თემატური ჰოროსკოპი

როგორ გავზარდოთ სახლის ენერგეტიკული ვიბრაცია და რისთვის არის ეს საჭირო?

fun time

12:00 შაბ. 20 ნოემბერი, 2021 წელი

სახლის ენერგეტიკული
ვიბრაცია

14
დაკოპირებულია

სამყაროში ნებისმიერი სულიერი თუ უსულო საგანი ენერგეტიკული ვიბრაციების ნაკრებს წარმოადგენს, თუმცა ამჯერად ყურადღებას ჩვენ გარშემო არსებულ უსულო საგნებზე გავამახვილებთ. 

ალბათ შეგინიშნავთ, რომ ზოგ სახლში თავს მშვიდად და ბედნიერად გრძნობთ, ადვილად დუნდებით და გამუდმებით დაბრუნების სურვილი გიჩნდებათ. ზოგ სახლში კი ვერ ისვენებთ და თავს დათრგუნულად გრძნობთ. ეზოტერიკოსები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა გარკვეულწილად, მისი საცხოვრებელი სახლის ენერგეტიკაზეა დამოკიდებული.

ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები პირადი სივრცის ენერგეტიკული ვიბრაციის დონის გაზრდაში დაგეხმარებათ, რაც თქვენს ცხოვრებას გაცილებით მშვიდს და ჰარმონიულს გახდის.

1. სალბი სამკურნალო მცენარეა და სადეზინფექციო, ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები გააჩნია, თუმცა ეს ყველაფერი არაა. სალბის სურნელი ადამიანს გონებრივი და ფიზიკური კეთილდღეობის მიღწევაში ეხმარება. ის შესანიშნავად ამშვიდებს და შთანთქავს უარყოფით ენერგიას.

2. გაითვალისწინეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლი ზედმეტი ნივთებით არ გადატვირთოთ - მათი ენერგიისგან გათავისუფლება ძალიან ძნელი იქნება.

3. ბოლო დროს ჰიმალაის მარილის ნათურები ძალიან პოპულარული გახდა. გარდა იმისა, რომ ლამაზია, ასეთი ნათურა ფენ-შუის სწავლებით, უზრუნველყოფს ნაზ სითბოს და დაბალანსებულ ენერგიას. ჰიმალაის მარილის ნათურა ჰაერში მეტად საჭირო იონებს გამოყოფს, რაც ჰაერს წმენდს და სახლში დადებით ენერგიას ქმნის.

4. ხშირად გაანიავეთ ოთახი და გაწმინდეთ ჰაერი უსიამოვნო სუნისაგან, რომელიც უარყოფით იონებს გამოყოფს. საცხოვრებელ სივრცეში სასიამოვნო სურნელისთვის შეგიძლიათ სხვადასხვა ბუნებრივი ეთერზეთი გამოიყენოთ.

5. იმღერეთ და იღიღინეთ, როცა ბანაობთ, სადილს ამზადებთ თუ სახლს ალაგებთ. აუცილებელი არ არის ოპერის მომღერალი, რომ საკუთარ სახლში იმღერო. უბრალოდ, აკეთეთ ის, რაც გაგახალისებთ და თქვენს სახლს დადებითი ენერგიით დამუხტავს.

6. გახსოვდეთ, რომ საკუთარ სახლში მედიტაცია შესანიშნავი საშუალებაა დასვენებისა და ფიზიკური სივრცის გასაწმენდად.

7. ეთერზეთების გამოყენება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 18000 წლით თარიღდება, თუმცა დღეს ისე პოპულარულია, როგორც არასდროს, რადგან სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს ბუნებრივ საშუალებებს პრობლემების მოსაგვარებლად. ეთერზეთების უმეტესობას დამამშვიდებელი ან განწყობის ასამაღლებელი თვისებები აქვს.

8. სახლში მცენარეების გამრავლება არა მხოლოდ განწყობას ამაღლებს, არამედ ხელს უწყობს ჰაერის სისუფთავეს შენარჩუნებას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?

რას არ გაპატიებთ ზოდიაქოს თითოეული...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ყველაზე ჯიუტი ბავშვები ზოდიაქოს ნიშ...

ყველაზე ჯიუტი ბავშვები
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ნუმეროლოგია: რა რიცხვშიც იბადება ად...

დაბადების თარიღის
ნუმეროლოგია

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნებს შო...

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს
ნიშანი

წელიწადის დროებიდან რომელია წარმატე...

წელიწადის სეზონები და
ზოდიაქოს ნიშნები

რატომ ითმენს მომწამლავ ურთიერთობას...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

პირველი პაემნის თარიღი და ურთიერთობ...

პირველი პაემნის თარიღი

ყველაზე ჭორიკანა ზოდიაქოს ნიშნები

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება