იცით თუ არა

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყურები აქვს“?

fun time

15:58 ოთხ. 25 დეკემბერი, 2024 წელი

გამოთქმა „კედლებსაც
ყურები აქვს“

14
დაკოპირებულია

თანამედროვე მსოფლიოში ადამიანების ფარულად მოსმენისა და თვალთვალისთვის სხვადასხვა მოწყობილობა არსებობს. ადამიანები ფარულ კამერებს განსხვავებული მიზეზებიT იყენებენ - მძარცველებისგან ან სხვა ტიპის საფრთხისგან თავის დასაცავად. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ, ძიძა კამერები, რათა აკონტროლოთ თქვენი შვილის მდგომარეობა, როცა სახლიდან  შორს ხართ. 

უახლესი ტექნოლოგიების გამოჩენამდე კი ადამიანებზე თვალთვალი სხვადასხვა, გაცილებით პრიმიტიული საშუალებების დახმარებით ხდებოდა.

მაგალითად, უძველეს დროს, მეფეებისა და დიდებულების ბრძანებით სასახლეებისა და ციხესიმაგრეების კედლებში ფარული ხვრელები გაჰყავდათ, რათა სპეციალური მილების საშუალებით კედლის მიღმა საუბრების მოსმენა შეძლებოდათ.

ინგლისურენოვანი წყაროების თანახმად, ასეთი მოწყობილობები პირველად ძველ საბერძნეთში, დიონისე I-ის (სირაკუზელის) მეფობის დროს გაჩნდა, სხვა წყაროები კი პირველი მოსასმენი „აპარატურის“ გამოჩენას ბიზანტიის მმართველებს უკავშირებენ.

ასეა თუ ისე, გამოთქმა „კედლებსაც ყურები აქვთ“ პირველად ესპანელმა მწერლებმა, 400 წელზე მეტი ხნის წინ გამოიყენეს, მე-17 საუკუნის დასაწყისისთვის კი ის ნებისმიერი ფარული მოსმენის სინონიმად იქცა.

სერვანტესმა გამოთქმას ლიტერატურული ფორმა მისცა. დონ კიხოტის მეორე ნაწილში (თავი 48), რომელიც 1615 წელს გამოქვეყნდა, არის ფრაზა: „არა, ჯობია გავჩუმდე, თორემ კედლებსაც კი ყურები აქვს“.

სხვა ესპანელი ავტორის, დრამატურგ ლოპე დე ვეგას კომედიაში "ვალენსიელი ქვრივი", რომელიც მე -17 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, ვკითხულობთ „კედელო, ყურები შენც გაქვს“. ამ პიესის საბოლოო ვერსია მხოლოდ 1620 წელს გამოიცა. სწორედ ამ დროიდან გაჩნდა ზემოხსენებული გამონათქვამი ინგლისურ ენაზე.

ესეც დაგაინტერესებთ:

როდის და როგორ გაჩნდა გამოთქმა „ყვითელი პრესა“?

საიდან გაჩნდა სიტყვა „ალო“?

გატეხილი სარკე - როგორ გაჩნდა ეს ცრურწმენა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მამაკაცებს ქალებზე ცუდი სმენა აქვთ?...

მამაკაცებს ქალებზე ცუდი
სმენა აქვთ?

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.