სილამაზე/ჯანმრთელობა

რატომ უნდა დალიოთ კაკაო ყოველ დილას, თუ 60+ ასაკის ხართ?

fun time

16:54 ხუთ. 9 იანვარი

რატომ უნდა დალიოთ კაკაო
ყოველ დილას

14
დაკოპირებულია

კაკაო გემრიელი სასმელია, რომელიც ადამიანს ენერგიით ავსებს და, სხვათა შორის, ვირუსებისგანაც იცავს. 

რას შეიცავს კაკაო

კაკაოს მარცვალი შეიცავს: ცილებს (12-15%), ცხიმებს, ნახშირწყლებს (6-10%), B ვიტამინს და ანტიოქსიდანტებს.

მის შემადგენლობაში შედის: ვიტამინები A, B-ჯგუფის, E, PP; მიკრო და მაკროელემენტები – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა; სხვა ნივთიერებები: უჯრედისი, სახამებელი, გაჯერებული ცხიმმჟავები, ორგანული მჟავები.

კაკაო მდიდარია ფლავონოიდებით – მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით.

კაკაო, B ჯგუფის ვიტამინებისა და უჯრედისის გარდა ,შეიცავს ნივთიერებას, რომელიც სასარგებლოა ტვინის მუშაობის სტიმულირებისა და სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებისთვის.

ზემოთ ჩამოთვლილი შემცველობის გარდა, არსებობს კიდევ 5 მიზეზი, რომლის გამოც ექიმები 60+ ასაკის ადამიანებს ყოველ დილით, ყავის ნაცვლად, კაკაოს დალევას ურჩევენ.

კაკაოს სასარგებლო თვისებები

1. აუმჯობესებს განწყობას

კაკაოს მარცვლები სეროტონინის დაშლის პროდუქტს, ტრიპტოფანს შეიცავს. ამის წყალობით კაკაო ჩვენს განწყობაზე და ნერვულ სისტემაზე შოკოლადის მსგავსად მოქმედებს. პენსიონერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღე ღიმილით და ხალისით დაიწყოს, რადგან მათი ჯანმრთელობა მეტწილად განწყობაზეა დამოკიდებული.

2. აძლიერებს სისხლძარღვებს

კაკაოს მარცვლებში შემავალი ანტიოქსიდანტები სისხლძარღვებს აფართოებს და სისხლძარღვების კედლებს ამაგრებს.
კაკაოს შემადგენლობაში შემავალი მაგნიუმი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, რაც პენსიონერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

3. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

კვლევების თანახმად, კაკაოს მარცვლის რეგულარული მოხმარება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე დადებითად მოქმედებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ყავა პირიქით, ნაწლავის კედლებს აღიზიანებს და საჭმლის მონელების დარღვევებს იწვევს.

4. კაკაო შესაფერისი სასმელია მათთვის, ვინც წონას აკონტროლებს

იცოდით, რომ კაკაო შოკოლადის ალტერნატივა და შემცვლელია? მას, ვისაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, კაკაო ტკბილეულის მოთხოვნილებას უკმაყოფილებს. ამასთან, სასმელი არ ასუქებს.

5. აუმჯობესებს ძვლის სტრუქტურას

ხშირად დალიეთ კაკაო, თუ სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ - ის თქვენს ძვლოვან სისტემას ფოსფორით კვებავს და აძლიერებს. ასევე ებრძვის სახსრებში მიმდინარე ანთებით პროცესებს.

მიირთვით ეს უგემრიელესი სასმელი და იყავით დღეგრძელი და ჯანმრთელი!

ესეც საინტერესოა:

7 სასმელი, რომელიც თრომბის წარმოქმნის საფრთხეს აგაცილებთ

რატომ არის საშიში წამლისთვის ჩაის, ყავის ან გაზიანი სასმელის მიყოლება?

ხანდაზმულებში კუნთების სისუსტეს სარკოპენია ეწოდება - როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება?

რა სიმპტომებით ვლინდება ვიტამინების დეფიციტი?!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბებიების რეცეპტები თუ საზიანო მითებ...

ბებიების რეცეპტები თუ
მითები

სუფრასთან ჭამა ყველით დაიწყეთ - რჩე...

ნაბახუსევიდან გამოსვლა

3 ხილი, რომელიც ზამთარში ჯანმრთელობ...

3 ხილი, რომელიც ზამთარში
ჯანმრთელობისთვის
სასარგებლოა

დალიეთ სიამოვნებისთვის - მოკლე ინსტ...

ღვინის სმის წესები

სიმსუქნე გადამდებია - მეცნიერების ა...

სიმსუქნე გადამდებია

კომშის სასარგებლო თვისებები

კომშის სასარგებლო
თვისებები

5 მიზეზი იმისთვის, რომ სპირულინა რა...

რა არის სპირულინა

მუშმულას სასარგებლო თვისებები

მუშმულას თვისებები

მუსკატის კაკალი - სასარგებლო თვისებ...

მუსკატის კაკალი
სასარგებლო თვისებები