იცით თუ არა

ძილის ვირუსი - წინა საუკუნის ერთ-ერთი ამოუცნობი დაავადება

fun time

16:00 კვი. 21 მარტი, 2021 წელი

ლეთარგიული ენცეფალიტი

14
დაკოპირებულია

ლეთარგიული ენცეფალიტი ანუ ძილის ავადმყოფობა წინა საუკუნის ერთ-ერთი ამოუცნობი დაავადება გახლავთ, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა, ძირითადად - 15-დან 35 წლამდე ახალგაზრდები...

უცნაური დაავადება ადამიანებს „ცოცხალ ძეგლებად“ აქცევდა - მათ არ შეეძლოთ სიარული, ლაპარაკი და ჭამა. ლეთარგიული ენცეფალიტის მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან რთული იყო, ამიტომ საიდუმლო სენმა 50 მილიონამდე ადამიანი დააზარალა.

ეპიდემია 1914-15 წლებში, პარიზში დაიწყო, როცა ჯარისკაცებმა მასობრივად დაიწყეს ექიმებთან მისვლა. ყველა შემთხვევაში, სიმპტომი ერთნაირი იყო: თავის ტკივილი, სისუსტე და ძილიანობა.

პირველი სიმპტომების შემდეგ პაციენტები ხანგრძლივ და ღრმა ძილში ეფლობოდნენ, საიდანაც გაღვიძება ყველას აღარ ეწერა. იღბლიანები, რომლებმაც გაღვიძება მოახერხეს, მეხსიერების დაკარგვასა და გონების დაბინდვას უჩიოდნენ.

დაავადება მეტ-ნაკლებად კარგად შეისწავლა ავსტრიელმა ნევროლოგმა კონსტანტინ ფონ ეკონომომ (Constantin von Economo (1876–1931) .
ამ ადამიანმა მთელი ცხოვრება ლეთარგიული ენცეფალიტის კვლევას მიუძღვნა, თუმცა კონკრეტულ შედეგამდე ვერ მივიდა. ადამიანები ისევ იღუპებოდნენ. ისინი, ძირითადად, 15-დან 35 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ.

დაავადების სიმპტომები ძალიან ჰგავდა ჩვეულებრივ გაციებას ან გრიპს, ამიტომ ლეთარგიული ენცეფალიტის დიაგნოზის დადგენა რთული იყო. როცა ექიმები ხვდებოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე, ტვინი უკვე დაზიანებული იყო.
იშვიათ შემთხვევებში ექიმები ახერხებდნენ დადგენას, რომ ლეთარგიული ენცეფალიტით დაავადებულ ადამიანებს ყელის ტკივილი აწუხებდათ. კვლევების პროცესში, პაციენტებს სტრეპტოკოკის ბაქტერიაც აღმოაჩნდათ. ვარაუდობდნენ, რომ სწორედ ის იყო ორგანიზმის იშვიათი, სპეციფიკური რეაქციის გამომწვევი, რაც ტვინის დაზიანებით სრულდებოდა.

ძილის ავადმყოფობის ეპიდემია 1940 წელს დასრულდა. თანამედროვე მსოფლიოში ლეთარგიული ენცეფალიტის შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დაავადებას იწვევდა ვირუსი, რომელიც ამჟამად განადგურებულია.







სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს