საკნატუნო ამბები

თავში მოხვედრილმა ტყვიამ ახალგაზრდა მძიმე დაავადებისგან განკურნა

fun time

12:00 ოთხ. 6 სექტემბერი, 2023 წელი

თავში მოხვედრილმა ტყვიამ
ახალგაზრდა მძიმე
დაავადებისგან განკურნა

14
დაკოპირებულია

როგორც ამერიკული სამედიცინო ჟურნალი - Medscape წერს შემთხვევათა 92%-ში ადამიანს თავში გამჭოლი ჭრილობის შემდეგ გადარჩენის შანსი არ აქვს, თუმცა 8%-ში შეიძლება სასწაული მოხდეს.

ლოს-ანჯელესის Cedars-Sinai -ს სამედიცინო ცენტრის დოქტორი კიტ ბლეკი ამბობს, რომ თავში დაჭრილი ადამიანის გადარჩენა დამოკიდებულიa ჭრილობის მდებარეობაზე, ტყვიის მოძრაობის სიჩქარეზე და იმაზე, ჭრილობა გამჭოლია თუ არა.

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, კალიფორნიელ სასაფლაოს ზედამხედველს, უილიამ პეისს 1917 წელს საკუთარმა ძმამ, მარვინმა შემთხვევით 22 კალიბრიანი თოფიდან ესროლა და თავში დაჭრა. უილიაmი არა მარტო ცოცხალი გადარჩა, არამედ ღრმად მოხუცებულობამდე მიაღწია და 2012 წელს, 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დოქტორი ბლეკის აზრით, თავში დაჭრილი ადამიანის გადარჩენის შანსი იზრდება, თუ ტვინის ღერო და თალამუსი არ დაზიანდა. ბევრი რამ არის დამოკიდებული ტყვიის სიჩქარეზე - ავტომატის ტყვია პისტოლეტისაზე გაცილებით საშიშია.

თავის გამჭოლი ჭრილობების მკურნალობის ყველაზე ადრინდელი მცდელობები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1700 წელს, ეგტვიპტეში დაფიქსირებულა. იმდროინდელი ექიმები თავის ქალის ჭრილობაზე მალამოს უსვამდნენ და ღიად ტოვებდნენ.

ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებასთან ერთად თავში დაჭრილი ადამიანების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთი ჭრილობის დროს ადამიანის გადარჩენის შანსები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამასთან, არსებობს შემთხვევა, როდესაც თავში ტყვიით დაჭრილი ადამიანი არა მარტო ცოცხალი გადარჩა, არამედ განიკურნა კიდეც.

1988 წელს კი ასეთი დაუჯერებელი ამბავი მოხდა, როს შესახებაც წერდა გაზეთი Los Angeles Times:

მძიმე ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისა და ბაქტერიების ფობიით დაავადებულმა ამერიკელმა ახალგაზრდამ, სახელად ჯორჯმა, მორიგი უშედეგო მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის მოკვლა სცადა. ტყვიამ თავის ტვინის მხოლოდ ის ნაწილი დააზიანა, რომელიც ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობაზეა პასუხისმგებელი და მისი დაზიანების შემდეგ აშლილობა გაქრა.

როდესაც ჭრილობა შეხორცდა, თვითმკვლელი ახალგაზრდა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისაგან სრულიად განიკურნა და ჯანმრთელი ცხოვრების წესს დაუბრუნდა.

ესეც საინტერესოა:

როცა ლამაზი თვალები დაავადების სიმპტომია

რომელი დაავადების შესახებ გვაფრთხილებს ხელები?

იშვიათი დაავადება - გოგონას კაცების ხმა აღარ ესმის

წყარო: www.latimes.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში