იცით თუ არა

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და ატლანტის ოკეანეების წყლები?

fun time

18:54 ორშ. 29 აპრილი, 2024 წელი

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

14
დაკოპირებულია

ჩვენი პლანეტის 70%-ზე მეტი ოკეანეს უკავია, სწორედ ამ შთამბეჭდავი მასშტაბებიდან გამომდინარე, მისი დიდი ნაწილი ადამიანისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი და საიდუმლოებით მოცულია. სწორედ ზღვებსა და ოკეანეების წყლებში შეიძლება შენიშნოთ ეს საინტერესო მოვლენა - როცა ორი სხვადასხვა ფერის წყალი ერთმანეთს არასოდეს ერევა. 

 

***

თქვენ წინაშეა ფოტო, რომელზეც წყნარი და ატლანტის ოკეანეების შეხვედრის ადგილია აღბეჭდილი. რატომ არ ერევა მათი წყლები?

ჰიდროლოგები ამას წყლის სხვადასხვა შემადგენლობით ხსნიან. ორ სხვადასხვა ოკეანეს განსხვავებული სიმკვრივის, ტემპერატურის და მარილიანობის წყალი აქვს, ამიტომ ერთმანეთს ვერ ერევა. ამ მოვლენას სამეცნიერო სახელი აქვს და ჰალოკლინი ეწოდება.

ჰალოკლინი არის საზღვარი წყლის ნაკადებს შორის, რომლებსაც განსხვავებული მარილის შემცველობა აქვთ. წყლის მარილიანობა პრომილებით იზომება (პრომილე - მთელის მეათასედი ნაწილი). წყნარ ოკეანეში 1 ლიტრ წყალში მარილის შემცველობა 34,9 პროცენტია, ხოლო ატლანტის ოკეანეში - 35,4 პროცენტი. მხოლოდ ეს განსხვავებაც საკმარისია, რომ ამ ოკეანეების წყლები ერთმანეთს არასოდეს შეერიონ.

***

ასეთივე შთამბეჭდავია ჰალოკლინის ეფექტი დანიის საკურორტო ქალაქ სკაგენის სანაპიროსთან. ამ ადგილზე ერთმანეთს ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვები ხვდებიან. ზღვის წყლებს სხვადასხვა სიმკვრივე და შესაბამისად, მარილის სხვადასხვა შემადგენლობა აქვთ. „საზღვაო საზღვარი“ნაპირიდან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

ქალაქი სკაგენი დანიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მე-18 საუკუნის შუა ხანებში აშენებული პატარა ეკლესიის გარდა, ქალაქში სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს ვერ ნახავთ, მაგრამ აქ მოხვედრას უამრავი ტურისტი ერთადერთი მიზნით ცდილობს - საკუთარი თვალით ნახონ ორი ზღვის შეხვედრა.

***

ეს ფოტო კი გადაღებულია გიბრალტარის სრუტეში, ხმელთაშუა ზღვისა და ატლანტის ოკეანის შეხვედრის ადგილას.

განსხვავებული ტემპერატურისა და შემადგენლობის გამო, ამ წყლებსაც არ უწერიათ ერთმანეთთან შერევა.

ესეც საინტერესოა:

დედამიწაზე შეიძლება ახალი ოკეანე წარმოიქმნას, რომელიც აფრიკის ნაწილს „ჩაყლაპავს“

გერმანიაში შექმენს რობოტი-მედუზა ოკეანეების გასაწმენდად

ზღვის ბოშები - როგორია ცხოვრება ტალღებზე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ოკეანეებში წყლის დინება აჩქარდა - ყ...

ოკეანეებში წყლის დინება
აჩქარდა

რატომ პასუხობენ ადამიანები კითხვას...

რატომ პასუხობენ
ადამიანები კითხვას
კითხვით?

დაკონსერვებული თევზის სასარგებლო თვ...

სასარგებლოა თუ არა თევზის
კონსერვი?

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყუ...

გამოთქმა „კედლებსაც
ყურები აქვს“

ახალი კვლევა - ქორწინების ხანგრძლივ...

ქორწინების ხანგრძლივობა

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში

როგორ გამოიყურებოდა სანტა კლაუსის პ...

სანტა კლაუსის პროტოტიპი

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?

თუთიყუშის ლაპარაკი

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი