საკნატუნო ამბები

მსოფლიოს რომელ ქალაქში ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიარდერი?

fun time

16:17 კვი. 19 მარტი, 2023 წელი

მილიარდერების ქალაქები

14
დაკოპირებულია

მსოფლიოში ყოველწლიურად ქვეყნდება ქალაქების  რეიტინგი, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი და მილიარდერი ცხოვრობს. როგორც წესი, სია ყოველთვის ერთი და იგივე ქალაქებისგან შედგება, მაგრამ ისინი მუდმივად ადგილებს იცვლიან.

„მილიარდერთა ქალაქებს“ დანარჩენი ქალაქებისგან, მდიდარი ადამიანების სიმრავლის გარდა, საუკეთესო განათლება, მედიცინა, რესურსების დიდი კონცენტრაცია და ბევრი სხვა რამ გამოარჩევს.

ნიუ-იორკი

შეერთებული შტატების ყველაზე ცნობილ ქალაქში 240 000-ზე მეტი მილიონერი ცხოვრობს. მათგან 740-ის ქონება 100 მილიონ დოლარს აღემატება, 69 კი მილიარდერია.

სტატისტიკის თანახმად, ნიუ იორკის ყველა მოქალაქის სიმდიდრე ჯამში 3 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ეს დიდ ოცეულში შემავალი ზოგი ქვეყნის მოქალაქეთა სიმდიდრეზე მეტია.

ნიუ-იორკში, განსაკუთრებით მის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრება ძალიან ძვირია. მაგალითად, მანჰეტენზე და მეხუთე ავენიუზე უძრავი ქონების ღირებულება 1 კვ.მ-ზე 28000 დოლარს აღემატება.

თუმცა ბევრ მდიდარ ამერიკელს ნიუ-იორკის გარეუბნებში: Old Westbury, Greenwich, Great Neck, Sands Point ცხოვრება ურჩევნია. ტექნიკურად, ეს ტერიტორიები ნიუ-იორკის ნაწილი არ არის, ამიტომ „გარეუბნელი მილიარდერები“ ზემოთ ხსენებულ სიაში არ შედიან. მათთან ერთად ნიუ იორკს არა 69, არამედ 120 მილიარდერი ეყოლებოდა.

სან ფრანცისკო

ქალაქში, რომელიც მთელი მსოფლიოს პროგრამისტებს იზიდავს, 62 მილიარდერი და 276,000 მილიონერი ცხოვრობს. აქედან 632 -ის ქონება 100 მილიონზე მეტია.

სან-ფრანცისკოს მდიდარი მოქალაქეების უმეტესობამ ქონება ტექნოლოგიების შემუშავებითა და წარმოებით გამოიმუშავა.

შტატ კალიფორნიის ტერიტორიაზე ისეთი ტექნოლოგიური კორპორაციები დაფუძნდა, როგორიცააა Tesla, Google, Apple და სხვები.

სინგაპური

ბოლო დრომდე სინგაპური რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქალაქი იყო, რომლის მოსახლეობა თავს თევზაობით ირჩენდა, თუმცა, დღეს აქ ინვესტიციებისა და ბიზნესის დასაწყებად ყველაზე ხელსაყრელი ადგილია. ქალაქში 250 000 მილიონერი და 26 მილიარდერი ცხოვრობს.

ქალაქის მილიარდერთაგან ბევრი ემიგრანტია, რომელიც სინგაპურში საკუთარი ბიზნესის დასაწყებად ჩავიდა.

მარტო 2022 წელს კუნძულის მოქალაქეობა, დაახლოებით, 2500 მდიდარმა მეწარმემ მიიღო.

ჩიკაგო

ჩიკაგო აშშ-ში ყველაზე დაბალანსებული და დივერსიფიცირებული ეკონომიკის მქონე ქალაქია. მიჩიგანის ტბასთან მდებარე ქალაქში 28 მილიარდერი, 380 სანტიმილიონერი და 160 000 მილიონერი ცხოვრობს.

ამ ქალაქშია დაფუძნებული მსოფლიოში უდიდესი კომპანიები: ბოინგი, მაკდონალდსი, Fortune 500 და სხვ.

პეკინი

პეკინი ჩინეთის ფინანსურ ცენტრად და მეწარმეობისთვის საუკეთესო ადგილად ითვლება. სწორედ პეკინში აწარმოებენ ყველაზე მეტ კვლევას ხელოვნური ინტელექტის, ფარმაცევტიკის, მედიცინის და სხვა მაღალი ტექნოლოგიების სფეროებში.

ამ ქალაქში ცხოვრობს 44 მილიარდერი, 360 სანტიმილიონერი და 132 000 მილიონერით.

სიდნეი

ავსტრალიის მეგაპოლისი, რომელიც ბევრს შეცდომით ქვეყნის დედაქალაქი ჰგონია, მოქალაქეებს უაღრესად ძვირად ღირებულ საცხოვრებელს სთავაზობს.

კონტინენტის ყველაზე დიდ და ძველ ქალაქში 130 000 მილიონერი, 188 სანტიმილიონერი და 16 მილიარდერი ცხოვრობს.

სიდნეის ანგარიშზე ქვეყნის ეკონომიკის მეოთხედი მოდის. ქალაქი, სადაც ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი მოგზაური ჩადის, ტურიზმით დიდ ფულს შოულობს. სიდნეიში განთავსეულია 90 ბანკი, სარეზერვო ბანკი და ავსტრალიის ფასიანი ქაღალდების ბირჟა.

პარიზი

საფრანგეთის დედაქალაქი მსოფლიოს ფინანსურ ცენტრად აღიარეს, რომელიც ასევე ცნობილია თავისი პარკებით, მუზეუმებით, არქიტექტურით, აუქციონებითა და მოდით.

პლანეტის უმდიდრესი ადამიანები ამ ქალაქში ნახატების, ქანდაკებების, მოდური ტანსაცმლის შესაძენად და ფრანგული სამზარეულოს გასასინჯად ჩადის.

პარიზში თითქმის 90 000 მილიონერი, 15 მილიარდერი და 121 სანტიმილიონერი ცხოვრობს. თითქმის ყველა მათგანმა ქონება მომსახურების სექტორში დააგროვა!

ფრანკფურტი

ამ ქალაქში 14 მილიარდერი, 161 სანტიმილიონერი და 118 000 მილიონერით ცხოვრობს. ფრანკფურტი ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი და ასევე გერმანულის კულტურის, ტურიზმის, განათლებისა და კომერციის ცენტრია. ქალაქში გერმანიის ფედერალური ბანკი, ფრანკფურტის საფონდო ბირჟა და ევროპის ცენტრალური ბანკი მდებარეობს.

ციურიხი

ციურიხი კერძო ბანკების მსოფლიო ლიდერია. სწორედ ამ ქალაქში მდებარეობს ცნობილი შვეიცარიული ბანკების უმეტესობა და მათი კლიენტები პლანეტის უმდიდრესი ოჯახებია.

ქალაქში, სადაც შვეიცარიის ცენტრალური ბანკი და შვეიცარიის საფონდო ბირჟაა განთავსებული, 12 მილიარდერი, 258 სანტიმილიონერი და 105 ათასი მილიონერი ცხოვრობს.

***

პლანეტის პირველი ოფიციალური მილიარდერის ამბავი

მსოფლიოში ყველაზე მოკრძალებული მილიარდერი, რომელზეც ლეგენდები დადის

ხელგაშლილობა - როგორ იშოვა ფორდმა მილიარდი?

მიქაელ არამიანცი - მილიონერი, რომელიც უკიდურეს სი­ღა­რი­ბე­ში გარ­და­იც­ვა­ლა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქვეყანა, სადაც პეპსი-კოლა 30 წელზე...

პეპსი-კოლას და
ფილიპინელების ამბავი

10 საინტერესო ფაქტი მეორადი ტანსაცმ...

მეორადი ტანსაცმლის
მაღაზია სტოკჰოლმში

რატომ იკრძალება დუბაიში 18:00 საათი...

დუბაის პლაჟები

მოჩვენებათა ქალაქი, რომლის ნახვა აკ...

ქალაქი მოჩვენება

„იაპონური კონდიციონერი“ - ეს ძველი...

სიცხე

მომავლის ციხე დამნაშავეს აიძულებს მ...

მომავლის ციხე

როგორ ვებრძოლოთ ფეხის ოფლიანობას და...

ფეხი

კარადა, აბაზანა თუ მაცივარი - სად დ...

კოსმეტიკა

7 ცნობილი ადამიანი, რომელმაც სმარტფ...

ცნობილი ადამიანები