იცით თუ არა

როგორ გამოიყურებოდა სანტა კლაუსის პროტოტიპი?

fun time

14:27 შაბ. 14 დეკემბერი

სანტა კლაუსის პროტოტიპი

14
დაკოპირებულია

ბრაზილიელმა 3D დიზაინერმა, სისერო მორაისმა, რომელიც ადამიანის სახის რეკონსტრუქციაზე, პროთეზების დიზაინისა და მოდელების შექმნაზე მუშაობს, ახლახან სანტა კლაუსის პორტრეტი შექმნა.

მხატვრები, რომლებიც თოვლის ბაბუას ფუმფულა, თეთრწვერა, ვარდისფერლოყებიან და მხიარულ მოხუცად წარმოგვიდგენენ, უაღრესად გამჭრიახები აღმოჩნდნენ. სისერო მორაისი ამაში თავისი ახალი კვლევით დარწმუნდა, რომლის შედეგები ჟურნალ OrtogOnLineMag-ში გამოაქვეყნა.

***

ცნობილია, რომ სანტას პროტოტიპი მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი სასწაულთმოქმედი წმინდანი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა ნიკოლოზი იყო, რომელიც მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს დაიბადა.

ბუნებრივია, იმ დროს ფოტოგრაფია არ არსებობდა და წმინდანის ფოტოები არ მოგვეპოვება, მაგრამ სისერო მორაისმა თანამოაზრეების გუნდი შეკრიბა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გზით, წმინდანის თავის ქალის მიხედვით, მისი სახის აღდგენა შეძლო.

ამგვარად, შესაძლებელი გახდა იმ ადამიანის სახის დანახვა, ვინც სანტა კლაუსის პროტოტიპი გახდა.

***

მსოფლიოსთვის სანტა კლაუსის სახე რომ ეჩვენებინა, მორაისი და მისი გუნდი 1950-იან წლებში, იტალიის ქალაქ ბარში შეგროვებულ მონაცემებს დაეყრდნო, რომლებიც წმინდა ნიკოლოზის ნაშთის შესწავლის შედეგად მიიღეს.

მორაისმა უპირველეს ყოვლისა, თავის ქალა 3D-ში აღადგინა, შემდეგ სტატისტიკური პროექციის გამოყენებით სახის პროფილი შექმნა. შედეგად, მორაისმა ორი გამოსახულება მიიღო: ერთი ნაცრისფერ ფერებში, მეორე კი უფრო მხატვრული, რომელსაც ისეთი დეტალები ავსებს, როგორიც წვერი და ტანსაცმელია.

***

საქართველოში წმინდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. ჩვენს ქვეყანაში მის სახელზე აგებულ მრავალ ტაძარს ნახავთ.

წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი ყველასთვის კარგადაა ცნობილი:

როცა წმინდანი ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა, შეიტყო, რომ ერთ გაღატაკებულ კაცს, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა, მათი გამზითვება და დაქორწინება არ შეეძლო, ამიტომ მათი საროსკიპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება განუზრახავს. ქალწულები ტოროდნენ და უფალს ამ საშინელი ხვედრისგან გამოხსნას სთხოვდნენ.

ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მათ სახლთან წმინდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ამ ფულით მამამ სამივე ქალიშვილის გამზითვება შეძლო. ამგვარად იხსნა წმინდა ნიკოლოზმა სამი ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისგან.

სწორედ ამ ეპიზოდმა განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით, იქცა ის დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შობა-ახალი წლის სიმბოლოდ. შობა ღამეს, წმინდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენენ ხოლმე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობა ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ სანტა კლაუსი სახლში საკვამურიდან შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.

თუმცა, თანამედროვე ბავშვის ცნობიერებაში ამჟამინდელი სანტა კლაუსი წმინდა ნიკოლოზს არანაირად არ უკავშირდება.

ესეც დაგაინტერესებთ:

ვინ არის ნამდვილი გრინჩი - ცოტა რამ სანტას ძმის შესახებ

რატომ ნაძვი - საიდან მოდის საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია?

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობაო სათამაშოს ამბავი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ დავკიდოთ ხატები სახლში

როგორ დავკიდოთ ხატები
სახლში

რატომ ლაპარაკობენ თუთიყუშები?

თუთიყუშის ლაპარაკი

ნაძვის ხის მატარებელი - ერთი საშობა...

ნაძვის ხის მატარებელი

სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდე...

სად მიდის ტყვია ჰაერში
სროლის შემდეგ?

როდის შეიძლება ნიადაგი გაუვარგისდეს...

სიცოცხლისთვის უვარგისი
მიწა

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი