იცით თუ არა

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი ქვეყნის საზღვარი გადის?

fun time

18:32 ხუთ. 14 ნოემბერი

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

14
დაკოპირებულია

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ყოველ ჯერზე, როცა მაღაზიაში წასვლას ან  საყვარელ კაფეში დაჯდომას გადაწყვეტთ, საზღვრის გადაკვეთა  გიწევთ. უცნაურია, არა? ალბათ, მაგრამ ბარლის მცხოვრებლები ასეთ უცნაურობას უკვე შეეგუენ.

ქალაქი, უფრო სწორად, სოფელი ბარლი (Baarle), სადაც დაახლოებით, 9 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ჰოლანდია-ნიდერლანდების საზღვრიდან 5 კილომეტრში მდებარეობს.

ბარლი ჩრდილოეთ ევროპის ასობით სხვა პატარა, მყუდრო სოფელს წააგავს.

სოფელი, ფაქტობრივად, ბელგიასა და ნიდერლანდებს შორის სასაზღვრო ზოლზე მდებარეობს. ბელგიურ ნაწილს ბაარლე-ჰერტოგი ჰქვია, ნიდერლანდურ ნაწილს - ბაარლე-ნასაუ.

***

ასეთი უცნაური დაყოფის მიზეზი უძველესი ფეოდალური ურთიერთობებია.

თანამედროვე ბარლის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული, მაგრამ დასახლების არსებობის პირველი დოკუმენტური მტკიცებულება 992 წლით თარიღდება.

1198 წელს რამდენიმე ფეოდალს შორის გამართული ბრძოლა იმით დამთავრდა, რომ ერთმა მიწების ნაწილი დათმო, მაგრამ თავისი ვასალების ნაწილზე კონტროლი შეინარჩუნა. მოგვიანებით მან დამოუკიდებლობა დაიბრუნა, რაც გარკვეული მიწების ფლობის უფლებად გადააქცია. არსებული საზღვრები საბოლოოდ ვესტფალიის ზავმა (1648 წლის სამშვიდობო შეთანხმება, რომელმაც ბოლო მოუღო ოცდაათწლიან ომს) განამტკიცა, როდესაც სოფლის ერთი ნაწილი დამოუკიდებელი ნიდერლანდები გახდა, ხოლო მეორე ესპანელი ჰაბსბურგების ხელში გადავიდა.

ალბათ ფიქრობთ, რომ ამ ტერიტორიის ნეიტრალურად გამოცხადება და ყველანაირი სასაზღვრო ნიუანსისგან გათავისუფლება უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამის გაკეთება არც ისე ადვილია.

***

დღეს ფეხით მოსიარულეთა ზონაში საზღვრები გამოსახულია სპეციალური მარკირებით (თეთრი ჯვრებით), ხოლო გზის სავალ ნაწილზე - ლითონის აბრებით.

მარტივად რომ ვთქვათ, ასფალტზე გამოსახული ჯვრის გადაკვეთით მეორე სახელმწიფოში აღმოჩნდებით.

მაგალითად, ბაარლის ჰოლანდიურ ნაწილში მდებარე მაღაზიები და რესტორნები კვირაობით არ მუშაობენ, ხოლო ბელგიის მხარეს პირიქით - გაცილებით მეტი სამუშაო საათები აქვთ. ზოგ კაფესა და რესტორანში სასაზღვრო ხაზი ოთახის შუაგულში გადის, ასე რომ, როდესაც ჰოლანდიური ნაწილი იხურება, შეგიძლიათ ბელგიის მხარეს მდებარე მაგიდასთან გადაჯდეთ.

ბარლის მოქალაქეების ცხოვრება კონკრეტული ქვეყნის საზღვრების შესაბამისად რეგულირდება. სახლების ნომრები მოხატულია ეროვნული დროშების ფერებში, ხოლო ნიშნები და სიმბოლოები განსხვავებული დიზაინით მზადდება.

***

სამართლებრივ საკითხებშიც ყველაფერი ნათელია - ადამიანის მოქალაქეობას განსაზღვრავს ქვეყანა, სადაც მისი სახლის შესასვლელი კარი იღება. ადამიანი გადასახადებს უხდის სახელმწიფოს, სადაც მისი ორგანიზაციის შესასვლელი კარია მდებარეობს. ბავშვი შეიძლება ჰოლანდიელი ან ბელგიელი გახდეს იმის მიხედვით, თუ რომელ ტერიტორიაზე დაიბადა.

დღეს ბარლიში ქალაქის ორი მერია, ორი პოლიცია, ორი საკათედრო ტაძარი და ორი საავადმყოფო მდებარეობს. მოქალაქეები სახელმწიფო საზღვრებს დღეში უამრავჯერ კვეთენ. ბარლის მცხოვრებთა „საზღვარგარეთ მოგზაურობა“ ზოგჯერ მხოლოდ სახლიდან გასვლით იწყება, რადგან ზოგიერთ ადგილზე ჰოლანდია-ბელგიის საზღვარი სწორედ კარის ზღურბლთან იწყება.

ესეც საინტერესოა:

მსოფლიოს ყველაზე მოკლე საზღვარი, რომლის სიგრძე მხოლოდ 85 მეტრია

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი, რომლებშიც ყველამ უნდა იმოგზაუროს

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც 65 დღე პოლარული ღამეა

მსოფლიოს 6 ულამაზესი სოფელი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორ...

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე

ხალხური სიბრძნე - როგორი საფულე უნდ...

როგორ შევარჩიოთ საფულე

ევროპეოიდული რასის ადამიანები სხვებ...

15 საინტერესო ფაქტი თმის
შესახებ

რატომ კერავენ ჯინსის შარვალს ყვითელ...

რატომ კერავენ ჯინსის
შარვალს ყვითელი ან
ნარინჯისფერი ძაფით?