საკნატუნო ამბები

ყვითელი ნისლი - როგორ შეცვალა „დიდმა სმოგმა“ ბრიტანეთი

fun time

16:49 კვი. 15 სექტემბერი

ლონდონის დიდი სმოგი

14
დაკოპირებულია

დიდი ბრიტანეთი და ნისლი განუყოფელი ცნებებია, თუმცა 1952 წლის დეკემბერში ლონდონი მომაკვდინებელ, ყვითელ ნისლში ჩაიძირა, რომელმაც 12 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა! ეს ფაქტი ისტორიაში ლონდონის „დიდი სმოგის“ სახელით შევიდა.

1952 წელს ბრიტანეთში ზამთარი ძალიან ადრე დაიწყო. უკვე ნოემბერში ძლიერი ყინვები იყო, რასაც თოვლი ახლდა. ეს ის პერიოდია, როცა ომის შემდეგ განადგურებული აქტიურად შენდებოდა, ფაბრიკა-ქარხნები გუგუნებდნენ, ლონდონის ჰაერი კვამლით ივსებოდა. სწორედ ამ პერიოდში ლონდონში ტრამვაი დიზელის ძრავის ავტობუსებმა შეცვალა, რამაც ჰაერი კიდევ უფრო დააბინძურა.

ძლიერი ყინვების გამო ნახშირის ელექტროსადგურები სრული დატვირთვით მუშაობდნენ, ასობით ათასი ბუხრიდან კვამლი ამოდიოდა. სახლების გასათბობად ლონდონელებს ნახშირი არ ენანებოდათ და წარმოდგენა არ ჰქონდათ, ეს რას გამოიწვევდა.

ინგლისი ნახშირს საკუთარ ტერიტორიაზე მოიპოვებდა, თუმცა ომის შემდგომი კრიზისის პირობებში, ის ექსპორტზე გადიოდა. "საშინაო მოხმარებისთვის" ქვეყანაში გოგირდის მინარევებით სავსე, იაფი ნახშირი რჩებოდა, რომელიც წვის დროს საშინლად სქელი და მავნე კვამლი წარმოიქმნებოდა.

იმ დროს გარემოსდაცვითი მოძრაობა ჩანასახში იყო, ამიტომ მასშტაბური კატასტროფის შესაძლებლობის არავის სჯეროდა, მაგრამ უბედურება ყოველთვის გაუფრთხილებლად მოდის.

***

1952 წლის 4 დეკემბერს ლონდონი ანტიციკლონის მოქმედების ზონაში მოხვდა, რამაც ე.წ. ტემპერატურის ანომალიური ცვლილება გამოიწვია. შედეგად, ინგლისის დედაქალაქში ცივი ნისლი დაეშვა, რომელსაც გაფანტვის საშუალება არ ჰქონდა. ამ ნისლის შიგნით ყველა ის გამონაბოლქვი აირი დაგროვდა, რომელზეც ზემოთ ვწერდით.

ლონდონელებს ნისლით ვერავინ გააოცებს, მაგრამ ასეთი უცნაური ფენომენი არასოდეს უნახავთ. დაბინძურებულ ნისლს მოყვითალო-შავი ფერი ჰქონდა, რის გამოც „ბარდის წვნიანი“ შეარქვეს.

ლონდონელების საუბედუროდ, 1952 წლის 5-დან 9 დეკემბრამდე ქალაქში არა თუ ქარს, სიოსაც კი არ დაუბერავს, ამიტომ ჰაერში მავნე მინარევების შემცველობა იზრდებოდა და საშიში სმოგი სულ უფრო მომაკვდინებელი ხდებოდა.

ხილვადობა იმდენად დაბალი იყო, რომ ქალაქის მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება გადაწყვიტა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქუჩაში მყოფი ადამიანები საკუთარ ფეხებსაც კი ვერ ხედავდნენ, ხოლო გარეუბნებიდან უფრო და უფრო ხშირად მოდიოდა ცნობები ცხოველების გაგუდვის შესახებ.

სასწრაფო დახმარების მანქანები პაციენტებამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ, ამიტომ სასწრაფო დახმარების სამსახურიც კი იძულებული გახდა მუშაობა შეეწყვიტა. კინოთეატრებში სპექტაკლები შეწყდა - მაყურებელი ვერც სცენას ხედავდა და ვერც ეკრანს.

ლონდონელებმა თავს დამტყდარი განსაცდელი ინგლისური სიმშვიდით მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ სასაფლაოებთან რიგები იდგა და დაკრძალვის სამსახური შეკვეთებს ვეღარ აუდიოდა, მაგრამ როდესაც კვამლი გაიფანტა, გაჩნდა კითხვა - რა მოხდა?

***

ინგლისის პარლამენტმა ლონდონის სმოგის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სმოგის მსხვერპლი 4000-მდე ადამიანი გახდა. სიკვდილის მთავარ მიზეზად სუნთქვის პრობლემები დასახელდა. სმოგის დღეებში ჰაერის ნაკლებობას ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანებიც კი უჩიოდნენ და რა გასაკვირია, რომ მოხუცებისთვის, ავადმყოფებისთვის და ჩვილი ბავშვებისთვის დიდი სმოგი მომაკვდინებელი აღმოჩნდა.

მოგვიანებით, დიდი სმოგით გამოწვეული რესპირატორული დაავადებები 100 000 ადამიანში აღმოაჩინეს. შემდგომ თვეებში მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 12000-მდე გაიზარდა.

***

ექსპერტების აზრით, უბედურების მთავარი გამომწვევი ლონდონის საკვამურებიდან ამომავალი მომწამვლელი გოგირდის დიოქსიდი გახდა.

1956 წელს ინგლისმა მიიღო კანონი სუფთა ჰაერის შესახებ, რომელმაც ლონდონში ბუხრების ანთება და ნახშირის მოხმარება აკრძალა. ბრიტანული ელექტროსადგურები სასწრაფოდ სხვა ტიპის საწვავზე გადავიდნენ.

ბრიტანული ქვანახშირის ინდუსტრია საბოლოოდ პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა დაასრულა.

ესეც დაგაინტერესებთ:

რა განსხვავებაა დასახელებებში: დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო

ვინ იყო ქართველი თავადის ქალი, ვინც ლონდონელებს საცივის კეთება ასწავლა?

რატომ დასაჯეს ინგლისელებმა ცილინდრის გამომგონებელი?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ცოლ-ქმარი 12-ჯერ დაქორწინდა და განქ...

ქორწინება თაღლითური
მიზნისთვის

დიდი უიღბლობის ამბავი - მამაკაცი 20...

დიდი უიღბლობის ამბავი

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი