ურთიერთობა

ამას არავინ ელოდა! - პრინცი ფილიპეს ანდერძმა ბევრი გააოცა

fun time

18:00 შაბ. 5 ივნისი, 2021 წელი

პრინც ფილიპეს ანდერძი

14
დაკოპირებულია

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის ქმარი, პრინცი ფილიპე 9 აპრილს, სიცოცხლის მეასე წელს გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ედინბურგის ჰერცოგის ქონება 35 მილიონ ფუნტს შეადგენს და პრინცმა ის, ოჯახის წევრების გარდა, ერთგულ ადამიანებს დაუტოვა. 

პრინცი ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ ბრიტანულ პრესაში აქტიურად განიხილავენ, ვის დარჩება დედოფალ ელისაბედ II- ის ქმრის ქონება.

ფილიპემ თავისი ანდერძი სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე შეადგინა და მასში ოჯახის წევრების გარდა, სასახლის რიგითი თანამშრომლებიც შეიყვანა.

პრინცის ქონებიდან რამდენიმე ასეულ ათას ფუნტს მისი მდივანი არჩი მილერ ბაკუელი, მსახური უილიამ ჰენდერსონი და კამერდინერი სტივენ ნიდოიადლო მიიღებენ. სწორედ ეს სამი ადამიანი ზრუნავდა პრინცზე ბოლო ათი წლის განმავლობაში. სასახლის პრეს-სპიკერმა აღნიშნა, რომ ფილიპესთვის დამახასიათებელი იყო ასეთი გულუხვობა.

პერსონალის გარდა, პრინცის ქონებას მისი მეუღლე და შვილიშვილები გაინაწილებენ. პრინცი ჰარის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, კალიფორნიაში გადასვლის მიუხედავად, ფილიპეს შვილიშვილი ანდერძიდან არ ამოუშლია.

ყველაზე ემოციული საჩუქარი - ფილიპეს საყვარელი ორი პონი და ეკიპაჟი ერგო უფროსი ვაჟის ედუარდის ქალიშვილს, 17 წლის ლუიზას. ფილიპემ შვილიშვილს თავად ასწავლა ეკიპაჟის მართვა და ერთად ხშირად სეირნობდნენ. სხვათა შორის, თავად ედუარდი დედის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღებს ტიტულს, რომელსაც პრინცი ფილიპე ატარებდა და ედინბურგის ჰერცოგი გახდება.

დედოფალმა ქმრისგან მემკვიდრეობით მიიღო ნახატებისა და სამკაულების კოლექცია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად