იცით თუ არა

რატომ ცოცხლობენ პოლიტიკოსები საკუთარ ამომრჩევლებზე მეტხანს? - ახალი კვლევა

fun time

16:47 პარ. 3 ნოემბერი, 2023 წელი

რატომ ცოცხლობენ
პოლიტიკოსები საკუთარ
ამომრჩევებზე მეტხანს?

14
დაკოპირებულია

თუმცა, ასი წლის წინათ სხვა ვითარება იყო... 

ოქსფორდისა და მელბურნის უნივერსიტეტების მეცნიერებმა პოლიტიკური ელიტის და დანარჩენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კომფორტი და სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადარეს.

კვლევაში 11 ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, იტალია, აშშ და სხვა) 57 561 პოლიტიკოსი მონაწილეობდა.

დაკვირვების პერიოდი სტატისტიკიდან გამომდინარე იცვლებოდა, მაგალითად, საფრანგეთში 1816 წლიდან 2016 წლამდე პერიოდი შეისწავლეს, გერმანიაში კი 1949 წლიდან 2017 წლამდე პერიოდი.

სოციოლოგები იმედოვნებენ, რომ ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც European Journal of Epidemiology-ში გამოქვეყნდა, ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში სოციალური უთანასწორობის წარმოდგენას შეავსებს.

***

მე-20 საუკუნის დასაწყისში პოლიტიკოსებს შორის სიკვდილიანობა თითქმის ყველა სახელმწიფოში ქვეყნის საშუალო მაჩვენებლებისგან არ განსხვავდებოდა.

მე-20 საუკუნის შუა წლებში ვითარება მკვეთრად შეიცვალა - პოლიტიკოსების ცხოვრების დონე და სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, რაც სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც აისახა.

პოლიტიკოსებსა და მათ ამომრჩევლებს შორის სიცოცხლის ხანგრძლივობაში სხვაობა, რა თქმა უნდა, ქვეყანაზეც არის დამოკიდებული, მაგალითად: ნიდერლანდებში პოლიტიკოსები საკუთარ ამომრჩევლებზე საშუალოდ, 4,4 წლით მეტხანს ცოცხლობენ, შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია და 7,8 წელს შეადგენს;

თუმცა მაინც თითქმის ყველა ქვეყანაში პოლიტიკოსები საკუთარ ამომრჩევლებზე უფრო კომფორტულ და ხელსაყრელ პირობებში არიან.

21-ე საუკუნის ტენდენცია აჩვენებს, რომ ახალ საუკუნეში სიმდიდრე სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უფრო ნაკლებად იმოქმედებს. შესაბამისად, „ზედა“ და „ქვედა“ მაჩვენებელს შორის მანძილი შემცირდება, თუმცა ნელ-ნელა.

ჯერ კი გონივრული იქნება ვივარაუდოთ, რომ სიმდიდრე მაინც დიდწილად განაპირობებს ჯანდაცვისა და განათლების უკეთ ხელმისაწვდომობას, შესაბამისად - სიცოცხლის ხანგრძლივობას.

ესეც დაგაინტერესებთ:

მეცნიერთა გათვლებით, 2060 წლისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა 150 წლამდე გაიზრდება

პატარა ქვეყანა, სადაც ადვოკატები არ არიან, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი მსოფლიოში ყველაზე მაღალია

პოკერში მოგებული პოლიტიკური სავარძლები

დანიაში პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი ხელოვნური ინტელექტი გახდა


წყარო: www.lifespan.io


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული