იცით თუ არა

ევროპეოიდული რასის ადამიანები სხვებზე ადრე ჭაღარავდებიან - 15 საინტერესო ფაქტი თმის შესახებ

fun time

14:54

15 საინტერესო ფაქტი თმის
შესახებ

14
დაკოპირებულია

თმას რამდენიმე ისეთი თვისება აქვს, რომელიც შესაძლოა, ბევრმა არ იცის. 

1. ადამიანს თავზე 100.000-დან 150.000-მდე ღერი თმა აქვს.

2. ჯანსაღი თმა თვეში, დაახლოებით, 1,25 სანტიმეტრით იზრდება, რაც წელიწადში დაახლოებით, 15 სანტიმეტრია. თუმცა თმის ზრდის ტემპი ხშირად დამოკიდებულია მემკვიდრეობაზე, ასაკზე და ჯანმრთელობაზე.

3. წარბის და წამწამების თმა უფრო ნელა იზრდება, ვიდრე თავის.

4. თმის გაყოფილი ბოლოების სამეცნიერო სახელი ტრიქოპტილოზია. როგორც წესი, ასეთი თმები უსიცოცხლოა, უხეშია და მიდრეკილია ცვენისკენ. გვხვდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში სტრესის, არასრულფასოვანი კვების, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღების, თმის არასწორი მოვლის ან შეღებვის, ცხელი ფენით შრობის, ქლორირებული წყლის გამოყენების და ქიმიური დახვევის დროს.

5. თმის ძირითადი კომპონენტი არის ცილა, რომელსაც კერატინი ეწოდება. კერატინი ცილოვანი ნივთიერებაა, რომელიც თმის სტრუქტურას ძლიერსა და ელასტიკურს ხდის.

6. ყოველდღიურად 40-დან 150 ღერამდე თმას ვკარგავთ. ზოგადად, თმის ცვენა დამოკიდებულია მემკვიდრეობაზე და ფოლიკულების რაოდენობაზე.

7. წითურებს თავზე ყველაზე ცოტა, მაგრამ ყველაზე სქელი და მოცულობითი თმა აქვთ.

8. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული თმის ფერი მუქი შავია. ბუნებრივი ქერა თმა დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 1,8% აქვს, ჟღალი თმა კი - 1-2%.

9. ერთი თმის ღერი უძლებს, დაახლოებით, 100 გრამ წონას. თუ გავიხსენებთ, რომ ადამიანს, საშუალოდ, 100 ათასი ღერი თმა აქვს, ეს რაოდენობა საკმარისია, რომ თმამ დათვის წონას გაუძლოს.

10. ქერები სულელები არ არიან. სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანის თმის ფერზე პასუხისმგებელი დნმ-ის კოდის ერთი სიმბოლოს შეცვლა ტვინის განვითარებასა და მუშაობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს.

11. ევროპელი მკვლევრების აზრით, ყოველი ქალი ცხოვრების მანძილზე, თმის მოვლაზე საშუალოდ 50 000 დოლარს ხარჯავს. საკმაოდ შთამბეჭდავი თანხაა.

12. ქალის თმა უფრო წვრილია, ვიდრე მამაკაცის. ამის მიუხედავად, ქალები უფრო იშვიათად მელოტდებიან, ვიდრე მამაკაცები - მათი თმის ფოლეკულა კანში უფრო ღრმადაა ჩამჯდარი.

13. თმის მდგომარეობა შეიძლება ჯანმრთელობის მაჩვენებელი იყოს. ისეთმა შინაგანმა პრობლემებმა, როგორიცაა ვიტამინის დეფიციტი, შეიძლება თმის გარეგნობაზე და ქიმიურ შემადგენლობაზე გავლენა მოახდინოს.

14. ევროპელები ყველაზე სწრაფად ჭაღარავდებიან (30 წლის შემდეგ), აზიელები - საშუალოდ 40 წლის შემდეგ, ხოლო ფერადკანიანი მამაკაცები - 50 წლის შემდეგ.

15. თმის ქიმიურ შემადგენლობაში ოქრო შედის - 1,5 მკგ/გ.

ესეც საინტერესოა:

რა როლი აქვს თმას ჩვენს ცხოვრებაში - ხასიათში, ტრადიციებში, რელიგიაში?

ვაშლის ძმარი თმისთვის - ჰოლივუდი ძველ რეცეპტებს ირჩევს

დაფნის ნახარში თმისთვის



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ კერავენ ჯინსის შარვალს ყვითელ...

რატომ კერავენ ჯინსის
შარვალს ყვითელი ან
ნარინჯისფერი ძაფით?

რისთვის არის საჭირო სარკე ლიფტში?

რისთვის არის საჭირო სარკე
ლიფტში?

რატომ გამოსახავდნენ ჯადოქრებს ცოცხზ...

რატომ გამოსახავდნენ
ჯადოქრებს ცოცხზე?

ახალი კვლევა: ღალატსა და ჯანმრთელობ...

ღალატის ბიოლოგია

რატომ არ ჭამენ ვეგანები ლეღვს?

რატომ არ ჭამენ ვეგანები
ლეღვს?

რატომ არ შეიძლება ქმრისთვის თმის შე...

რატომ არ შეიძლება
ქმრისთვის თმის შეჭრა?

ავოკადო ბუნებრივი საღებავია - არ გა...

ავოკადო - ბუნებრივი
საღებავი

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის ნათესავი, რომ...

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის
ნათესავი

4 ნივთი, რომლის ბორტზე ატანას მსოფლ...

თვითმფრინავის ბორტზე
აკრძალული ნივთები