საკნატუნო ამბები

სპეცკაფსულა ჩერჩილისთვის - როგორ იცავდნენ ბრიტანელები პრემიერის სიცოცხლეს?

fun time

12:00 ოთხ. 2 მარტი, 2022 წელი

სერ უინსტონ ლეონარდ
სპენსერ ჩერჩილი

14
დაკოპირებულია

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსი, ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი თავის ქვეყანას 1940-1945 და 1951-1955 წლებში მართავდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებთან შეხვედრებზე უინსტონ ჩერჩილს თვითმფრინავით ხშირი ფრენები უწევდა.

იმ დროს გერმანული ავიაგამანადგურებლების თავდასხმისგან გადარჩენის საუკეთესო საშუალება მაქსიმალურად მაღალ სიმაღლეზე ფრენა იყო, რომ არა ერთი პრობლემა - იმდროინდელი თვითმფრინავის სალონები ჰერმეტული არ გახლდათ. ექიმები შიშობდნენ, რომ 67 წლის, ინფარქტგადატანილი ადამიანისთვის წნევის მკვეთრი ცვალებადობა ცუდად დამთავრდებოდა.

ბრიტანელებმა გამოსავლის ძიებაში დიდხანს იმტვრიეს თავი და ბოლოს ჩერჩილის პერსონალურ თვითმფრინავში ჰერმეტული კაფსულა დაამონტაჟეს.

ტელეფონით, სიგარეტის კვამლის გამწოვითა და გამანათებელი მოწყობილობით აღჭურვილ კაფსულაში წნევა ისეთი იყო, როგორიც 1550 მეტრის სიმაღლეზეა. სწორედ ამ კაფსულით იფრინა ჩერჩილმა მთელი ომის განმავლობაში და მისი დამთავრების შემდეგაც.

ცნობისთვის, თანამედროვე თვითმფრინავებში უარესი პირობებია, რადგან მათში წნევა ისეთივეა, როგორიც 2550 მეტრის სიმაღლეზე.

⭕⭕⭕

რა განსხვავებაა დასახელებებში: დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო

რატომ არ სურდა უინსტონ ჩერჩილს ელისაბედ მეორეს სამეფო ტახტზე ასვლა?

რა დევს ბრიტანეთის დედოფლის ჩანთაში?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით