იცით თუ არა

რა როლი აქვს თმას ჩვენს ცხოვრებაში - ხასიათში, ტრადიციებში, რელიგიაში?

fun time

17:26 სამ. 21 ნოემბერი, 2023 წელი

თმა ადამიანის ცხოვრებაში

14
დაკოპირებულია

თმას ყველა დროსა და ქვეყანაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და ინდივიდუალურობის გამოხატვის საშუალებას წარმოადგენდა. მიიჩნეოდა, რომ თმა, რომელიც ადამიანის თავს ამკობს, სიბრძნესა და სასიცოცხლო ძალას განასახიერებს, თუმცა მისი კეთილშობილური გავლენა სხეულის დანარჩენ ნაწილებზე არ ვრცელდება. შესაბამისად, სქელი თმა ადამიანის მკერდსა და კიდურებზე უხეშ ფიზიკურ ძალასთან, უვიცობასთან და უკულტურობასთან ასოცირდებოდა.

 

თმის ფერი, სიგრძე და ვარცხნილობა ადამიანის შესახებ უამრავ ინფორმაციას შეიცავს.

მაგალითად:

  • გრძელი თმა თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობასა და ნიჰილიზმზე მიუთითებს
  • მოკლე თმა ზომიერებასა და თავშეკავებაზე
  • გაპარსული - შებოჭილობასა და თავისუფლების ნაკლებობაზე

თუმცა გამონაკლისებიც არსებობს..

ფიზიოგნომიკის სპეციალისტებისგან ამბობენ, რომ:

  • ბუნებრივად ოქროსფერი თმა - ადამიანის ძლიერ ნებისყოფასა და სიჯიუტეზე მეტყველებს
  • შავი თმა - სამხრეთელი ადამიანის ტემპერამენტის მანიშნებელია
  • წითელი თმა - მზაკვრული ბუნების მქონე ადამიანებს აქვთ
  • ყავისფერი თმა - კეთილშობილებაზე მეტყველებს
  • ნაცრისფერი თმა - ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ბრძენ მოხუცს ამშვენებს
  • თმის არაბუნებრივი შეფერილობა - უჩვეულო პიროვნებაზე მიუთითებს, რომელიც ან გენიოსია, ან ბოროტმოქმედი.


  • სქელი თმა - ბობოქარი ტემპერამენტზე მიუთითებს
  • სუსტი და მყიფე - დამთმობ, შემრიგებლურ ხასიათს აჩვენებს
  • სწორი თმა მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანებს ახასიათებთ
  • ხვეული და ტალღოვანი თმა - მოუსვენარებსა და კონფლიქტურებს
  • რბილი თმა - კეთილგანწყობილსა და ფლეგმატურს
  • მორჩილი თმა - მხიარული ოპტიმისტების ხვედრია,
  • ურჩი თმა - პესიმისტების, რომლებსაც ყოველდღიური პრობლემები აშინებთ,
  • უხეში თმა - ძლიერ და ემოციურ ადამიანს აქვთ.


თმა და ადამიანის ენერგეტიკა

მრავალი ხალხის ცნობიერებაში თმა კოსმოსური ენერგიის ერთგვარ აკუმულატორად მიიჩნეოდა:

ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელები დამარცხებულ ცოცხალ მტერს სკალპს ხდიდნენ, რათა მის სასიცოცხლო ძალას დაუფლებოდნენ.

ევროპელი ინკვიზიტორები ეშმაკთან ურთიერთობაში ეჭვმიტანილ ქალს თმას სხეულის ყველა ნაწილზე პარსავდნენ,

იმივე წესით სჯიდნენ ჯადოქრებს აცტეკები და ინდუსებიც.

თმა - გლოვის რიტუალში

წარმართებში გლოვის ნიშნად თმის პარსვა ან გლეჯა იყო გავრცელებული;

ავსტრალიელი აბორიგენები გლოვის ნიშნად წვერს იპარსავდნენ და გარდაცვლილს სხეულზე აყრიდნენ;

არაბი ქალები, რომლებიც საყვარელ ქმარს ან მამას გლოვობდნენ, ნაწნავებს იჭრიდნენ და საფლავის ქვაზე ახვევდნენ;

ძველი ეგვიპტელები კულულებს და ნაწნავებს კი არა, გლოვის დროს წარბებსაც კი იპარსავდნენ.

