საკნატუნო ამბები

ახალი აღმოჩენა - კბილების ამოსვლა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია

fun time

20:56 კვი. 9 ოქტომბერი, 2022 წელი

კბილის ამოსვლა ასაკში

14
დაკოპირებულია

აშშ-ს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის აღმოჩენამ სამეცნიერო სამყარო შოკში ჩააგდო! როგორც აღმოჩნდა, ახალი კბილების გაზრდა ნებისმიერ ასაკში შეიძლება. ეს ადამიანს საშუალებას მისცემს ხანდაზმულ ასაკში ცხოვრება იმპლანტატების და პროთეზების გარეშე გააგრძელოს.

ჯერემი მაოს აღმოჩენის შემდეგ ადამიანები ახალი კბილების გაზრდას დამოუკიდებლად, სტომატოლოგის ჩარევის შეძლებენ.

ბოლო წლებია, მედიაში პერიოდულად ჩნდება ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლებელია დაკარგული ან დაზიანებული კბილების ნაცვლად ახალი კბილები გავიზარდოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის სასიხარულო სიახლეა, თუმცა ვნახოთ რა ხდება ამ სფეროში რეალურად.

როგორ გავიზარდოთ კბილები?

ექიმმა ჯერემი მაომ ცარიელ ალვეოლაში (კბილის ბუდე) კბილების ზრდის ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელმაც სტომატოლოგიის სამყაროში რევოლუცია მოახდინა.

მაომ ბუნებრივი მასალისგან კბილის ფორმის კონსტრუქცია დაამზადა, მასში ზრდის სტიმულატორი მოათავსა და ექსპერიმენტული კბილი ცხოველის ცარიელ ალვეოლში ჩანერგა. კონსტრუციის ​​ფოროვანმა აგებულებამ ცხოველის სხეულის ღეროვან უჯრედებს ამ კონსტრუციასთან მიგრირების საშუალება მისცა.


დაახლოებით 9 კვირის შემდეგ, ექსპერიმენტში მონაწილე ცხოველებს კბილები გაეზარდათ.

მაოს მეთოდის მიხედვით, პაციენტის პირის ღრუში კაპროლაქტონისა და ჰიდროქსიაპატიტისგან დამზადებული კონსტრუქცია მაგრდება. კონსტრუქციის მიღება კი 3D ბეჭდვის მეთოდით ხდება. მთელი რიგი ფაქტორები პაციენტის ღეროვან უჯრედებს სწორი ფორმის კბილის ქსოვილის სასურველი მიმართულებით წარმოქმნას აიძულებენ და ეს თითქმის ბუნებრივად ამოსული კბილია.

ასე რომ, პროფესორი ჯერემი მაოს აღმოჩენის შედეგად 9 კვირაში ახალი კბილის ამოსვლა შესაძლებელია.

წყარო: infinityclinic.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)