იცით თუ არა

მართლაც წინასწარ გრძნობენ თუ არა ცხოველები მიწისძვრას?

fun time

19:34 ხუთ. 9 თებერვალი, 2023 წელი

ცხოველები და მიწისძვრა

14
დაკოპირებულია

ყოველწლიურად მსოფლიოში, დაახლოებით, 500 000 მიწისძვრა ხდება. აქედან 100 000 ადამიანისთვის საგრძნობია, 100-ს კი რეალური ზიანის მიყენება შეუძლია. 

დღეისთვის არსებობს რამდენიმე სეისმური სენსორი, რომელსაც მიწისძვრის პროგნოზი მის დაწყებამდე რამდენიმე წამით ან წუთით ადრე შეუძლია.

ამასთან, დადგენილია, რომ სტიქიური უბედურებების დროს დაღუპული ადამიანების რაოდენობა დახოცილი ცხოველების რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება.

ადრე ცხოველები სტიქიური უბედურების ცოცხალ მაცნეებად მიაჩნდათ. ძველ საბერძნეთში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცხოველების ქცევაზე დაკვირვებით წინასწარმეტყველებდნენ სტიქიურ უბედურებებს.

მსგავსი დაკვირვების საჭიროება მე-20 საუკუნეში თანამედროვე ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა;

თუმცა, 2004 წელს ამ საკითხის მიმართ მეცნიერთა დამოკიდებულება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მომხდარი კატასტროფული ცუნამის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა, რომელმაც 300 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ადამიანური მსხვერპლის საშინელ მაჩვენებელთან შედარებით, სტიქიას ცხოველთა ძალიან მცირე რაოდენობა შეეწირა...

მიწისძვრის დროს ცხოველები თითქმის არ იხოცებიან

ძლიერი მიწისძვრა, რომელიც რიხტერის შკალით 9 ბალით შეფასდა, 2004 წლის 25-26 დეკემბრის ღამეს, ინდონეზიის კუნძულ სუმატრას ჩრდილოეთ წვერთან მოხდა.

მიწისძვრას უძლიერესი ცუნამი მოჰყვა.

წყალმა ქალაქები და სოფლები დაფარა და უამრავი ადამიანი შეიწირა. კატასტროფის შემდეგ მაშველებმა ძალიან ცოტა ცოცხალი ადამიანი და ათასობით გვამი იპოვეს...

მაგრამ ცხოველები თითქმის არ დაშავებულან. ასე როგორ მოხდა?

ინდოეთის ოკეანის ნაპირზე, შრი-ლანკაში მდებარე იალას ნაკრძალში, რომელიც ცუნამმა მთლიანად გაანადგურა, დაახლოებით, 200 სპილო და 30 ლეოპარდი, რუხი ლანგურები დათვები, გარეული კამეჩები, ირმები, ბევრი გარეული ღორი და ბევრი სხვა ცხოველი ცხოვრობდა.

სანამ ნაკრძალს ცუნამის პირველი ტალღა თავს დაატყდებოდა, ცხოველებმა ბუნაგები დატოვეს და პარკის სიღრმეში, სანაპირო ზოლიდან დაახლოებით სამი კილომეტრის მოშორებით გადაინაცვლეს.

ცუნამის დაწყებამდე 40-60 წუთით ადრე იმ ადგილს სპილოები გაეცალნენ. სპილოებს 20-მდე სახეობის ცხოველი და ფრინველი მიჰყვა.

ამ დროს ნაკრძალში საფარიზე ჩამოსული ბევრი ტურისტი იყო და თითქმის ყველა დაიღუპა. პარკის მომსახურე პერსონალის ნაწილი ცხოველების წყალობით გადარჩა. მაგალითად, ცხოველების ერთ-ერთი მომვლელი გაქცეულ ლანგურებს გაჰყვა და მათ უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს.

იალა პარკის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, გადარჩნენ ისინი, ვინც გონება დაივიწყა და ინსტინქტს მიენდო. ერთ-ერთი გადარჩენილი მეცნიერი გამოდარებას მაღალ ხეზე, გველებისა და ვარანების გარემოცვაში ელოდებოდა, რომლებმაც გიგანტური ტალღის მოახლოება დროულად იგრძნეს.

ქვეწარმავლები მიწისძვრის დროს

დიახ, ქვეწარმავლებს მიწისძვრის პროგნოზი განსაკუთრებით კარგად ეხერხებათ. მაგალითად, აშხაბადის მიწისძვრამდე ორი დღით ადრე ქალაქი ხვლიკებითა და გველებით გაივსო, რომლებმაც თავიანთი სოროები დატოვეს და უსაფრთხო ადგილის ძებნას შეუდგნენ.

1984 წელს, ყირიმში, 5-ბალიან მიწისძვრამდე რამდენიმე საათით ადრე სახლების კედლები და ჰორიზონტალური ზედაპირები ხვლიკებით დაიფარა.

1975 წელს ჩინეთში სწორედ ცივსისხლიანმა გველებმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩინელ მეცნიერებს სეისმურად არასტბილური ლიაოპინგის პროვინციიდან გველების უცნაური ქცევის შესახებ აცნობეს - ზამთრის ძილში მყოფმა გველებმა სოროებიდან ამოსვლა და თოვლში ცოცვა დაიწყეს. ცხოველების უჩვეულო ქცევას სუსტი მიწისქვეშა ბიძგების წყება ახლდა, რაც ხელისუფლებას განსაკუთრებით საეჭვოდ მოეჩვენა, ამიტომ ქალაქ ჰაინანში მცხოვრები 400 000 ადამიანის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.

ერთი თვის შემდეგ, თებერვალში 8-ბალიანმა მიწისძვრამ ქალაქი მიწასთან გაასწორა. სეისმოლოგიის ისტორიაში ეს პრაქტიკულად ერთადერთი მიწისძვრაა, რომლის პროგნოზირება მოხდა და ამაში გველების დიდი დამსახურებაა!

ზოგადად, ჩინეთში მიწისძვრების ცოცხალ მაცნეებს ძალიან სერიოზულად აღიქვამენ: 1968 წელს პირველი ექსპერიმენტული ბიოლოგიური სადგური დაარსდა, სადაც ცხოველებზე დაკვირვებები ხორციელდებოდა. ახლა კ იჩინეთში ასეთი ბიოპოლიგონების მთელი ქსელია.

ნიანგები მიწისძვრის დროს

იაპონელმა მეცნიერებმა, რომლებიც კუნძულ კიუსუზე ნიანგების ქცევას აკვირდებოდნენ, შენიშნეს, რომ 1987 წლის 17 დეკემბრის ძლიერ მიწისძვრამდე, ნიანგებმა ნამდვილი „კონცერტი“ გამართეს. ისინი ძლიერ, გამაფრთხილებელ ხმებს გამოსცემდნენ და ერთ ადგილზე მოუსვენრად ტრიალებდნენ.

ცხოველები და მიწის ვიბრაცია

მრავალწლიანი დაკვირვებების თანახმად, მიწისძვრის მოხლოებას ყველაზე ადრე მიწისქვეშა სოროებში მცხოვრები ცხოველები გრძნობენ - მიზეზი, რა თქმა უნდა, ნიადაგის ვიბრაციაა.

მიწის ვიბრაციას შესანიშნავად გრძნობენ სპილოებიც, რომლებსაც არა მხოლოდ ყურებით, არამედ ფეხებით „მოსმენაც“ შეუძლიათ, რადგან ფეხის ძირებში მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები აქვთ.

რა გავაკეთოთ თუ ცხოველებს უჩვეულო მოუსვენრობა შევატყვეთ?

როგორ გამოვიყენოთ მიწისძვრის ცოცხალი მაცნეების გაფრთხილებები ადამიანების გადასარჩენად?

ამ და სხვა კითხვებზე მეცნიერება ჯერ ისევ ცდილობს პასუხების პოვნას.

ასევე საინტერესოა 👇

სად ხდება დიდი მიწისძვრების 80 % ? - 18 საინტერესო ფაქტი მიწისძვრის შესახებ

მიწისძვრა, რომელსაც დედამიწის ღერძის გადახრა და დღის ხანგრძლივობის შემცირება მოჰყვა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რისთვის არის საჭირო სარკე ლიფტში?

რისთვის არის საჭირო სარკე
ლიფტში?

რატომ გამოსახავდნენ ჯადოქრებს ცოცხზ...

რატომ გამოსახავდნენ
ჯადოქრებს ცოცხზე?

ახალი კვლევა: ღალატსა და ჯანმრთელობ...

ღალატის ბიოლოგია

რატომ არ ჭამენ ვეგანები ლეღვს?

რატომ არ ჭამენ ვეგანები
ლეღვს?

რატომ არ შეიძლება ქმრისთვის თმის შე...

რატომ არ შეიძლება
ქმრისთვის თმის შეჭრა?

ავოკადო ბუნებრივი საღებავია - არ გა...

ავოკადო - ბუნებრივი
საღებავი

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის ნათესავი, რომ...

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის
ნათესავი

4 ნივთი, რომლის ბორტზე ატანას მსოფლ...

თვითმფრინავის ბორტზე
აკრძალული ნივთები

რამდენ ხანს ცოცხლობს და როდის კვდებ...

რამდენ ხანს ცოცხლობს და
როდის კვდება ღვინო?