რას ნიშნავს ეს უცნაური და სევდიანი რიტუალი, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში იცნობენ?

საქმე ის გახლავთ, რომ მიცვალებულისთვის თმის ნაწილის ანუ სასიცოცხლო ძალის ნაწილის ჩუქებით ცდილობდნენ, მისთვის სიცოცხლე შთაებერათ და მასთან სულიერი კავშირი დაემყარებინათ. სწორედ აქედან მომდინარეობს ცოცხალი ან გარდაცვლილი ადამიანის კულულის შენახვის ტრადიცია, რომელსაც ბევრი ადამიანი დღესაც იცავს.

თმა - რელიგიაში

თმა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რიტუალურ პრაქტიკაშიც:

ქრისტიანი განდეგილებისთვის გრძელი, მოუვლელი თმა ასკეტიზმისა და ამქვეყნიურ სიამეებზე უარის თქმის სიმბოლო იყო;

აზიელი სასულიერო პირები კი პირიქით, თმას პირწმინდად იპარსავდნენ.

მორწმუნე მუსლიმები ოქროს შუალედს იცავდნენ და თმის „კუდს“ გაპარსულ თავზე წინდახედულად იტოვებდნენ, რათა ანგელოზს მიცვალებულის სამოთხემდე მიტანა გაადვილებოდა.

მსგავს პრაქტიკას მისდევდნენ ზაპოროჟიელი კაზაკებიც, რომლებმაც ეს „მოდა“ თურქებისგან გადაიღეს.

თმა - ქრისტიანულ ხატწერაში

ქრისტიანულ ხატწერაში გრძელი, გაშლილი თმა, რომელიც მარიამ ეგვიპტეელსა და მარიამ მაგდალინელს ამშვენებს, ცოდვის მონანიებისა და მორჩილების მანიშნებელია.

მარიამ ეგვიპტელი ეგვიპტის უდაბნოში განმარტოვდა, რომ სიცოცხლის დარჩენილი დღეები იქ სინანულის ლოცვებში გაეტარებინა. როცა მარიამის მოსასხამი გაცვდა და დაიხა, ქალი შიშველ სხეულს მზის მცხუნვარე სხივებისგან კოჭებამდე დაშვებული თმით იფარავდა.

მარიამ მაგდალინელმა ქრისტეს სისხლიანი ფეხები სინანულის ცრემლით მობანა და თვინიერებისა და თავმდაბლობის ნიშნად საკუთარი თმით გაუმშრალა.

ქრისტიანი ხატმწერები უმწიკვლო ქალწულებსა და წმინდანებს ხშირად გაშლილი თმით გამოსახავდნენ, როდესაც რომაელ კურტიზანებს თმა ყოველთვის კარგად დავარცხნილი და შეკრული ჰქონდათ.

ესეც დაგაინტერესებთ:

რა კავშირი აქვს თმას ადამიანის ენერგეტიკასთან?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გავიალი - ნიანგის ერთადერთი სახეობა...

გავიალი - ნიანგის
ერთადერთი სახეობა,
რომელიც ადამიანს არ ერჩის

წინასწარმეტყველური სიზმრები - ვინ,...

საინტერესო ფაქტები
სიზმრის შესახებ

შეიძლება თუ არა საზამთროს კურკის გა...

საზამთრო

როგორი იძია შური „როლს-როისზე“ ინდო...

მაჰარაჯა, როლს-როისი

არასოდეს ჩახვიდეთ თუ მელოტი ხართ -...

მელოტი კაცი

ესპანეთში ზღვაში მოშარდვისთვის ჯარი...

ზღვა ესპანეთში

ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც კ...

ვის კბენს კოღო?

ყველაზე მიუწვდომელი ქალაქი დედამიწა...

ქალაქი მექა

კარგი მეხსიერება აქვს და ლუდი უყვარ...

გიგანტური აქატინას
შესახებ