საკნატუნო ამბები

უცნაური კანონები აშშ-ს შტატებსა და ქალაქებში

fun time

14:00 ოთხ. 11 აგვისტო, 2021 წელი

სასაცილო კანონები

14
დაკოპირებულია

იცით, რომ ტეხასის შტატში კანონით არის აკრძალული სხვისი ძროხის მოწველა და მეტიც - ამ ძროხაზე საღებავებით ხატვა. კიდევ უფრო საინტერესო აკრძალვებს წააწყდებით ამერიკის სხვა შტატებისა და ქალაქების კანონმდებლობებში...

ვაშინგტონი 👇

კანონში, რომელიც დანაშაულის შემცირების მიზნით შეიქმნა, წერია:
„მძღოლი, რომელსაც დანაშაულებრივი მიზნები აქვს, ქალაქში შესვლის დროს ვალდებულია, ტელეფონთან გაჩერდეს და ამ მიზნების შესახებ პოლიციის უფროსს შეატყობინოს“.

უოტერბერგი (კონექტიკუტი) 👇

კოსმეტოლოგებს კლიენტთან საუბრის დროს ფურთხება და სტვენა ეკრძალებათ.

სტერლინგი (კოლორადო) 👇

კატებს თავისუფლად სირბილი და ხტუნაობა მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუ უკანა გაბარიტული ნათურები აქვთ დაყენებული.

ჩიკაგო (ილინოისი) 👇

დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ცხოველებმაც ისევე უნდა აგონ პასუხი სასამართლოს წინაშე, როგორც ადამიანებმა. მაღაზიიდან ნივთის მოპარვისთვის მაიმუნმა საპყრობილეში ხუთი დღე გაატარა.

ჯოლეტი (ილინოისი) 👇

მაღაზიაში ერთ ჯერზე ხუთ კაბაზე მეტი თუ მოიზომა, მანდილოსანს ჯარიმა ელის.

კენილვორტი (ილინოისი) 👇

მამალი, რომელიც ყივილს აპირებს, საცხოვრებელ სახლებს 300 ფუტის მანძილზე უნდა დაშორდეს. დედლებისთვის ეს მანძილი 200 მეტრით არის განსაზღვრული.

ნატომა (კანზასი) 👇

დანების სროლაში ვარჯიშის დროს აკრძალულია სამიზნედ მამაკაცის გამოყენება, რომელსაც ზოლიანი კოსტიუმი აცვია.

პორტლენდი 👇

ქუჩაში მიმავალ მამაკაცს ფეხსაცმლის ზონრები შეკრული უნდა ჰქონდეს.

რამფორდი 👇

ბინაში მცხოვრებლებს ეკრძალებათ ბინის მფლობელის კბენა.

კლივლენდი (ოჰაიო) 👇

აკრძალულია თაგვების დაჭერა ნადირობის ლიცენზიის გარეშე.
ქალებს ეკრძალებათ ლაქის ფეხსაცმლის ტარება, ვინაიდან მამაკაცებმა შეიძლება მათში ტრუსის ანარეკლი დაინახონ.

🔰🔰🔰:

აშშ-ში მოქმედი კანონით, დაბადებით შშმ პირს შეუძლია, იჩივლოს იმის გამო, რომ დაიბადა

იაპონიის 10 უცნაურობა

მსოფლიოს ყველაზე უცნაური საგზაო ნიშნები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები

ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც რეალურა...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი