10 საინტერესო ფაქტი სიზმრის შესახებ
18:00 ორშ. 25 ოქტომბერი, 2021 წელი
სიზმარს ბევრი ადამიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ასეა ანტიკურ ხანიდან. მაგალითად, რომის იმპერიაში რომელიმე სენატორის სიზმარი შეიძლებოდა, სენატის განხილვის საგანიც გამხდარიყო, როგორც ღმერთისგან გამოგზავნილი მინიშნება. მხედართმთავრებს კი საომარ მოქმედებებში სიზმრის ამხსნელები მუდამ ჰყავდათ გვერდში. ბევრია შემთხვევა, როცა ცნობილმა ხელოვანმა ან მეცნიერმა თავისი დიდი იდეა სწორედ სიზმარში ნახა - მაგალითად, დიმიტრი მენდელეევი და მისი ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა. დღეს ამ უცნაურ მოვლენას - სიზმარს - მეცნიერება სომნოლოგია სწავლობს და კვლევების შედეგად მიღებულ ბევრ საინტერესო შედეგს გვაცნობს...
იცით, რომ 👇
სიზმარში ნანახი მალე გვავიწყდება
სიზმარში ნანახის 90% გაღვიძებიდან ათი წუთის შემდეგ გვავიწყდება.
უსინათლოებიც ხედავენ სიზმრებს
ადამიანები, რომლებსაც ოდესღაც ჰქონდათ და შემდეგ დაკარგეს თვალისჩინი, სიზმარში ხედავენ ვრცელ და ფერად სურათებს. დაბადებიდან უსინათლოები კონკრეტულ სურათებს ვერ ხედავენ, თუმცა მათი სიზმრები სავსეა მელოდიითა და ემოციებით.
სიზმარს ნებისმიერი ადამიანი ხედავს
გამონაკლისია მხოლოდ მძიმე ფსიქიკური დარღვევების მქონე პირი. თუ ადამიანი გიმტკიცებთ, რომ მას არასდროს უნახავს სიზმარი, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გონება სიზმრად ნანახს გამოღვიძებისთანავე, ინსტინქტურად შლის, როგორც ირაციონალურსა და გამოუსადეგარს.
გვესიზმრება მხოლოდ ის ადამიანები, ვინც რეალობაში ერთხელ მაინც გვინახავს
გონებას არ შეუძლია ისეთი პერსონაჟის მოფიქრება, რომელსაც ცხოვრებაში არ შევხვედრივართ. წლების მანძილზე ჩვენ თვალწინ მილიონობით სახეს გაუვლია, ასე რომ, ტვინის იმ ნაწილს, რომელიც პასუხს აგებს სიზმარზე, საკმაო მასალა აქვს დასამუშავებლად.
ადამიანების უმეტესობა ფერად სიზმრებს ხედავს
მე-20 საუკუნის 50-იან წლებამდე ჩატარებული კვლევების თანახმად, ნორმალური მხედველობის მქონე ადამიანთა 12% მხოლოდ შავ-თეთრ სიზმრებს ხედავდა. 60-იანი წლებიდან სიტუაცია შეიცვალა და აღმოჩნდა, რომ შავ-თეთრ სიზმრებს გამოკითხულთა 4,4% ხედავს. ამის მიზეზი კი, მეცნიერთა დასკვნით, ის გახდა, რომ ტელევიზორში ფერადი გამოსახულება შემოვიდა.
სიზმრის სიმბოლიზმი
სიზმრად იშვიათად ვხედავთ ყოველდღიურ ყოფით საგნებს. მაშინაც კი, როცა ასეთი საგნები გვესიზმრება, მათ აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვთ. ასე რომ, სიზმარი ღრმად სიმბოლური ფენომენი და რეალობასთან ჩვენი დამოკიდებულების მნიშვნელოვანი მარკერია.
სიზმარში უარყოფითი ემოციები გვაქვს
ზოგადად, სიზმარში დადებითზე მეტად, უარყოფითი ემოციები გვაქვს - მაგალითად, ყველაზე ხშირად შფოთვას განვიცდით.
ერთ ღამეში რამდენიმე სიზმარს ვხედავთ
ღამის განმავლობაში ადამიანი 4-დან 7-მდე სიუჟეტს ხედავს, იმის მიხედვით, რამდენ ხანს სძინავს. თითო სიზმარი ერთი-ორი საათი გრძელდება.
ქალები და კაცები განსხვავებულ სიზმრებს ხედავენ
მამაკაცის სიზმარში პერსონაჟთა 70% მამაკაცია. ქალის სიზმარში კი მათი რაოდენობა თანაბარია. გარდა ამისა, კაცები საკუთარ სიზმრებში გაცილებით აგრესიულები არიან.
ორგაზმი სიზმარში შესაძლებელია
სიზმარში ადამიანს შეუძლია, არა მარტო სექსით დაკავდეს და სიამოვნება მიიღოს, არამედ განიცადოს ვნებიანი ორგაზმი, თანაც ყოველგვარი აღმგზნები პროცესების გარეშე. უფრო მეტიც, სიზმარში სექსი გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე რეალურად.
📣
საშიშია თუ არა ეროტიკული სიზმრები?
იცით ძილში ნერწყვიანობა? - თქვენ წარმოუდგენლად გაგიმართლათ...
რატომ მცირდება ძილის ხანგრძლივობა ასაკში
ჩაძინების დროს შეხტომა - რა არის მიზეზი?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან