სილამაზე/ჯანმრთელობა

ხანდაზმულებში კუნთების სისუსტეს სარკოპენია ეწოდება. როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება?

fun time

16:00 ხუთ. 16 ნოემბერი, 2023 წელი

კუნთების სისუსტეს
სარკოპენია ეწოდება

14
დაკოპირებულია

სარკოპენია  დაბერების პროცესთან დაკავშირებული დაავადებაა, რომელიც კუნთის მასის შემცირებას და ფუნქციის დაქვეითებას  გულისხმობს. სარკოპენია ათწლეულების განმავლობაში, ნელ-ნელა ვითარდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ითვლება, რომ სარკოპენიისადმი წინასწარგანწყობას უამრავი გენეტიკური ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა ჯერჯერობით სპეციფიკური გენეტიკური მარკერი იდენტიფიცირებული არ არის.

როგორც iცით, დაბერებას კუნთოვანი მასის შემცირება და სიძლიერის დაკარგვა ახლავს. ამ დროს ადამიანი ამჩნევს, რომ იმ კიბეებზე ასვლა, სადაც ადრე მსუბუქად არბოდა, უჭირს და მძიმე ჩანთების ტარება აღარ შეუძლია. ნელ-ნელა წელში იხრება და იმ ადგილებში, სადაც ადრე კუნთები იყო, კანი ეკიდება. მიზეზიa სარკოპენია, რომელიც ჯერ კუნთების დასუსტებას, შემდეგ კი მთელი სხეულის დაძაბუნებას იწვევს.

რა ხდება როდესაც კუნთების სიძლიერეს ვკარგავთ?

კუნთის მასა და კუნთის ძალა 30 წლის ასაკის შემდეგ ყოველწლიურად, დაახლოებით, 0.5-1%-ით ქვეითდება. დაუძლურების შემდეგ ხანდაზმულ ადამიანებში იზრდება წონასწორობის დაკარგვის და დაცემის შემთხვევები. სარკოპენიის მქონე ადამიანს უჭირს ისეთი მარტივი აქტივობების შესრულება, როგორიცაა საჭმლის მომზადება, ბანაობა, სახლის დასუფთავება და ა.შ.

სარკოპენია ნათესავებში

სარკოპენიის მქონე ადამიანის შვილის მონაყოლი ამ ვერაგი დაავადების შესახებ ბევრს გიამბობთ:

ბოლო 5 წლის განმავლობაში ვხედავდი, როგორ სუსტდებოდა ჩემი 80 წლის დედა. თავიდან ეს პროცესი ნელ-ნელა მიმდინარეობდა, ბოლო 6-8 თვეში კი ისე დაჩქარდა, რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი. დედამ გარეთ გასვლა შეწყვიტა და გამუდმებით ლოგინში იწვა. მისთვის საჭმელი ლოგინში მიგვქონდა და ვხედავდით, როგორ თანდათან ქრებოდა ეს ოდესღაც ენერგიული ქალი. ის თავს ძალიან მოხუცად თვლიდა და სისუსტე სიბერის ნაწილად მიაჩნდა. მას მოტივაცია არ ჰყოფნიდა, რომ ლოგინიდან ამდგარიყო და ემოძრავა და ეს მისი არჩევანი იყო.

სარკოპენიის წინააღმდეგ ბრძოლა გვიანი არასოდესაა!

ყველაფერი არც ისე ცუდადაა. ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროთ და განსაცდელს უნდა შეეწინააღმდეგოთ - კვლევებმა დაადასტურა, რომ კუნთების შენარჩუნება და გაზრდაც კი ყოველთვის შეიძლება.

დროა კუნთები დაძაბოთ

სარკოპენიასთან საბრძოლველად კუნთები უნდა აამუშავოთ. ეს ნიშნავს, რომ ფიზიკურად მძიმე სამუშაო უნდა აკეთოთ. რა თქმა უნდა, ქარხანაში მუშაობას არ გთავაზობთ, მაგრამ ლოგინში წოლის ნაცვლად, სახლი რეგულარულად უნდა ალაგოთ, სადილი მოამზადოთ და სარეცხი მანქანის ნაცვლად თავად, ხელით უნდა რეცხოთ. კარგი იქნება, თუ სიმძიმის აწევაშიც ივარჯიშებთ.

გაითვალისწინეთ - როცა კუნთები, სახსრები და მყესები ნორჩი აღარაა, ფრთხილად უნდა იმოქმედოთ. უნდა გახსოვდეთ, რომ ახალგაზრდა აღარ ხართ, ამიტომ მკვეთი მოძრაობების გაკეთება და ძალიან მძიმე ნივთების აწევა არ შეიძლება. 80 წლის ასაკში იმის გაკეთება, რასაც 20 წლის ასაკში აკეთებდით, შეუძლებელია.

ცილა არ დაივიწყოთ

ხანდაზმულ ადამიანებს ახალგაზრდებზე მეტი ცილა სჭირდებათ. თუ დღეს ყავით იწყებთ, სასურველია, რომ მას კვერცხი ან იოგურტი დაამატოთ და ცილების მიღება მთელი დღის განმავლობაში გააგრძელოთ.

ზოგადად მიიჩნევა, რომ ცილების მიღება კარგია სადილზე, მაგრამ ხანდაზმული ადამიანებისთვის მისი დილით მიღება უფრო მნიშვნელოვანია.

გახსოვდეთ, რომ ხანდაზმულებს ძლიერი ძვლებისა და კუნთებისთვის ორჯერ მეტი ცილა სჭირდებათ.

ხანგრძლივი დროის მანძილზე სარკოპენია ითვლებოდა როგორც სინდრომი და არ იყო ოფიციალურად დაავადებად მიჩნეული. მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ კუნთის მასის კარგვა და დაბერებასთან ასოცირებული სხვა ნიშნები გარდაუვალ პროცესებს წარმოადგენს.

სარკოპენია დაავადებად მხოლოდ 2016 წელს აღიარეს და დაავადებათა კლასიფიკატორში შესაბამისი კოდი მიანიჭეს, რამაც სპეციალისტებს საშუალება მისცა, დიაგნოსტიკის მეთოდები დაეხვეწათ, ხოლო ფარმაცევტულ კომპანიებს სარკოპენიასთან საწინააღმდეგოდ მედიკამენტები შეექმნათ.

ესეც დაგაინტერესებთ:

ნახშირი ჯანმრთელობისთვის

5 აუცილებელი პროდუქტი 60 წელს გადაცილებული ქალებისთვის

ცილებით მდიდარი საკვები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ოლეანდრე - საშიში სილამაზე, რომელმა...

ოლეანდრა - შხამიანი
მცენარე

ინდონეზიელმა მეცნიერებმა საშიშ კოღო...

ინფექციური დაავადება
დენგე

რატომ იკლებს ადამიანი სიმაღლეში ასა...

ასაკი და სიმაღლე

ახალი კვლევა - სხეულის დაბალი ტემპე...

სხეულის დაბალი
ტემპერატურა

საინტერესო ფაქტები საზამთროს შესახე...

საზამთროს სამკურნალო
თვისებები

ფეიხოას სასარგებლო თვისებები

ფეიხოას სასარგებლო
თვისებები

ადამიანის ნერწყვი მორფინზე ძლიერ გა...

ადამიანის ნერწყვი

მარცვლეული, რომელიც თითქმის ყველაფრ...

რა არის ფეტვი

ციკორის ყავა

ციკორის ყავა