საკნატუნო ამბები

იშვიათი დაავადება - გოგონას კაცების ხმა აღარ ესმის

fun time

15:44 სამ. 20 სექტემბერი, 2022 წელი

სმენის დაქვეითება -
იშვიათი შემთხვევა
ჩინეთში

14
დაკოპირებულია

სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, ფუძიანის პროვინციის ქალაქ სიამინში მცხოვრებმა ახალგაზრდა ქალმა, გვარად ჩენმა (Chen) საავადმყოფოს სმენის დაქვეითების ჩივილით მიმართა. ჩენის გასინჯვის პროცესში ექიმებმა უცნაური რამ აღმოაჩინეს - პაციენტს ექიმი მამაკაცების ხმა არ ესმოდა, თუმცა ექიმი ქალების ჩურჩულსაც კი შესანიშნავად აღიქვამდა. 

ჩენის მონაყოლიდან გაირკვა, რომ გოგონამ დილას მეგობარი ბიჭის საუბრიდან ვერც ერთი სიტყვა ვერ გაიგო და მაშინვე საავადმყოფოს მიმართა. ექიმებმა გოგონა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მას „დაბალი სიხშირის სმენის დაქვეითება“ ჰქონდა - პაციენტს შესანიშნავად ესმოდა ექიმი ქალების ხმა, მაგრამ მამაკაცების საუბრიდან ერთი სიტყვაც ვერ გაიგო (ბოხ ხმას უფრო დაბალი სიხშირე აქვს).

დაბალი სიხშირის სმენის დაკარგვა საკმაოდ იშვიათი დაავადებაა, რომელიც 13000-დან ერთ პაციენტში გვხვდება. ექიმების ვარაუდით, ჩენის შემთხვევაში პათოლოგიის განვითარების მიზეზი გადატანილი სტრესი გახდა.

ამ დაავადების დროს პაციენტის ყური, მამაკაცის ხმის გარდა, სხვა დაბალი სიხშირის ხმების აღქმის უნარსაც კარგავს (მაგალითად, მაცივრის გუგუნი).

ჩენის მონაყოლიდან გაირკვა, რომ ინციდენტამდე გოგონას გარკვეული დროის განმავლობაში გვიან ღამემდე მუშაობა მოუწია და გამოძინება ვერ მოახერხა. ექიმის დასკვნის თანახმად, სტრესის ეს დონე სრულიად საკმარისია დაავადების გამოსაწვევად.

ჩენის თქმით, დაძაბული მუშაობის შემდეგ ის გულისრევის შეგრძნებამ და ყურებში ხმაურმა შეაწუხა, მაგრამ სიმპტომებს ყურადღება არ მიაქცია და ჩათვალა, რომ გამოძინების შემდეგ თავს უკეთ იგრძნობდა. რა მოხდა დილით, უკვე ვიცით...

პრობლემის აღმოჩენისთანავე საავადმყოფოში წასვლით, ჩენის გამოჯანმრთელების შანსები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ახლა გოგონა მკურნალობის პროცესს გადის და სჯერა, რომ ახლო მომავალში გაიგებს საყვარელი ადამიანის ხმას.

ასევე, საინტერესოა:

ვარდენბურგის სინდრომი - როცა ლამაზი თვალები დაავადების სიმპტომია

ძილის ვირუსი - წინა საუკუნის ერთ-ერთი ამოუცნობი დაავადება

ბრტყელტერფიანობა - შეიძლება თუ არა სერიოზული დაავადებების მიზეზი გახდეს?!

წყარო: www.dailymail.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში

რატომ ვერ ნახავთ მალდივის კუნძულებზ...

რატომ ვერ ნახავთ მალდივის
კუნძულებზე ძაღლებს?

ყოველ ფუტკარს მოძრაობის საკუთარი მა...

ფუტკრის ცხოვრება

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კაცობრიო...

მკვლევრებმა დაადგინეს,
რომ კაცობრიობა თანდათან
სულელდება

მეცნიერულად დადასტურდა, რომ ძაღლებს...

ძაღლებს ადამიანის ენა
ესმით

ვინ არის ბიჭი, ვინც 12 წლისამ კვანტ...

ბელგიელი ლოჰან სიმონსი
(Laurent Simons)

როგორ გაჩნდა ტანსაცმელზე ჯიბეები და...

ტანსაცმელზე ჯიბეები