ურთიერთობა

რატომ არ სურდა უინსტონ ჩერჩილს ელისაბედ მეორეს სამეფო ტახტზე ასვლა?

fun time

16:10 ორშ. 18 ოქტომბერი, 2021 წელი

უინსტონ ჩერჩილი და
ელისაბედ მეორე

14
დაკოპირებულია

1953 წელს, როდესაც 25 წლის ელისაბედ მეორე ბრიტანეთის დედოფალი გახდა, ორი შვილის - პრინცი ჩარლზის და პრინცესა ანას დედა იყო. 

ახალგაზრდა ქალი დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა: ბუკინგემის სასახლის ცხოვრების რიტმს უნდა მორგებოდა და რაც მთავარია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისთვის დაემტკიცებინა, რომ შეეძლო თავისი მისია ღირსეულად შეესრულებინა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და დედოფალს შორის დაძაბული ურთიერთობის ამბავი, რასაც ისტორიკოსებიც ადასტურებენ, სერიალი „გვირგვინი“ მესამე სეზონის სიუჟეტშიც აისახა.

„უინსტონ ჩერჩილი ელისაბედ მეორესთან მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ მსჯელობდა, როდესაც წამოიძახა: ის ხომ უბრალოდ ბავშვია. ამ დროს ელისაბედი ოცდახუთი წლის იყო და ორი შვილი ჰყავდა, მაგრამ ჩერჩილის თვალში მაინც ბავშვი გახლდათ,“ - ამის შესახებ პროფესორმა კეიტ უილიამსმა Channel 5-ის დოკუმენტურ ფილმში „ელისაბედ I და ელისაბედ II - დიდი ბრიტანეთის ოქროს დედოფლები“ განაცხადა.

ისტორიკოსი ტრეისი ბორმანი იმავე დოკუმენტურ ფილმში ადასტურებს, რომ ჩერჩილს ელისაბედ მეორეს გამოუცდელობა აშინებდა:
„ოფიციალურ პირებს ეშინოდათ, რომ დედოფალი მეტისმეტად გულუბრყვილო იყო და ქვეყნის მართვის შესახებ არაფერი იცოდა“.

სერიალ „გვირგვინის“ პირველ ეპიზოდებში ყურადღება გამახვილებულია დედოფალ ელისაბედ I-ის და დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობას შორის მსგავსებაზე. კერძოდ, ორივე დედოფალი ქვეშევრდომებთან ურთიერთობას სეირნობის დროს ამყარებდნენ. „ახლა ეს მთელი სამეფო ოჯახის თვისება გახლავთ. დედოფალი და მისი ოჯახის წევრები გამოდიან ჩვეულებრივ ადამიანებთან და ესაუბრებიან. ამაში გულწრფელი გზავნილი იკითხება - შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ, მე ვზრუნავ შენზე,“ - ამბობს ისტორიკოსი რობერტ ლეისი.

ისტორიკოსი ლეისი იმასაც აღნიშნავს, რომ დედოფალმა ელისაბედ II-მ მალევე მოიპოვა თავისი პირველი პრემიერის - ჩერჩილის ნდობა და სიყვარული. დედოფლის მმართველობის დროს 12 პრემიერი გამოიცვალა და ყველასთან ასეთი დამოკიდებულება გაგრძელდა.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ისტორიას თავს ბევრი რამით დაამახსოვრებს. არაერთ მიღწევასთან ერთად, მონარქი იმითაც არის გამორჩეული, რომ, გარდა სამეფო ტიტულებისა, გინესის 7 მსოფლიო რეკორდის მფლობელია:

  1. ინგლისის ყველაზე ასაკოვანი დედოფალი (გარდაიცვალა 96 წლის ასაკში, 2022 წლის 8 სექტემბერს);
  2. ყველაზე ხანგრძლივი დედოფლობა (1952 წლის 6 თებერვლიდან გარდაცვალებამდე);
  3. ყველაზე ასაკოვანი მოქმედი მონარქი;
  4. ყველაზე ხანგრძლივი მმართველობა მოქმედ მონარქთა შორის;
  5. ერთდროულად ყველაზე მეტი ქვეყნის პირველი პირი (ელისაბედ II იყო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური; ასევე იყო თანამეგობრობის 14 სახელმწიფოს მეთაური (ავსტრალია, ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამის კუნძულები, ბელიზი, გრენადა, კანადა, ახალი ზელანდია, პაპუა-ახალი გვინეა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სოლომონის კუნძულები, ტუვალუ, იამაიკა);
  6. ყველაზე მეტი ფულის ერთეულზე გამოსახული ადამიანი;
  7. ყველაზე მდიდარი დედოფალი.

🔰:

ელისაბედ II და პრინცი ფილიპე - სიყვარულის ისტორია

რატომ არ ჩნდება პრინცესა ანა ელისამედ მეორის გვერდით

დღეგრძელობის საიდუმლო - რა პროდუქტები არ არის დედოფლის მენიუში?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად