სილამაზე/ჯანმრთელობა

დღეგრძელობის საიდუმლო - რა პროდუქტები არ არის დედოფლის მენიუში?

fun time

16:00 ორშ. 6 სექტემბერი, 2021 წელი

დედოფლის მენიუ

14
დაკოპირებულია

კულინარიულ გემოვნებაში უცნაურობები მონარქებსაც კი შეიძლება ჰქონდეთ. მაგალითად, ელისაბედ II არასოდეს მიირთმევს ნიორს და პურის ქერქს და ყოველთვის წინასწარ იცის, სუფრასთან რას მიართმევენ. დედოფლის მენიუ ექსკლუზიურად ფრანგულ ენაზე იწერება.

ბრიტანეთში მიიჩნევა, რომ სამეფო ოჯახს უბრალო საკვები უყვარს და საშუალო ინგლისური ოჯახის მსგავსად იკვებება. ეს ნამდვილად ასეა, თუმცა, უინძორების გასტრონომიულ მისწრაფებებში დახვეწილობა მაინც შეიმჩნევა. მაგალითად:

ელისაბედ მეორეს მენიუ ყოველთვის ფრანგულ ენაზე იწერება და ისტორია ამის მიზეზებზე დუმს.

ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში კორნუოლის ჰერცოგინიამ და პრინც ჩარლზის მეუღლემ ღიმილით აღნიშნა, რომ სამეფო ოჯახში ნიორი აკრძალულია. ვარაუდობენ, რომ ოდესღაც ელისაბედს მისი გემო და სუნი არ მოეწონა და მას შემდეგ ახლოს არ ეკარება.

თუმცა, ნივრის მიუღებლობის უფრო რეალისტური ახსნაც არსებობს - მისი მძაფრი სუნი პირიდან, რომელიც ხელს შეუშლის სამუშაო შეხვედრებს ოფიციალურ პირებთან, პრესასთან და მოქალაქეებთან.

დედოფალი, რომელმაც წელს დაბადებიდან 95 წლისთავი აღნიშნა, კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევა, რასაც მენიუდან სახამებლის ამოღებას უკავშირებენ:

ელისაბედ მეორე არ მიირთმევს მაკარონს, კარტოფილს და ბრინჯს.

ასევე, მის უდიდებულესობას არ მოსწონს პურის ქერქები, ამიტომ მზარეულები სუფრასთან მიტანის წინ ფრთხილად აცლიან.

დედოფალი ბანანს დანა-ჩანგლით მიირთმევს, რათა მაიმუნივით არ გამოიყურებოდეს, ხოლო ბუნებაში სეირნობის დროს, ხილი ჩვეულებრივი პლასტმასის კონტეინერებით მიაქვს.

ის, რაც დედოფალს ნამდვილად უყვარს, ნამცხვრებია. ერთხელ სასახლის მზარეულმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მისი უდიდებულესობა სამოგზაუროდ ტორტის ბისკვიტების გარეშე არასდროს წასულა. ეს მისთვის შესანიშნავი წასახემსებელი საშუალებაა.

🔰:

რა დევს დედოფლის ჩანთაში?

ელისაბედ II-ს და პრინც ფილიპეს სიყვარულის ისტორია

პრინცი ფილიპეს ანდერძი - ამას არავინ ელოდა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საშიშია თუ არა ტოპლეს რუჯი — ანუ გა...

ტოპლეს გარუჯვა

რატომ გროვდება ცხიმი მუცლის არეში —...

რატომ გროვდება ცხიმი
მუცლის არეში

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?