საკნატუნო ამბები

ლავენჰემი - დახრილი სახლების სოფელი ინგლისში

fun time

12:00 სამ. 31 აგვისტო, 2021 წელი

ლავენჰემი - დახრილი
სახლების სოფელი

14
დაკოპირებულია

რა თქმა უნდა, სახელწოდება „დახრილი სახლების სოფელი“ გადატანითი მნიშვნელობისაა, თუმცა დიდ ბრიტანეთში მდებარე უცნაური დასახლების არქიტექტურულ სტილს მშვენივრად ასახავს.

 

ლავენჰემს (Lavenham) ძალიან საინტერესო ისტორია აქვს.

შუა საუკუნეებში, ის ნისლიანი ალბიონის ყველაზე მდიდარი ქალაქი იყო, სადაც საუკეთესო ქსოვილებს აწარმოებდნენ. ქსოვილების შესაძენად ლავენჰემში ვაჭრები მთელი ინგლისიდან ჩადიოდნენ.

ამ ქალაქიდან ხაზინაში შესული გადასახადები მნიშვნელოვნად აღემატებოდა ისეთი დიდი ქალაქების გადახდილ სახაზინო თანხებს, როგორებიც იყო იორკი და ლივერპული.

ლავენჰემს საცხოვრებლად უამრავი ხალხი მიაწყდა და დაიწყო სახლების სახელდახელოდ შენება. ნაჩქარევად ნაკეთებ საქმეს ყოველთვის თავისი შედეგები მოჰყვება - საშენ მასალად ხშირად ნესტიან ფიცრებს იყენებდნენ, ამიტომ დროთა განმავლობაში, შენობების უმეტესობა გვერდზე დაიხარა.

მოგვიანებით, ქალაქი გაკოტრდა და ჩვეულებრივ პროვინციულ სოფლად გადაიქცა, რომლის მოსახლეობას დახრილი სახლების შეკეთების არც საშუალება და ახლა უკვე, როგორც ჩანს, აღარც სურვილი აქვს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გაჩნდა დაბადების დღის აღნიშვნ...

როგორ გაჩნდა დაბადების
დღის აღნიშვნის ტრადიცია

გაგიმარჯოს! — როგორ გაჩნდა ჭიქების...

როგორ გაჩნდა ჭიქების
მიჭახუნების ტრადიცია

ვინ იყო კაცი, რომელიც ერთდროულად, 2...

ფელა ანიკულაპო კუტი

რატომ ითრევს ჭაობი ადამიანს?

ჭაობები საქართველოში

რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში