იცით თუ არა

რატომ არის მნიშვნელოვანი თმის სიგრძე და რა კავშირი აქვს თმას ადამიანის ენერგეტიკასთან?

fun time

12:00 ხუთ. 9 დეკემბერი, 2021 წელი

რატომ არის მნიშვნელოვანი
გრძელი თმა

14
დაკოპირებულია

ადამიანები გრძელ თმას უძველესი დროიდან ეთაყვანებოდნენ: ქალების გრძელი და მოვლილი კულულები ყველა ეპოქაში სილამაზის სიმბოლოდ ითვლებოდა, ხოლო მამაკაცის გრძელი თმა კეთილშობილებისა და არისტოკრატიის ნიშანი გახლდათ, თუმცა ეს უფრო ესთეტიკური მხარეა. უფრო ღრმა გაგებით, ადამიანის თმა შეიძლება შევადაროთ ერთგვარ ანტენას, რომელიც გამოყენება კოსმოსური ენერგიის მისაღებად და დასაგროვებლად. მიიჩნევა, რომ გრძელთმიან ადამიანებს უკეთესი ინტუიცია და ექსტრასენსორული უნარები აქვთ.

თმა, როგორც ნერვული სისტემის ნაწილი

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად თმა მხოლოდ ესთეტიკური მხარის შემადგენელ ნაწილად განიხილება, ბევრი მეცნიერი თანხმდება, რომ ის ადამიანის ნერვული სისტემის გარეგანი ნაწილიც გახლავთ. შესაბამისად, თმას შეუძლია ტვინის ცენტრს საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია გადასცეს.

თუ ადამიანს მოკლე თმა აქვს, გარე სამყაროში სიგნალების გადაცემა და მიღება რთულდება. სხვათა შორის, ეს წესი მარტო თმაზე კი არა, ადამიანის სხეულის თითოეულ ბეწვზე ვრცელდება.

ძველად ქალს თმის გაშლა მხოლოდ იქ შეეძლო, სადაც ვერავინ დაინახავდა. მიზეზი ის გახლავთ, რომ გაშლილი თმა უარყოფით ენერგიას იზიდავს, შეკრული ან დაწნული თმა კი არა. უფრო მეტიც, ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ქალის თმა ქალური საწყისის სიმბოლოა.

რაც შეეხება მამაკაცის გრძელ თმას, შუა საუკუნეებში ის დიდგვაროვანი და თავისუფალი ადამიანების სიმბოლოდ ითვლებოდა, სუფთად გაპარსული თავი კი მონების ხვედრი გახლდათ.

თანამედროვე სამყაროში თმის მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა - ძლიერი სქესი უმეტესად, მოკლე ვარცხნილობას ან გადაპარსულ თმას ირჩევს, რასაც ბევრი სიმელოტის შენიღბვის მცდელობას უკავშირებს.

თმა, როგორც განუყოფელი კავშირი კოსმოსთან

ხშირად ძველ აღმოსავლურ და სკანდინავიურ ღმერთებს წვერითა და გრძელი თმით გამოსახავდნენ, რაც ფიზიკურ და სულიერ ძლიერებაზე მეტყველებდა.

მოდისა და გემოვნების შეცვლის მიუხედავად, თანამედროვე სამყაროში თმის ენერგეტიკული და, გარკვეული გაგებით, მისტიკური თვისებები შენარჩუნებულია. მიიჩნევა, რომ გრძელი თმის მფლობელს (სქესის მიუხედავად) განუყოფელი კავშირი აქვს კოსმოსთან.

დიახ, მოდის კაპრიზების მიუხედავად, სასულიერო პირები დღემდე გრძელ თმას და წვერს ატარებენ და ეს შემთხვევითი არაა - გრძელთმიანი და წვერიანი მამაკაცი ყოველთვის რელიგიასთან და საეკლესიო მსახურებასთან ასოცირდება.

რწმენა, რომ გრძელი თმა ადამიანის შინაგან ენერგეტიკას და კოსმოსს უკავშირდება, ბევრ ხალხში არსებობდა, მაგრამ მოდისა და სტილის ცვლილებებმა ეს უპირატესობა მხოლოდ ქალს დაუტოვა.

ასევე საინტერესოა 🔰:

თქვენი ენერგეტიკა თქვენი კალიგრაფიის მიხედვით

როგორ გავზარდოთ სახლის ენერგეტიკა

ნუმეროლოგია: გამოთვალეთ ენერგეტიკული ვამპირი თქვენს გარემოცვაში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ორჯერ ადუღებული წყალი მავნებელი არ...

ორჯერ ადუღებული წყალი
მავნებელია არ არის

შეიძლება თუ არა დამტენის დენის წყარ...

ელექტრომოწყობილობების
უსაფრთხოება

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ფეხზე...

რამდენ ხანს შეუძლია
ადამიანს ფეხზე დგომა?

შვილის უჯრედები დედის სხეულში სამუდ...

ნაყოფის მიკროქიმერიზმი

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა

რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კ...

რა გავლენა აქვს რესტორნის
ჭურჭელს კერძის გემოზე?

მდუღარე მდინარე - საიდუმლო ამოხსნილ...

მდუღარე მდინარე
შანაი-ტიმპიშკა

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების ს...

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი