საკნატუნო ამბები

დასახლება დედამიწაზე, სადაც გარდაცვალება კანონით არის აკრძალული

fun time

12:00 სამ. 21 სექტემბერი, 2021 წელი

ლონგირი, ნორვეგიის
პროვინცია

14
დაკოპირებულია

ნორვეგიული პროვინცია ლონგირი ან ლონგიირბიუენი (ნორვ. Longyearbyen) შპიცბერგენის არქიპელაგზე მდებარეობს. ის მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთი დასახლებაა, სადაც ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მათ გარდაცვალება სასტიკად აკრძალული აქვთ. და მაინც, ეს ამბავი მითია თუ რეალობა? 

ამ უცნაურ კანონს წლების განმავლობაში უამრავი მედიასაშუალების სიუჟეტი თუ სტატია მიეძღვნა, BBC-დან დაწყებული The Guardian, The Sun და IFL Science-ით დამთავრებული.

„ლონგირში სიკვდილი აკრძალული არ არის. ასე რომ იყოს, გარდაცვალებისთვის სასჯელიც იარსებებდა,“ - განაცხადა ადგილობრივმა მღვდელმა გამოცემა Mental Floss-თან.

მითი იმის შესახებ, რომ ლონგირში სიკვდილი აკრძალულია, სავარაუდოდ, პირველად 1950 წელს გაჩნდა, როდესაც გაირკვა, რომ გარდაცვლილთა სხეულები მუდმივი ყინვის გამო სასაფლაოზე არ იხრწნებოდა.

ცნობისათვის: ლონგირში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა −6 °C-ია.

ამ ფაქტით შეფიქრიანებულმა ექიმებმა დაასკვნეს, რომ მომაკვდინებელი ვირუსები გარდაცვლილი ადამიანების სხეულში უვნებლად შეინახებოდა და ყინულის დნობის შემთხვევაში მოსახლეობის მასობრივ ინფიცირებას გამოიწვევდა.
ამ დასახლებაში გარდაცვლილების კუბოებით დაკრძალვა მართლაც აკრძალულია, თუმცა, ურნების გამოყენება შესაძლებელია.

1998 წელს ადგილობრივ სასაფლაოზე ჩატარებული გათხრების შედეგად, მეცნიერებმა 1918 წელს ესპანური გრიპით გარდაცვლილი ადამიანის სხეულში ვირუსის კვალი აღმოაჩინეს, მაგრამ, მათივე განმარტებით, ვირუსი არააქტიურია და არც ლონგიარბინის მცხოვრებლებისთვის და არც სხვებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

კიდევ ერთი მიზეზი, რომელმაც გარდაცვალების აკრძალვასთან დაკავშირებული მითის გაჩენას ხელი შეუწყო: დასახლებაში სამედიცინო დაწესებულებები არ არსებობს. ლონგარბიენში მხოლოდ ერთი პატარა საავადმყოფოა, რომელსაც სერიოზული სამედიცინო შემთხვევებისთვის სამკურნალო აღჭურვილობა არ გააჩნია. შესაბამისად, ლონგარბიენში არ ცხოვრობენ ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებენ. სერიოზული დაზიანებების ან დაავადებების მქონე ადამიანები კი დასახლების გარეთ მდებარე საავადმყოფოებში გადაჰყავთ.

🔰:

ქალაქი აუროვილი - აქ არ დადის მანქანები და არ არსებობს პოლიტიკა

მიწისქვეშა ქალაქი, სადაც 2 000 ოქროს მაძიებელი ცხოვრობს

10 ქალაქი, სადაც არასდროს უნდა ჩახვიდეთ!

ლამაზი სოფელი ინგლისში, სადაც ყველა სახლი დახრილია


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკ...

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს

რატომ არის თვალის მწვანე ფერი იშვია...

რატომ არის თვალის მწვანე
ფერი იშვიათი?

მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი, რ...

გოტჰარდის გვირაბები

ფრინველი, რომელსაც ყველაზე ძვირად ღ...

ყველაზე ძვირფასი ბუმბული

სადაურია ინდაური? — ფრინველი, რომელ...

სადაურია ინდაური?