საკნატუნო ამბები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი ნალექი მოდის, ვიდრე სოფლებში

fun time

16:21 შაბ. 19 ოქტომბერი, 2024 წელი

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

14
დაკოპირებულია

ცენტრალური ევროპის დიდი ნაწილი - ავსტრია, ჩეხეთი, პოლონეთი და რუმინეთი - ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს ებრძვის. ოთხივე ქვეყანაში ექსტრემალურ ამინდს 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 000-მდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის საშიშროებაა უნგრეთში, სლოვაკეთსა და გერმანიაშიც. ამგვარად ტეხასის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. 

 

კვლევამ, რომელიც მსოფლიოს ათასზე მეტ ქალაქს მოიცავს, ურბანიზაციით გამოწვეული ნალექების ანომალიები აღმოაჩინა.

კვლევის თანახმად, ქალაქებში და ქალაქების მიმდებარე ტერიტორიებზე 60%-ზე მეტი ნალექი მოდის, ვიდრე სოფლად.

ნალექების ანომალიები კონტინენტისა და კლიმატის მიხედვით მერყეობს. ისინი განსაკუთრებით შესამჩნევი აფრიკის ქალაქებშია, სადაც ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ცივ და მშრალ რეგიონებთან შედარებით, მეტი ანომალია ფიქსირდება თბილი და ნოტიო კლიმატის მქონე ქალაქებში.

ეს კვლევა მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს იმის გაგებაში, თუ როგორ მოქმედებს ურბანული გარემო ნალექის რაოდენობაზე.

კვლევაში ნათქვამია, რომ კლიმატოლოგიაში უნდა მოხდეს ურბანიზაციის ფაქტორების გათვალისწინება, რადგან ამან შეიძლება გააუმჯობესოს ექსტრემალური ნალექის პროგნოზირება.

ესეც დაგაინტერესებთ:

„წვიმის გამყიდველი“ - ვინ იყო კაცი, ვისაც წვიმის გამოწვევა შეეძლო?

დედამიწაზე არსებობს ქვეყანა, სადაც წვიმის დროს სამსახურის გაცდენა შეიძლება

მაუსინრამი - ადგილი, სადაც ყოველდღე წვიმს

წყარო: www.maplecroft.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული