სად მიდის ტყვია ჰაერში სროლის შემდეგ?
12:30 ორშ. 2 დეკემბერი
სამართლებრივ ქვეყანაში როგორც სანადირო, ისე საბრძოლო იარაღის ბრუნვა მკაცრად კონტროლდება, ამიტომ ჰაერში სროლის შემთხვევები უკიდურესად იშვიათია. სამოქალაქო ცხოვრებაში ცეცხლსასროლი იარაღის ერთადერთი ნებადართული გამოყენება სამხედრო მოსამსახურის მხედრული პატივით დაკრძალვის დროს ჰაერში გასროლაა. ასეთი შემთხვევებისთვის სპეციალურად, ცარიელი ვაზნები მზადდება. ცნობისთვის, ცარიელი ეწოდება ვაზნას, რომელსაც აქვს დენთი, ანუ გამტყორცნი ნივთიერება, მაგრამ არ აქვს ტყვია.
შეიძლება თუ არა ადამიანი დაზიანდეს ჰაერიდან ჩამოვარდნილი ტყვიით?
ნებისმიერი ტყვია ლითონის წვეტიანი ნაჭერია, ამიტომ მას ადამიანის დაზიანება და ზოგ შემთხვევაში მოკვლაც კი შეუძლია. ყველაფერი დამოკიდებულია ვაზნაზე, იარაღზე და გასროლის კუთხეზე.
რაზეა დამოკიდებული საფრთხე?
ცეცხლსასროლი იარაღიდან ვერტიკალურად გასროლილი ტყვია ნებისმიერ შემთხვევაში საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა პოტენციური ზიანი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს:
1. კალიბრი
რაც უფრო დიდია კალიბრი, მით უფრო მაღალია ტყვიის საწყისი სიჩქარე და მისი კინეტიკური ენერგია. ეს ნიშნავს, რომ გასროლის შემდეგ ტყვიას დიდი სიჩქარე ექნება და ხოლო ენერგია სრულიად საკმარისი იქნება ადამიანის დაზიანებისთვის. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს როგორ გაისროლეს - გარკვეული კუთხით თუ ვერტიკალურად.
2. იარაღი
ამ შემთხვევაში ლულის სიგრძეს დიდი მნიშვნელობა აქვს - რაც უფრო გრძელია ლულა, ტყვიის საწყისი სიჩქარე მით უფრო მაღალია.
3. ტყვიის წონა და გასროლის კუთხე
რაც უფრო დიდია ტყვიის წონა, მით უფრო დიდი სისწრაფით დაეცემა.
***
როგორც მიხვდით, თუ ადამიანს ჰაერიდან ჩამოვარდნილი ტყვია მოხვდა, ეს ნებისმიერ შემთხვევაში მტკივნეული იქნება, ამიტომ, გადაუდებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემთხვევების გარდა, ქალაქში საბრძოლო ტყვიებს არავინ იყენებს - ქუჩაში, როგორც წესი, ბევრი ადამიანი მოძრაობს და იმის ალბათობა, რომ ჰაერში ნასროლი ტყვია ვინმეს მოხვდება, ძალიან დიდია.
***
თქვენ წინაშეა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული 7,62x39 ვაზნა. მისი წონა 7,9-10 გრამია. ვერტიკალურად გასროლის შემთხვევაში ტყვია 2500 მეტრამდე მანძილს გაივლის, მისი მიწაზე დავარდნა კი შეიძლება ჩაქუჩით დარტყმას შევადაროთ.
ჰაერიდან ჩამოვარდნილი ასეთი ტყვიის სხეულზე, განსაკუთრებით თავში მოხვედრა ძალიან მტკივნეულია და შეიძლება ადამიანი დაასახიჩროს.
***
შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ჰაერიდან ჩამოვარდნილი ტყვიებს ბევრი ადამიანი შეეწირა. ასეთი შემთხვევები უმეტესად იმ ქვეყნებში ხდება, სადაც პრაქტიკულად არ არსებობს იარაღის კონტროლი.
1. 2010 წლის 1 იანვარს, არგენტინის ერთ-ერთ ეკლესიაში სადღესასწაულო წირვის დროს ბავშვი დაიღუპა - მას თავში ვიღაცის მიერ ახალი წლის აღსანიშნავად ჰაერში გასროლილი ტყვია მოხვდა.
2. 2007 წლის 29 ივლისს ბაღდადში ფეხბურთის გულშემატკივრები აზიის თასის მოგებას ზეიმობდნენ. ხელისუფლების გაფრთხილების მიუხედავად, გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის გამარჯვება ფეიერვერკით აღნიშნეს. ამ დღეს ჰაერიდან ჩამოვარდნილი ტყვიებით სამი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.
3. 2004 წელს, ახალი წლის ღამეს, ფლორიდელმა მამაკაცმა ჰაერში გაისროლა. ჰაერიდან ჩამოვარდნილმა ტყვიამ სასიკვდილოდ დაჭრა მეორე მამაკაცი, რომელიც მსროლელიდან კილომეტრნახევარში იმყოფებოდა.
5. 1994 წლის 31 დეკემბერს ჰაერიდან ჩამოვარდნილი ტყვიით დაიღუპა ბოსტონელი ტურისტი, რომელიც ნიუ ორლეანში საახალწლო არდადეგებზე იმყოფებოდა.
ესეც საინტერესოა:
თავში მოხვედრილმა ტყვიამ ახალგაზრდა მძიმე დაავადებისგან განკურნა
როგორ „მოიპარეს“ პისტოლეტი, რომლის ტყვიამაც მსოფლიო ისტორია შეცვალა?
ფრენკ რიჩარდსი: ადამიანი, რომელიც ქვემეხიდან გასროლას იგერიებდა
სიახლეები ამავე კატეგორიიდან