5 აუცილებელი პროდუქტი 60 წელს გადაცილებული ქალებისთვის
12:00 ხუთ. 30 დეკემბერი, 2021 წელი
ჯანსაღი კვება კარგი ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობის გარანტია, განსაკუთრებით, 60 წლის შემდეგ. ყველას გვინახავს 60 წელს გადაცილებული ქალი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობით ახალგაზრდას არ ჩამოუვარდება!
საქმე ისაა, რომ 60 წლის შემდეგ გარკვეული დაავადებების რისკი იზრდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ჯანსაღი კვების მოყვარული არაა.
დაიმახსოვრეთ 5 პროდუქტი, რომელიც 60 წელს გადაცილებულმა ქალმა აუცილებლად უნდა მიირთვას.
ფერადი ბოსტნეული
ფერადი ბოსტნეული სწორედ ისაა, რაც 60 წელს გადაცილებულმა ქალბატონმა ყოველდღიურად უნდა მიირთვას. ეს შეიძლება იყოს წიწაკა, პომიდორი, სტაფილო და სხვ. თუ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები არ გაწუხებთ, შეგიძლიათ დღეში 200-300 გრამი ბოსტნეული მიირთვათ. მთავარია, საღამოს რაციონში ბევრი სტაფილო და ჭარხალი არ იყოს, რადგან შაქარს შეიცავს.
მომატებული მადის კონტროლისთვის, რაც 60 წელს გადაცილებულ ქალებში ჰორმონალური სისტემის ცვლილებების გამო საკმაოდ ხშირია, ბოსტნეული შესანიშნავი არჩევანია. სასურველია, რომ ბოსტნეული უმი ან ორთქლზე მოხარშული მიირთვათ.
უცხიმო ფრინველი და თევზი
60 წელს გადაცილებული ქალბატონები ნაჯერი ცხიმებით მდიდარი საკვებს უნდა ერიდონ. ამისთვის კი უცხიმო ფრინველი და თევზი საუკეთესო არჩევანია.
თუ შესაძლებელია, ხშირად მიირთვით ინდაურის ხორცი, რომლის 100 გრამი 30 გრამამდე პროტეინს შეიცავს - ეს 60 წელს გადაცილებული ქალისთვის ცილის დღიური ნორმის თითქმის მესამედია.
მთლიანი მარცვლეულისგან დამზადებული პროდუქტები
ამ ტიპის საკვები თითქმის ყველა დიეტურ რეკომენდაციაში შედის. მთლიანი მარცვლეული მდიდარია რთული ნახშირწყლებით, რომელიც ენერგიით მუხტავს.
მაგალითად, ქერი, A, B, D და H ვიტამინების გარდა, ამინომჟავა ლიზინს შეიცავს, რომელიც ორგანიზმს კოლაგენის სინთეზში ეხმარება. ლიზინი ძალიან მნიშვნელოვანია 60 წელზე უფროსი ასაკის ქალებისთვის, რომლებსაც კოლაგენის სინთეზი საგრძნობლად შემცირებული აქვთ, ეს კი კანის, ხრტილების და ძვლების სიძლიერეზე გავლენას ახდენს.
ხილი
60 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა ყოველდღიურად, დაახლოებით, 200 გრამი ხილი უნდა მიირთვან, რათა თავი ჯანმრთელად იგრძნონ. ეცადეთ, მოერიდოთ ისეთ ხილს, რომელიც ბევრ შაქარს შეიცავს, მაგალითად ყურძენს, ლეღვს...
კვერცხი
ეს პროდუქტი მარტო იმიტომაც შეიძლება გიყვარდეთ, რომ დიდი რაოდენობით ცილას, D ვიტამინს და ლეციტინს შეიცავს. კვერცხის ცილა 60 წელზე უფროსი ასაკის ქალებს კუნთოვანი მასისა და ძალის შენარჩუნებაში ეხმარება.
ვიტამინი D ძვლების გაძლიერებას ეხმარება, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც მზის აქტივობა ნაკლებია. დღეში მხოლოდ 1-2 კვერცხი დაგეხმარებათ, თავი მხნედ და ენერგიულად იგრძნოთ!
🔰:
ძილის ხანგრძლივობა ასაკის მიხედვით
პროდუქტები, რომლებიც ფეხებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს
სხეულის რომელი ნაწილები ბერდება ყველაზე ადრე და რომლები - ყველაზე გვიან?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან