იცით თუ არა

მიწისძვრა, რომელსაც დედამიწის ღერძის გადახრა და დღის ხანგრძლივობის შემცირება მოჰყვა

fun time

14:00 სამ. 18 მაისი, 2021 წელი

მიწისძვრა იაპონიაში,
2011/11/მარტი

14
დაკოპირებულია

იმ დღეს მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სტიქიურ უბედურებას და მის პირისპირ დარჩენილ უმწეო ადამიანებს. 

2011 წლის 11 მარტს იაპონიის ქალაქ სენდაიში 9.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც საათ-ნახევრის შემდეგ დამანგრეველი ცუნამი მოჰყვა.

მთლიანად, მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, იაპონიაში 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 160 000-ზე მეტი უსახლკაროდ დარჩა!

მეცნიერების დასკვნით, სტიქიურ უბედურებას დედამიწის ღერძის ოდნავ გადახრა, დღის ხანგრძლივობის წამის მემილიონედით შემცირება და იაპონიის ამერიკასთან რამდენიმე მეტრით დაახლოება მოჰყვა, რასაც ადასტურებს მიწისძვრის ეპიცენტრთან მდებარე გლობალური დაკვირვების სადგურების 4 მეტრით გადაადგილება აღმოსავლეთის მიმართულებით.

არსებობს ვარაუდი, რომ 11 მარტის მიწისძვრა დედამიწისა და მთვარის უჩვეულოდ ძლიერმა დაახლოებამ გამოიწვია, რასაც გარკვეული საფუძველი აქვს.

მკვლევარების თქმით, დედამიწაზე მთვარის გრავიტაციულმა მოქმედებამ შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში ოკეანეში მიწისძვრები გამოიწვიოს და წყლის სიმაღლემ რამდენიმე მეტრს მიაღწიოს.

ჩილეში, სუმატრაზე და ჰაიტიზე მომხდარ უძლიერეს მიწისძვრებზე დაკვირვების შედეგად, მოხერხდა ე.წ. მოქცევის ფაქტორის გამოვლენა. საქმე ის გახლავთ, რომ ეს მიწისძვრები ხმელეთზე კი არა, ოკეანეში მოხდა, რაც უზარმაზარი ტალღების ამოქმედების მექანიზმად იქცა.

სპეციალისტები აქტიურად მსჯელობდნენ ამ მიწისძვრის მიზეზებზე. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად მთვარის მაქსიმალურ მოახლოებას განიხილავდნენ, რომელსაც 19 მარტს ელოდებოდნენ.

ეს კატასტროფული მიწისძვრა მთვარის მოქცევამდე ერთი კვირით ადრე მოხდა.

2011 წლის 11 მარტის მიწისძვრა იაპონიაში ბოლო 140 წლის მანძილზე მომხდარ მიწისძვრათა შორის უდიდესია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კატასტროფამ იაპონიის ეკონომიკა 235 მილიარდი დოლარით დააზარალა, რაც მსოფლიო კატასტროფების ისტორიაში ყველაზე დიდ ფინანსურ ზარალად მიიჩნევა.



p.s. ამ კატასტროფიდან 6 თვეში ასე „დაალაგეს“ იქაურობა: ფოტოებზე ხედავთ კატასტროფის დღეს, 3 თვის შემდეგ არსებულ სიტუაციას, 6 თვის შემდეგ „დალაგებულ“ შედეგს!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები

„სტოპ“ ნიშნის ავტორს მანქანა არასდრ...

„სტოპ“ ნიშნის ავტორს
მანქანა არასდროს
უტარებია

ტიტანური ამორფოფალუსი — ყვავილი, რო...

ტიტანური ამორფოფალუსი

რატომ იპარსავდნენ შუა საუკუნეებში ქ...

რატომ იპარსავდნენ შუა
საუკუნეებში ქალები
წარბებს?

სად შევინახოთ სახლის გასაღები, რათა...

სად შევინახოთ სახლის
გასაღები

ქვეყანა, სადაც ფანჯრებზე ფარდებს არ...

11 საინტერესო ფაქტი
ნიდერლანდების შესახებ

რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო...

რატომ უნდა ატაროთ
საქორწინო ბეჭედი