იცით თუ არა

გატეხილი სარკე - როგორ გაჩნდა ეს ცრურწმენა?

fun time

12:00 ხუთ. 21 ივლისი, 2022 წელი

რას ნიშნავს სარკის
გაბზარვა

14
დაკოპირებულია

სარკის გაბზარვა-გატეხვასთან დაკავშირებული ცრურწმენა ერთ-ერთი უძველესია და მისი ისტორია 2 ათასწლეულზე მეტს ითვლის. ძველ რომაელებსა და ბერძნებსაც კი სჯეროდათ, რომ ადამიანს თუ სარკე გაუტყდა, იღბალს შვიდი წელი ვერ ეღირსება. ძველ სამყაროში სარკე  მისტიკურ ობიექტად მიაჩნდათ, რომელიც ცოცხალ ადამიანს სულების სამყაროსთან აკავშირებდა. 

ჯერ კიდევ სარკის გამოჩენამდე, ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ ადამიანს წყალში არეკვლა მაგიის წინააღმდეგ დაუცველს ხდის.

რომაელები, რომლებმაც პირველი ბრინჯაოს სარკეები დაამზადეს, ამტკიცებდნენ, რომ მათი დახმარებით ღმერთები ადამიანის ცხოვრებას ისე აკვირდებოდნენ, როგორც ფანჯრიდან. შესაბამისად, ითვლებოდა, რომ სარკე არა მარტო ადამიანის, არამედ უზენაესი ძალების კუთვნილებაცაა და მისმა დაზიანებამ შეიძლება ღმერთები გააბრაზოს.

მე-3 საუკუნიდან სარკეების დამზადება მინისგან დაიწყეს. ცხადია, ასეთი სარკეები,ლითონისგან განსხვავებით, ხშირად ტყდებოდა, თუმცა რომაელებს სწამდათ, რომ უბედურება სამუდამოდ არ შეიძლებოდა გაგრძელდეს, რადგან მათი აზრით, ყოველ შვიდ წელიწადში ადამიანის ფიზიკური და სულიერი განახლება ხდება.

სარკეებთან დაკავშირებული ცრურწმენა წარმოუდგენლად დღეგრძელი აღმოჩნდა და ჩვენს დრომდე მოაღწია. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს ბოლომდე უსარგებლო და სულელური ცრურწმენა არაა, რადგან უბედურების შიში ადამიანებს იმ ეპოქაში ძვირად ღირებულ სარკეებთან ფაქიზ დამოკიდებულებას აიძულებდა.

ცრურწმენის უძველესი მექანიზმი დღემდე ისე მუშაობს, როგორც 2,5 ათასი წლის წინ.

საინტერესო ინფორმაცია 👇

რატომ ფარავენ სარკეებს, როცა სახლში მიცვალებულია?

„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები?

საინტერესო ფაქტები სიზმრის შესახებ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით