საკნატუნო ამბები

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშვის უზარმაზარი სკულპტურა უდაბნოში?

fun time

12:35 პარ. 11 ოქტომბერი, 2024 წელი

დედამიწის შვილი

14
დაკოპირებულია

გობის უსასრულო უდაბნოში მძინარე უზარმაზარი ბავშვი არც მისტიფიკაციაა და არც მირაჟი. ის ჩინელი მოქანდაკის მიერ შექმნილი ქანდაკება გახლავთ და „დედამიწის შვილი“ ჰქვია. 

სკულპტურის ავტორია დონგ შუბინგი - ცნობილი ჩინელი არქიტექტორი და ცინგხუას უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც „დედამიწის შვილი“ ქვიშაქვის უზარმაზარი ბლოკებისგან ააგო.

შუბინგმა მაქსიმალური მსგავსების მისაღწევად ახალშობილი ბავშვის სკანირება მოახდინა და 3D პრინტერის გამოყენებით, განსხვავებული ზომის (15 მ. სიგრძე და 4 მ. სიმაღლე) ასლი შექმნა.

ქვის ბავშვს ტრადიციული ჩინური შარვალი "კაიდანკუ" აცვია. ეს არის ნახვრეტიანი შარვალი, რომელიც დედებს საშუალებას აძლევს, ბავშვს საფენი შარვლის გახდის გარეშე გამოუცვალოს ან ქოთანზე დასვას.

ქანდაკების ნაწილები ცალ-ცალკე დაამზადეს და უდაბნოში შეაერთეს.

***

განსუს პროვინცია (ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში), სადაც „დედამიწის შვილი“ დგას, ქვეყნის ერთ-ერთ ღარიბ პროვინციად ითვლება, თუმცა ქანდაკების დადგმის შემდეგ ამ ადგილებში ტურისტების ნაკადი არ წყდება. ხალხი აქ ევროპიდან და აფრიკიდანაც კი ჩადის.

ავტორმა ბავშვის გამოსახულების გამოყენებით სცადა, ადამიანებისთვის გაეხსენებინა, რომ ყველანი დედამიწის შვილები ვართ და არჩევანის წინაშე ვდგავართ - დედამიწა შევინარჩუნოთ ცოცხალი და აყვავებული ან მკვდარ უდაბნოდ გადავაქციოთ.

***

ხელოვნების ექსპერტები ამბობენ, რომ 3D სკანირებისა და CNC ( computer numerical control) გრავირების ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი სკულპტურა ტრადიციული ხელობის რევოლუციურ ტრანსფორმაციას წარმოადგენს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შუბინგმა ამ ნაშრომში „პოსტ-ურბანული სკულპტურის“ კონცეფცია და ურბანული ესთეტიკური მოძრაობა გამოიყენა, რომელიც დროსა და სივრცეს, ტრადიციასა და თანამედროვეობას, ეკოლოგიასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს აერთიანებს.

ვისაც შუბინგის ქმნილება უნახავს, აღნიშნავს, რომ ახლოდან ის მთას ჰგავს, შორიდან კი - წერტილს.


ესეც საინტერესოა:

პერფექციონიზმი ჩინურად - ეს წარმოუდგენელი სანახაობაა!

რატომ დგას ყირიმში ქართველი თავადის ქალის ქანდაკება?

თავისუფლების ქანდაკება - კავშირი კოლხეთთან და სხვა საიდუმლოებები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო კაცი, რომელიც ერთდროულად, 2...

ფელა ანიკულაპო კუტი

რატომ ითრევს ჭაობი ადამიანს?

ჭაობები საქართველოში

რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება