იცით თუ არა

დაიღალეთ მტვრის წმენდით?- გლიცერინი მტვრის არსებობას დაგავიწყებთ

fun time

12:00 ორშ. 28 ივნისი, 2021 წელი

გლიცერინი ავეჯის
გასაწმენდად

14
დაკოპირებულია

გლიცერინი უსუნო და არატოქსიკური სითხეა, ამიტომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ გამოიყენება. თუ გლიცერინს ავეჯის სუფთა ზედაპირს წაუსვამთ, ის თხელი ფენით დაიფარება, რაც მტვრის დაგროვებას ხელს უშლის. 

გლიცერინის ფენა იმდენად თხელია, რომ ლამაზი ელვარების გარდა, ვერაფერს შენიშნავთ. ამასთან, გლიცერინი არ აზიანებს ავეჯის ზედაპირებსა და სარკეებს. მას ძალიან ეფექტიანად იყენებენ მუზეუმებსა და სასტუმროებში დასუფთავების დროს. გლიცერინი მოქმედებს როგორც ავეჯის ლაქი და ხელს უწყობს ოთახის სისუფთავის შენარჩუნებას დიდი ხნის განმავლობაში.

👉ავეჯის გასაწმენდად უმჯობესია სააფთიაქო ან საკვები გლიცერინი გამოიყენოთ. გახსოვდეთ, ავეჯი მტვრისგან კარგად უნდა გაწმინდოთ - ეს ნივთიერება მხოლოდ სუფთა ზედაპირებზე „მუშაობს“.

გლიცერინის რამდენიმე წვეთი ღრუბელზე დააწვეთეთ და საქმეს შეუდექით. გლიცერინიანი ღრუბლით ავეჯის ყველა ნაწილი საგულდაგულოდ გაწმინდეთ და კარგად მიმოიხედეთ - ეს ნივთიერება მხოლოდ ავეჯის კი არა, სარკეებისა და შეღებილი ზედაპირების გასაწმენდადაც გამოიყენება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სად შევინახოთ სახლის გასაღები, რომ...

სად შევინახოთ სახლის
გასაღები

ქვეყანა, სადაც ფანჯრებზე ფარდებს არ...

11 საინტერესო ფაქტი
ნიდერლანდების შესახებ

რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო...

რატომ უნდა ატაროთ
საქორწინო ბეჭედი

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ჩინეთში...

როგორ შევხვდეთ ჩინურ ახალ
წელს

რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვ...

რატომ ატარებენ
სტიუარდესები ყელსახვევს?

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კატა გამოა...

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი
კატა გამოავლინეს

შაქარი თუ ასპირინი? - როგორ გავუხან...

როგორ გავუხანგრძლივოთ
ნაძვის ხეს სიცოცხლე

ირმები, რომლებსაც სანტა კლაუსის ციგ...

ირმები, რომლებსაც სანტა
კლაუსის ციგა მიაქვთ,
მდედრები არიან

რატომ არ ეხვევათ თავბრუ მოციგურავეე...

რატომ არ ეხვევათ თავბრუ
მოციგურავეებს?