საკნატუნო ამბები

რა დევს დედოფლის ჩანთაში? - ელისაბედ II და მისი საიდუმლო

fun time

14:00 სამ. 3 აგვისტო, 2021 წელი

ელისაბედ მეორე და Launer-ის
ჩანთა

14
დაკოპირებულია

მიმდინარე წლის 21 აპრილს ელისაბედ მეორემ თავისი 94-ე დაბადების დღე აღნიშნა. ცხოვრების განმავლობაში დედოფალი თავისი Launer-ის ჩანთის გარეშე არსად გამოჩენილა; მაგრამ, რატომ დადის ელისაბედ მეორე ხელჩანთით საკუთარ სასახლეშიც? - ეს კითხვები ეკრანებზე „ნეტფლიქსის“ ისტორიული სერიალის „გვირგვინის“ გამოსვლის შემდეგ ბევრ ადამიანს გაუჩნდა.  

ტრაპეციის ფორმის, ხბოს ტყავისგან დამზადებული ჩანთის ზომაა 23x20x10 და, დაახლოებით, 2,350 დოლარი ღირს.

მწერალი და სამეფო ექსპერტი ფილ დამპიერი, რომელიც ავტორია წიგნისა „რა ინახება ელისაბედის ჩანთაში“, ფიქრობს, რომ დედოფალს Launer-ის 200-ზე მეტი ჩანთა აქვს.

დამპიერის ვერსიას Launer–ის აღმასრულებელი დირექტორი ჯერალდ ბოდმერი არ ეთანხმება: „დედოფალს ამდენი ჩანთა არ აქვს, მაგრამ რაც აქვს, ყველა შესანიშნავი ხარისხისაა. ბოლო დროს მე ისინი კიდევ უფრო მსუბუქი და კომფორტული გავხადე“ - ამბობს ბოდმერი.

პირველადი მოთხოვნილების ნივთები

თავად დამპიერს, სამეფო ხელჩანთაში არასოდეს ჩაუხედავს, მაგრამ ბუკინგემის სასახლიდან მისი საიმედო წყაროები ირწმუნებიან, რომ დედოფალი, რიგითი მოკვდავების მსგავსად, გასაღებს, საფულეს და ტელეფონს არ ატარებს. ეს ნივთები, უბრალოდ, არ სჭირდება.

მაინც რომელ საგნებს არ იცილებს დედოფალი გვერდიდან?

1. ლითონის პატარა კოსმეტიკური ჩანთა, რომელიც პრინცმა ფილიპემ დედოფალს ქორწილის დღეს აჩუქა.

2. პომადა და სარკე - დედოფალი ყოველთვის უზადოდ უნდა გამოიყურებოდეს. “ელისაბედს ჩვევად აქვს, რომ

ლანჩის ან ვახშმის შემდეგ ჩანთა გახსნას, პომადა ამოიღოს და წაისვას“ - წერს ექსპერტი.

3. კალამი, რათა საჭირო დროს საჭირო საბუთზე ხელი მოაწეროს.

4. სათვალე, იმ შემთხვევისთვის, როცა რაღაცის წაკითხვა სურს.

5. ტკბილეული.

6. კროსვორდი, რათა საჭიროების შემთხვევაში თავი შეიქციოს.

7. პიტნის კანფეტები, სიტყვით გამოსვლის წინ ყელის გასაწმენდად.

8. ცხვირსახოცი.

9. საოჯახო ფოტოები.

10. დასაკეცი დანა (უცნობია, რაში სჭირდება)

11. პატარა ფოტოაპარატი.

12. და ყველაზე უცნაური ნივთი - S ფორმის ლითონის კავი იმისთვის, რომ ჩანთა, იატაკზე დადების ნაცვლად, მაგიდაზე ჩამოკიდოს.

ხელჩანთის ფარული მნიშვნელობა

დიახ, ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, საჭირო და სასარგებლო ნივთებია, მაგრამ მაინც უპასუხოდ რჩება კითხვა - რა საჭიროა სასახლეში ან სასახლის ეზოში ჩანთის ტარება?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, მაგრამ არსებობს რამდენიმე ვერსია:

ა) დავიწყოთ იმით, რომ ბუკინგემის სასახლე კონსტრუქციების მთელი კომპლექსია, რომელიც 775 ოთახს მოიცავს. წარმოიდგინეთ, რომ დედოფალმა დასვენება და წიგნის წაკითხვა გადაწყვიტა, მაგრამ სათვალე ორი სართულით მაღლა დარჩა. რა თქმა უნდა, მის მოსატანად მსახურების გაგზავნა შესაძლებელია, მაგრამ ასე ხომ დრო იკარგება.

ბ) დამპიერი ირწმუნება, რომ დედოფალი აქსესუარს ქვეშევრდომებისთვის „საიდუმლო მინიშნების“ მისაცემად იყენებს. მაგალითად: თუ მან სადილის დროს ჩანთა მაგიდაზე დადო, ეს ნიშნავს, რომ სადილი დროულად უნდა დასრულდეს; თუ ჩანთა იატაკზეა, ეს ნიშნავს, რომ თანამოსაუბრემ დედოფალს თავი მოაბეზრა და რომელიმე მოახლემ უნდა იხსნას.

ამაზე Launer–ის აღმასრულებელ დირექტორს ჯერალდ ბოდმერს განსხვავებული აზრი აქვს. მისი ვერსიით, დედოფალი იმდენად მიეჩვია თავის ხელჩანთას, რომ ამ აქსესუარის გარეშე დისკომფორტს გრძნობს.

ის კი ფაქტია, რომ სერიალში ელიზაბეტ II-ის როლის შემსრულებელი ბოდმერის ბიზნესს ძალიან წაადგა - მას შემდეგ, რაც „გვირგვინის“ წინა სეზონი 70 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, კომპანიის ვებგვერდზე მყიდველთა რიცხვი შესამჩნევად გაიზარდა.

ასეა თუ ისე, კითხვებზე სრულყოფილი პასუხის გაცემა მხოლოდ მის უდიდებულესობას შეუძლია, თუმცა იმაში, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ათწლეულებია, მსოფლიოში სტილის სიმბოლოა, ეჭვი არავის შეაქვს.

🔰🔰🔰:

„ის ჩემი მთავარი საყრდენი იყო“ - ელისაბედ II-ს და პრინც ფილიპეს სიყვარულის ისტორია

წყარო: www.independent.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში