იცით თუ არა

როდის და როგორ გაჩნდა გამოთქმა „ყვითელი პრესა“?

fun time

16:31 ორშ. 15 აგვისტო, 2022 წელი

ყვითელი პრესა

14
დაკოპირებულია

გამოთქმა „ყვითელი პრესა“ საუკუნეზე მეტი ხნისაა. ის მე-19 საუკუნეში, აშშ-ში გაჩნდა. მას შემდეგ ყვითელი პრესის სამარცხვინო სახელით მოიხსენიებენ პუბლიკაციებს, რომლებიც საზოგადოების ყურადღების მიქცევას და ტირაჟის გაზრდას სენსაციებით ცდილობენ. 

 

„ყვითელი პრესა“ არავის უყვარს, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მას მკითხველი არასოდეს აკლია. მოგეხსენებათ, რომ ადამიანების უმეტესობას დაუძლეველი სურვილი აქვს, გაიგოს, რა ხდება მეზობლის კარს მიღმა.

ჯოზეფ პულიცერი - აშშ-ს უდიდესი სახელი ბეჭდურ ჟურნალისტიკაში და ყვითელი პრესის „მამა“

ადამიანების ამ თვისებას ძალიან კარგად იცნობდა ჯოზეფ პულიცერი - უნგრული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი და უნიჭიერესი გამომცემელი. ის პირველი იყო, ვინც დაბალი კლასის ცნობისმოყვარეობა გაითვალისწინა და XIX საუკუნის ბოლოს პრესა მასობრივი გახადა.

ამას მიაღწია იმით, რომ გასცდა მაღალი კლასისთვის გამიზნულ საფონდო ბირჟის ამბებს და დაიწყო ჟურნალისტური გამოძიებების, სპორტის და კულტურის სიახლეების, იუმორისტული გვერდების, და სარეკლამო მასალების გამოქვეყნება მყვირალა სათაურებით, რომლებსაც დიდი შრიფტით ბეჭდავდა.

დღეს პულიცერის პრემია აშშ-ს ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა ჟურნალისტიკაში.

რატომ არის პრესაც მაინცდამაინც ყვითელი

1896 წელს პულიცერმა თავის გაზეთში - New York World მხატვარ-გრაფიკოსი რიჩარდ აუტკოტის პირველი კომიქსები გამოქვეყნდა.

ნახატებში ასახული სახალისო ისტორიების გმირს, ნიუ-იორკის ღარიბ უბანში მცხოვრებ ბიჭუნას ჯვალოსგან შეკერილი ტანსაცმელი ეცვა.

ნახატები ცოტა რომ გაეხალისებინა, აუტკოტმა ბიჭუნას ტანსაცმელი ყვითლად გააფერადა. ნახატების გამოქვეყნებისთანავე, გაზეთის ტირაჟი მილიონ ეგზემპლარამდე გაიზარდა.

ყვითელი გამოცემების პირველი კონკურენცია

კონკურენტის წარმატების შემდეგ New York Journal-ის მფლობელმა უილიამ რენდოლფ ჰერსტმა კომიქსების ავტორი რომ გადაებირებინა, უზარმაზარ ჰონორარს დაჰპირდა. პულიცერი იძულებული გახდა აუტკოტის შემცვლელი ეპოვა და ნიუ-იორკის ღარიბი უბნების ისტორიები გაეგრძელებინა.

ორ გაზეთს შორის ხანგრძლივი ომი გაჩაღდა. კონკურენტები ცდილობდნენ ყვითელში ჩაცმული ბიჭუნაზე და ზოგადად, კომიქსების გამოცემაზე საავტორო უფლება მოეპოვებინათ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ორივე გამოცემა ცდილობდა ყვითელში ჩაცმული ბიჭუნას ისტორია კონკურენტზე ადრე გამოექვეყნებინა.

ტერმინი „ყვითელი პრესა“

ერთ-ერთი ვერსიით ამ ტერმინის ავტორი „ნიუ-იორკ პრესის“ ჟურნალისტი ერვინ უორდმანი გახდა, რომელმაც თავის სტატიაში კონკურენტ გაზეთებს „ყვითელი პრესა“ უწოდა.

მეორე და უფრო პროზაული ვერსიით, პრესის „სიყვითლის“ მიზეზი დაბალი ხარისხის ქაღალდია, რომელიც მალე ყვითლდებოდა - სწორედ ასეთ უხარისხო ქაღალდზე იბეჭდებოდა მასისთვის განკუთვნილი იაფფასიანი გაზეთები.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა