი

ფეხსაცმელი ან სპორტული ფეხსაცმელი აუცილებლად სუფთა უნდა იყოს, მისი ფასი ნაკლებად საინტერესო. იშვიათად შეხვდებით მილიონერს, რომელსაც 300 დოლარზე მეტი ღირებულების ფეხსაცმელი აცვია, იმიტომ, რომ ეს მფლანგველობად ითვლება. მფლანგველი ადამიანი მილიონერი ვერასოდეს გახდება. ბიზნესმენმა კარგად იცის როგორ დაზოგოს ფული და გაზარდოს საკუთარი კაპიტალი. ასევე მშვენივრად ესმის, რომ თუ ფეხსაცმელს კარგად მოუვლით, ის კიდევ დიდხანს მოგემსახურებათ.

6. ჰოლივუდის ღიმილი

თოვლივით თეთრი კბილები და ლამაზი ღიმილი პოტენციური თუ შემდგარი მილიონერების დამახასიათებელი ნიშანია. დიახ, წარმატებული ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. მათ იციან, რომ ჯანსაღი კბილები თანამოსაუბრეს მათ მიმართ კეთილად განაწყობს. ნაკლებად სავარაუდოა, კლიენტი ენდოს ადამიანს, რომელიც საკუთარ კბილებზე არ ზრუნავს.

7. მინიმალური ფუფუნება

სტატისტიკის თანახმად, მილიონერები ძვირად ღირებული და ექსკლუზიური ავტომანქანებით ნაკლებად ინტერესდებიან. მდიდარმა ადამიანებმა იციან სარგებელი როგორ მიიღონ, ამიტომ ახალი, ძვირად ღირებული ავტომობილების შეძენა არ იზიდავთ. მათი ფასი ხომ ავტომაღაზიიდან გაყვანისთანავე 30%-ით ეცემა. ასე რომ, მდიდარ ადამიანებს პრემიუმ მანქანების ლიზინგით აღება ურჩევნიათ.

პოტენციური მილიონერი შუაღამისას რომ გააღვიძოთ, ის ზუსტად დაგისახელებთ თავის ყოველთვიურ ხარჯებს, შემოსავალსა და მინიმუმ ერთი წლის მოგებას. ასეთი ადამიანებისთვის ფული არა დასახარჯავად, არამედ კიდევ უფრო მეტი შემოსავლის მისაღებად არსებობს.

ფოტოზე 👉 ბილ გეითსი, რომლის ქონება დღეისათვის $128.9 მილიარდს შეადგენს.

ესეც დაგაინტერესებთ:

ბიზნესში 7 წლის ასაკიდან - პლანეტის პირველი ოფიციალური მილიარდერის ამბავი

მსოფლიოში ყველაზე მოკრძალებული მილიარდერი, რომელზეც ლეგენდები დადის

ხელგაშლილობა - როგორ აშოვნინა ამ გადაწყვეტილებამ მეწარმე ფორდს მილიარდი?

მსოფლიოს რომელ ქალაქში ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიარდერი?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში