იცით თუ არა

რატომ აიკრძალა თევზის ქონი საბჭოთა კავშირში?

fun time

16:00 ხუთ. 1 ივლისი, 2021 წელი

თევზის ქონი საბჭოთა
კავშირის დროს

14
დაკოპირებულია

სსრკ-ში თევზის ქონი დიდი ხნის განმავლობაში ბავშვების რაციონის სავალდებულო დანამატად ითვლებოდა. საბავშვო ბაღებისა და ბავშვთა სახლების აღსაზრდელები თევზის ქონს ყოველდღიურად, სუფრის კოვზით იღებდნენ. და არა მარტო ბავშვები. თევზის ქონს ბევრი ზრდასრულიც მიირთმევდა, გარკვეული დაავადებების პროფილაქტიკისთვის, მაგრამ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში თევზის ქონი მოულოდნელად აიკრძალა. ჩვენ გიამბობთ რა გახდა ამის მიზეზი. 

თევზის ქონი, როგორც რაქიტის ეფექტური საშუალება პოპულარული მე -19 საუკუნეში, ფარმაცევტ პიტერ მელერის წყალობით გახდა. მან ორთქლის საშუალებით ახლად დაჭერილი თევზის ღვიძლიდან ქონის მიღება შეძლო, თანაც ისე, რომ შენარჩუნებული ყოფილიყო ყველა სასარგებლო ნივთიერება. ამ დროიდან თევზის ქონმა არნახული პოპულარობას შეიძინა.

მალე თევზის ქონის პოპულარობის ამბავმა საბჭოთა კავშირამდეც ჩამოაღწია. აქ რატომღაც ჩათვალეს, რომ ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტის გამოყენება მხოლოდ რაქიტის კი არა, სკროფულას, ტუბერკულოზისა და სხვა დაავადებების შემთხვევაშიც შეიძლებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ თევზის ქონის ვიზუალური მხარე და გემოვნური თვისებები აღფრთოვანებას არ იწვევდა, მისი მასობრივად გამოყენება დაიწყო. ასე გრძელდებოდა 1970-იან წლებამდე, სანამ თევზის ქონის წარმოება და მოხმარება აიკრძალებოდა.

აკრძალვის მიზეზი მეცნიერთა გამოკვლევა გახდა, რომლის თანახმად, თუკი წყალი, სადაც თევზი ბინადრობს, დაბინძურებულია, თევზის ღვიძლში ტოქსინების მაღალი კონცენტრაციაა. კვლევის მიხედვით, თევზის ქონის ხშირი გამოყენებისას ტოქსიკური ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში გროვდება და ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

თუმცა, აკრძალვიდან 7 წლის შემდეგ თევზის ქონის „რეაბილიტაცია“ მოხდა, შეიცვალა და გაუმჯობესდა წარმოების ტექნოლოგია და თევზის ქონი ბაზარზე კვლავ გამოჩნდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული