იცით თუ არა

რა განსხვავებაა დასახელებებში: დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო

fun time

12:00 სამ. 28 სექტემბერი, 2021 წელი

რა განსხვავებაა დიდ
ბრიტანეთს, ინგლისს და
გაერთიანებულ სამეფოს
შორის

14
დაკოპირებულია

ხშირად ადამიანებს გეოგრაფიული მდებარეობის დასახელება: ბრიტანეთი, ინგლისი და გაერთიანებული სამეფო სინონიმები ჰგონიათ, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. 

იმისათვის, რომ ამ სახელებს შორის განსხვავება დავინახოთ, უნდა გაარკვიოთ კიდევ ერთი გეოგრაფიული დასახელების - ბრიტანეთის კუნძულების მნიშვნელობა.

ბრიტანეთის კუნძულების არქიპელაგი არის კუნძულების ჯგუფი, რომელიც ევროპის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და ორი დიდი კუნძულისა და 6000-ზე მეტი პატარა კუნძულისგან შედგება. ბრიტანეთის კუნძულებზე მდებარეობს ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ირლანდია და ჩრდილოეთი ირლანდია.

რა არის დიდი ბრიტანეთი?


დიდი ბრიტანეთი არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია, რომელიც ინგლისს, შოტლანდიას და უელსს მოიცავს. არსებითად, დიდი ბრიტანეთი გეოგრაფიული დასახელებაა.

რა არის ინგლისი?


ინგლისი, როგორც ზემოთ აღინიშნა, დიდი ბრიტანეთის ნაწილია, დიდი ბრიტანეთის გული, რომელიც ყველაზე დიდ ფართობს იკავებს და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობა ჰყავს. ინგლისში დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 80% ცხოვრობს. სწორედ ინგლისის ტერიტორიაზე გაჩნდა ინგლისური ენა, ანგლიკანური ეკლესია და მსოფლიოში ცნობილი ინგლისური ეტიკეტის წესები.

რა არის გაერთიანებული სამეფო?


გაერთიანებული სამეფო მოიცავს დიდ ბრიტანეთს (ინგლისი, შოტლანდია, უელსი) და ჩრდილოეთ ირლანდიას. სახელწოდება „დიდი ბრიტანეთისგან“ განსხვავებით, გაერთიანებული სამეფო წმინდა პოლიტიკური ტერმინია, რომელიც ქვეყანას აღნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სახელწოდება დიდი ბრიტანეთი ქვეყნის აღმნიშვნელად გამოიყენება (მაგალითად, რუსეთში), თუმცა სრული ოფიციალური ფორმაა „დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო“.

ასე რომ, განსხვავება დიდ ბრიტანეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მდგომარეობს იმაში, რომ გაერთიანებული სამეფო ჩრდილოეთ ირლანდიას მოიცავს, ხოლო დიდი ბრიტანეთი - არა.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა რეგიონს შორის ღრმა უთანხმოება არსებობს. იმდენად ღრმა, რომ 2014 წელს შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობის 44,7% ხმა დამოუკიდებლობას მისცა, 55,3% წინააღმდეგი აღმოჩნდა.

🔰:

დედოფალ ელისაბედ II-ს და პრინც ფილიპეს სიყვარულის ისტორია

რა დევს დედოფლის ჩანთაში? - ელისაბედ II და მისი საიდუმლო


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა...

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის
ჯოხს პატარა ხვრელი