პატარა ქვეყანა, სადაც ადვოკატები არ არიან, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი მსოფლიოში ყველაზე მაღალია
14:00 პარ. 12 ნოემბერი, 2021 წელი
მსოფლიო რუკაზე, ესპანეთსა და საფრანგეთს შორის საოცარი ქვეყანა მდებარეობს, რომლის ფართობი მხოლოდ 468 კვადრატული კილომეტრია - ეს ნიუ იორკის ფართობის, დაახლოებით, 1/3-ია, მაგრამ ყველაზე საოცარი ისაა, რომ ამ პატარა სახელმწიფოში ყველაფერში წესრიგშია.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ანდორა დახურული სახელმწიფო იყო, ახლა კი აბსოლუტურად დამოუკიდებელი სამთავრო და ტურისტების საყვარელი ადგილია. ანდორაში უსაფრთხოება ისეთ მაღალ დონეზეა, რომ არ არსებობს ციხეები და ადვოკატთა სისტემა.
ევროპის ჯუჯა სახელმწიფოში ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილია: მატრიოშკას მუზეუმი, საოცარი არქიტექტურული ნაგებობები, იუნესკოს მიერ დაცული ეროვნული პარკები და ა.შ.
ევროპის ყველაზე მშვიდ სამთავროში ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა მსოფლიოში ყველაზე მაღალია და საშუალოდ, 80 წელზე მეტს შეადგენს.
ამის მიზეზი სავარაუდოდ, ადგილობრივთა დადებითი ემოციები, სტრესისა და ნეგატივის არარსებობა, მშვიდი და ზომიერი ცხოვრება გახლავთ. აქ ცხოვრების მაღალი დონეა, რაც ასევე დადებითი ფაქტორი გახლავთ.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ანდორაზე:
- ანდორის მოსახლეობა 70.000 კაცია;
- დედაქალაქი ანდორა-ლა-ველა ქრისტეშობამდე ყოფილა დასახლებული, სამთავროს მთავარი ქალაქის სტატუსი 1278 წელს მიუღია;
- ანდორას მხოლოდ ორი მეზობელი ჰყავს - საფრანგეთი და ესპანეთი.
- ანდორაში არ არის აეროპორტები და რკინიგზა. იქ ჩასვლა მხოლოდ სამანქანო გზით შეიძლება საფრანგეთიდან და ესპანეთიდან;
- ქვეყნის ტერიტორიის 92% ტყეს უკავია და მხოლოდ 8%-ია დასახლებული;
- ანდორაში უმაღლესი ხარისხის ღვინოს ასხამენ. ადგილობრივ ვენახებში იზრდება ისეთი ცნობილი საკულტო ჯიშები, როგორებიც არის: პინო ნუარი, სოვინიონ ბლანი, რისლინგი.
- სახელმწიფო ბიუჯეტი, ძირითადად, სამი მიმართულებით იხარჯება: სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და საბანკო საქმე;
- ტურისტულ სექტორში ყველაზე პოპულარული ადგილებია თერმული ობიექტები, სათხილამურო კურორტი, სავაჭრო ცენტრები და შესანიშნავი რესტორნები;
- ამ ქვეყანაში მომსახურება უმაღლეს დონეზეა. მრავალდონიანი ფასების პოლიტიკა აბსოლუტურად ყველას აძლევს საშუალებას, რომ ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულოს და სასურველი ნივთები შეიძინოს.
რატომ არ არიან ადვოკატები ანდორაში?
ანდორა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად მიიჩნევა, სადაც დანაშაულის თითქმის ნულოვანი მაჩვენებელია. შესაბამისად, იურისტებზე მოთხოვნა არ არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში მათ არყოფნას სრულიად სხვა ახსნა აქვს - ანდორაში იურისტების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა. ანდორელებს მიაჩნიათ, რომ ისინი ფულს კრიმინალების გამართლებისთვის იღებენ და არაკეთილსინდისიერი ადამიანები არიან.
მსგავსი ვითარებაა ციხეების მიმართაც. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ციხეების დაფინანსება ფულის ფუჭად ფლანგვა, რადგან ანდორაში დანაშაული არ არსებობს და ციხე არავის სჭირდება.
სხვათა შორის, ამ ქვეყანას არც ჯარი ჰყავს. საშინაო უსაფრთხოებას პოლიცია აკონტროლებს, ხოლო საგარეო უსაფრთხოება ესპანეთისა და საფრანგეთის საზრუნავია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან