იცით თუ არა

საიდან გაჩნდა სიტყვა „ალო“?

fun time

14:00 შაბ. 14 აგვისტო, 2021 წელი

საიდან გაჩნდა სიტყვა
„ალო“?

14
დაკოპირებულია

„გამარჯობა“, „სალამი“ „დილა/დღე/საღამო მშვიდობისა“ - ამ სიტყვებს ტელეფონზე საუბრისას უნივერსალური „ალო“ ცვლის. ნუთუ, მართლა ასეთი უნივერსალურია ეს გამოთქმა?

„ალო“-ს წარმოშობის ისტორია ძლიერ აბურდულია:

  1. ერთი ვერსიით, ყველაფერი XI საუკუნეში ნორმანდიის ჰერცოგის, გიიომ ბასტარდის ინგლისში შეჭრით დაიწყო. ნორმანი მწყემსები თავიანთ საქონელს «Hallo!» შეძახილით უყრიდნენ თავს. აქედან წარმოდგა halloer, რომელიც „ყვირილის გაგრძელებას“ ნიშნავს;

  2. მეორე ვერსიით, „ალოს“ ისტორია ინგლისური hallow-დან იწყება. ასე ინგლისელი მეზღვაურები შემხვედრ გემს ესალმებოდნენ;

  3. თუმცა არის მესამე ვერსიაც: „ალო“ უნგრული ტერმინ hallom-იდან წარმოიშვა, რომელიც ნიშნავს: „მე თქვენ გისმენთ“. ის ტივადორ პუშკაშმა გამოიყენა - მსოფლიოში პირველი სატელეფონო სადგურის გამომგონებელმა და სატელეფონო საინფორმაციო სამსახურ Telefon Hírmondó-ს დამფუძნებელმა.
    როგორც ამბობენ, Telefon Hírmondó-ს გადმოცემებში პუშკაში წარმოთქვამდა «Hallom»-ს, რომელიც შემდეგ hallo-დ გარდაიქმნა.

„ალო“ სხვა ენებში

ნელ-ნელა hallo სხვა ენებშიც გავრცელდა, თუმცა კი ფონეტიკური ნორმების გამო მცირედ სახე იცვალა:

👉ფრანგები იძახიან allô, ვინაიდან მათ ენაში ასო h არ იკითხება;

👉უნგრეთში დარჩა hаllo;

👉კოლუმბიაში ამბობენ aló;

👉ინგლისურში ეს სიტყვა ორნაირად იწერება: hаllo და hullo, მაგრამ ორივე წარმოითქმება როგორც „ალლო“. ქართულში ამ სიტყვას, იგივე ფონეტიკური ნორმების გამო, მხოლოდ ერთი „ლ“ შემორჩა.

ზოგიერთ ქვეყანაში თავიანთი გზით წავიდნენ. მაგალითად:

👉იაპონელები სატელეფონო თანამოსაუბრეს „მოში-მოშით“ ესალმებიან, რაც ნიშნავს „ვლაპარაკობ-ვლაპარაკობ“;

👉ჩინელები ამბობენ „ვეი“(wèi), რაც ნიშნავს „გისმენ“;

👉თითქმის ასე ითარგმნება იტალიური „პრონტო“ (pronto) – „მზად ვარ“, ანუ მზად ვარ, მოგისმინო;

👉ისრაელში „ალოც“ დამკვიდრდა და ადგილობრივი „შალომ“ (shalom);

👉ასევე, მოხდა თურქეთში, სადაც იძახიან „ალო“ და „ეფენდიმ“ (efendim), რაც ჩვენებურ „ბატონოს“ უთანაბრდება.

ასე რომ, მართალია, „ალო“ უნივერსალურ მიმართვად ვერ იქცა, მაგრამ ის მაინც ნებისმიერი თანამოსაუბრისთვის გასაგებია და საუბრისთვის მზადყოფნას ნიშნავს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას თათებზე

რატომ არ უნდა შეეხოთ კატას
თათებზე

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi როუტე...

რისი დადგმა არ შეიძლება Wi-Fi
როუტერთან ახლოს

რატომ არ შეიძლება ზღვის წყლით ხანძრ...

რატომ არ შეიძლება ზღვის
წყლით ხანძრის ჩაქრობა?

რატომ ეშინიათ ძლიერ ზვიგენებს დელფი...

რატომ ეშინიათ ძლიერ
ზვიგენებს დელფინების?

რატომ ყივიან მამლები?

რატომ ყივიან მამლები?

მცენარეული ყველი, რომელიც ცხოველურზ...

მცენარეული ყველი

რატომ არ უნდა გადაყაროთ კაკლის ნაჭუ...

რატომ არ უნდა გადაყაროთ
კაკლის ნაჭუჭი და უღელი?

რა სარგებლობა აქვს სიზარმაცეს ჯანმრ...

სიზარმაცის სარგებელი

რა არის „დუბაის შოკოლადი“ და რატომ...

დუბაის შოკოლადი