საკნატუნო ამბები

მეცნიერთა გათვლებით, 2060 წლისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა 150 წლამდე გაიზრდება

fun time

12:29 სამ. 4 აპრილი, 2023 წელი

სიცოცხლის ხანგრძლივობა

14
დაკოპირებულია

აშშ-ის ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სიცოცხლის ხანგრძლივობის მიმართულებით კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ის თანდათან იზრდება. მეცნიერთა გათვლებით, მომდევნო 40  წელიწადში ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 150 წლამდე გაიზრდება და ეს ადამიანის შესაძლებლობის მაქსიმუმი არ არის... 

ჯორჯიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 19 განვითარებულ ქვეყანაში მცხოვრები, 1700-იან და 1900-იანი წლებს შორის დაბადებული ასობით მილიონი ადამიანის სიკვდილიანობის მონაცემები შეისწავლეს.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო: როგორ იცვლებოდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი წლების მიხედვით, განსაკუთრებით 50-დან 100 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში?

მკვლევართა მიერ შემუშავებულმა მოდელმა გარკვეული კანონზომიერება გამოავლინა. კერძოდ, კვლევამ დაადგინა, რომ 1900 წლამდე დაბადებულთათვის ასაკობრივი ზღვარი შენარჩუნებულია, მაგრამ უკვე 1910-1950 წლებში დაბადებულთათვის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. სავარაუდოდ, ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამედიცინო ტექნოლოგიების გაუმჯობესების პირველ ტალღას უკავშირდება.

„მოდელი ვარაუდობს, რომ, მაგალითად, 1940-იან წლებში დაბადებულ ადამიანს აქვს 50-პროცენტიანი შანსი, რომ 130 წელს მიაღწიოს,“ - ამის შესახებ ჯორჯიის უნივერსიტეტის რისკების მართვისა და დაზღვევის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა დევიდ მაკარტმა განაცხადა.

ახალ კვლევას ყველა ექსპერტი არ ეთანხმება. ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ჯორჯიის უნივერსიტეტმა მათემატიკური და დემოგრაფიული კვლევა ჩაატარა, სადაც დაბერების ბიოლოგია გათვალისწინებული არ არის. მაგალითად, ის რომ ადამიანის სხეულის უჯრედები ასაკთან დაკავშირებული დაავადებებისკენ არის მიდრეკილი.

***

ახალი აღმოჩენა - კბილების ამოსვლა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია

რამდენი ნაბიჯია 1 კმ-ში და დღეში რამდენი ნაბიჯი გავიაროთ ასაკის მიხედვით?

რამდენია ადამიანის ასაკი და წონა სხვა პლანეტებზე?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)