საკნატუნო ამბები

დედოფლის ერთადერთი ქალიშვილი - რატომ არ ჩნდება პრინცესა ანა ელისაბედ მეორის გვერდით?

fun time

14:00 ხუთ. 7 ოქტომბერი, 2021 წელი

პრინცესა ანა, დედოფლის
ერთადერთი ქალიშვილი

14
დაკოპირებულია

71 წლის პრინცესა ანა ელისაბედ მეორისა და პრინცი ფილიპეს ერთადერთი ქალიშვილია. ის სამეფო ოჯახის წევრის ყველა მოვალეობას ასრულებს, მაგრამ საზოგადოებაში თავისი უხეში გამონათქვამებით უფრო ცნობილია, ვიდრე სიკეთით და ქველმოქმედებით. ბრიტანელებმა პრინცესა ანას ამ თვისების შესახებ იციან და ცდილობენ, მიუტევონ, მაგრამ ზოგჯერ გაუგებრობებიც ხდება...

სხეულის ენის ექსპერტმა ჯუდი ჯეიმსმა პრინცესას მოძრაობების შესწავლის შედეგად დაასკვნა, რომ პრინც ფილიპეს შვილებიდან ყველაზე მეტად ანა ჰგავს.

„ენერგიული, პრინციპული, შრომისმოყვარე, პრაქტიკული, გონებაგახსნილი ადამიანია, რომლის დანახვისთანავე, გაცნობის სურვილი გიჩნდება, მაგრამ ეს თვისებები არა ანას დედისთვის, არამედ მამისთვისაა დამახასიათებელი. დედოფლის ყველა შვილიდან პრინცესა ანა მამას, პრინც ფილიპს ყველაზე მეტად ჰგავს“, - ამბობს ჯეიმსი.

„ის ჩემი მთავარი საყრდენი იყო“ - ელისაბედ II-ს და პრინც ფილიპეს სიყვარულის ისტორია

მამასთან მსგავსების მიუხედავად, ექსპერტი ფიქრობს, რომ პრინცესა ანას დედასთანაც ბევრი რამ აერთიანებს.

„დედოფალი და პრინცესა ანა შრომისმოყვარე და ძლიერი ადამიანები არიან. ისინი არასოდეს ავლენენ ისეთ ემოციებს, როგორიცაა შფოთვა ან საკუთარ თავში დაეჭვება, - ასკვნის ჯუდი. - ჩარლზი და ანა ძალიან განსხვავებულად გაიზარდნენ - პრინცი სკოლის წლებში ძალიან იტანჯებოდა, ანა კი თავის საქმეს მშვიდად აკეთებდა.”

ის ფაქტი, რომ ძმებისგან განსხვავებით, ანას დედის გვერდით იშვიათად ხედავენ, მის დამოუკიდებლობაზე და არა ოჯახური კავშირების უგულებელყოფაზე მეტყველებს.

პრინცესას პრინციპები

პრინცესა ცნობილია თავისი პრინციპებით, რომლებიც ყოველთვის და ყველასთვის დამაჯერებლად არ გამოიყურება. მაგალითად, ის ბრიტანეთის სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლებს არასოდეს ართმევს ხელს, რათა სხვები არ შეურაცხყოს.

„ელისაბედ მეორეს ქალიშვილთან ერთად იშვიათად იმიტომ ვხედავთ, რომ ის დამოუკიდებელი ბავშვი გაიზარდა. ჩარლზმა, ენდრიუმ და ედუარდმა ემოციური და ზოგჯერ სკანდალური პერიოდებიც კი გაიარეს, ანა კი ყოველთვის იყო ადამიანი, რომელიც განქორწინებისა და ცხოვრებისეული სირთულეების მიუხედავად, სიმშვიდეს ინარჩუნებს და ბევრს შრომობს,“ - განაცხადა ჯუდი ჯეიმსმა.

ყველაფრის მიუხედავად, პრინცესას დედასთან საერთო ინტერესებიც აქვს და რომ არა ტიტული, ელისაბედი ქალიშვილის ცხოვრების წესით იცხოვრებდა - ვარაუდობს ექსპერტი.

„ანასგან განსხვავებით, ელისაბედ მეორეს სამეფო ცხოვრების გლამური მოსწონს, თუმცა დედა-შვილს საერთოც ბევრი აქვს: ორივე აღმერთებს ცხენზე ჯირითს და თავისუფალი ჩაცმის სტილის ისეთ აქსესუარებს, როგორიცაა ტვიდი, რეზინის ჩექმები და თავშლები. ელისაბედ მეორეს რომ სამეფო გვირგვინი მემკვიდრეობით არ რგებოდა, სავარაუდოდ, უპირატესობას ანას ცხოვრების წესს მიანიჭებდა,“ - აღნიშნა ექსპერტმა.

ფოტოზე: პრინცესა ანა მეუღლესთან ტიმოთი ლოურენსთან ერთად

ფოტოზე: პრინცესა ანა და ტიმოთი ლოურენსი თავიანთ მოკრძალებულ სახლში.

ეს ფოტო სამეფო ოჯახის ინსტაგრამ-გვერდზე გამოქვეყნდა და დიდხანს იყო განხილვვის საგანი.

🔰:

ელისაბედ II და მისი საიდუმლო ხელჩანთა - რა დევს მასში?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები...

ძრავიანი თხილამური

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა